10 წელი ერთგულება და პროფესიონალიზმი - თქვენი ბიზნესის საიმედო საყრდენი
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
"ენთები" უკვე 10 წელია გამორჩეულად კომფორტულ მომსახურებას სთავაზობს ქართულ ბიზნესს. კომპანიამ 2024 წელს გაიმარჯვა თიბისი ბანკის მიერ დაფინანსებულ ქვეყნის უმსხვილეს ბიზნეს-დაჯილდოების ღონისძიებაში სწორედ იმ ნომინაციაში, რომლისთვისაც მრავალი წელია ხვეწავს საკუთარ სერვისს. "გამორჩეული სამომხმარებლო გამოცდილების შექმნისთვის" ნომინაციაში გამარჯვება განსაკუთრებით სასიამოვნო იყო "ენთების" თანამშრომლებისთვის და კიდევ უფრო მეტი სტიმული მისცა მათ, რომ გააგრძელონ თანამედროვე, სწრაფი და სანდო მომსახურების მიწოდება ყველა სექტორის ბიზნესისთვის.
"ენთები" ბუღალტრული, საგადასახადო და ფინანსური კონსულტაციის სერვისების მომწოდებელი კომპანიაა, რომელიც ყოველდღიურად 650-ზე მეტ ბიზნესს ემსახურება. ბუღალტერიის წარმოება თანამედროვე პროგრამაში, საგადასახადო დეკლარაციების წარდგენა, ფინანსური ანგარიშგებების წარმოება და მომხმარებლების კონსულტირება ფინანსურ საკითხებში - ეს ყველაფერი არის ის სერვისები, რომლებშიც "ენთები" 10 წელია, რაც გამორჩეულად კომფორტულ და სანდო მომსახურებას სთავაზობს კლიენტ კომპანიებს. ამ ხნის განმავლობაში, "ენთები"-ს მომხმარებელ კომპანიებს წარმატებით გავლილი აქვთ მრავალი საგადასახადო შემოწმება და აღებული აქვთ დადებითი საგადასახადო დასკვნები. "ენთების" საგადასახადო გუნდი, რომელიც გამოცდილი აუდიტორებისაგან და საგადასახადო სფეროს ექსპერტებისგან არის დაკომპლექტებული, უზრუნველყოფს პარტნიორი კომპანიების კონსულტირებას ყველა აქტუალურ საკითხში.
აღსანიშნავია, რომ 2024 წლის ბოლოს "ენთების" ყოველთვიურმა პორტფელმა გადააჭარბა 550,000 ლარს, ხოლო 2025 წლის დასაწყისში ყოველთვიურმა შემოსავალმა 600,000 ლარს მიაღწია. "ენთები" გააგრძელებს კლიენტი კომპანიებისთვის საუკეთესო სერვისის მიწოდებას და ამ გზით მათთან ერთად ზრდასა და განვითარებას.
"ენთები"-სთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მისი 100-ზე მეტი თანამშრომელი ბედნიერი იყოს, როგორც ანაზღაურებით, ასევე სასიამოვნო სამუშაო გარემოთი და სხვადასხვა წახალისებებით. კომპანიის ოფისი, რომელშიც "ენთები" 2024 წლის დასაწყისში გადავიდა, ასევე გამორჩეულად კომფორტული და თანამედროვეა, რაც სასიამოვნო და პოზიტიურ ატმოსფეროს ქმნის თანამშრომლებისთვის.
გარდა ამისა, ოფისს აქვს ცალკე ოთახი განტვირთვისთვის, რომელიც აღჭურვილია Playstation-ითა და სხვა გასართობი მოწყობილობებით. ეს თანამშრომლებს საშუალებას აძლევს, რომ დაისვენონ და ენერგიით დაიმუხტონ.
თუ თქვენ ეძებთ თანამედროვე, სტაბილურ და სანდო ბუღალტრულ, საგადასახადო და სხვა ფინანსურ მომსახურებას თქვენი ბიზნესისთვის, დაუკავშირდით "ენთებს" და თავად გამოსცადეთ გამორჩეულად კომფორტული სამომხმარებლო გამოცდილება:
ენთების საკონტაქტო ინფორმაცია:
ფეისბუქი: https://www.facebook.com/AccountAnts.ge
ტელეფონი: +995 32 212 22 12
საიტი: www.ants.ge