Sponsored Content

350 აქტიური კლიენტი 7 წელში - როგორ გახდა ''ენთები'' წამყვანი საბუღალტრო კომპანია მცირე და საშუალო ბიზნესისთვის

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

"ენთები" დაფუძნდა 2015 წელს მკაფიო მიზნით, რომ თანამედროვე, მაღალი ხარისხის და დახვეწილი ბუღალტრული, საგადასახადო და სხვა ფინანსური მომსახურება ხელმისაწვდომი გაეხადა საქართველოში მოღვაწე თითოეული მცირე და საშუალო ზომის ბიზნესისთვის.

საწყის ეტაპზე კომპანიამ უარი თქვა მარკეტინგსა და რეკლამაზე და მის სრულ რესურსებს, დროსა და ენერგიას ხარჯავდა თანამედროვე და მაღალტექნოლოგიური სისტემის აწყობაზე, რომელიც მინიმუმამდე დაიყვანდა შეცდომების ალბათობას და შეძლებდა კლიენტი კომპანიებისთვის სანდრო და გამართული ბუღალტერიისა და საგადასახადო მომსახურების მიწოდებას. სისტემის აწყობასა და ავტომატიზაციას 4 წელზე მეტი დასჭირდა და დღემდე მუდმივად ვითარდება და იხვეწება, რათა კლიენტ კომპანიებს მაქსიმალური კომფორტი და დაცულობის შეგრძნება შეუქმნას. დაარსებიდან 4 წლის შემდეგ, როდესაც კომპანიამ საბუღალტრო და საგადასახადო სისტემა დახვეწა, მან დაიწყო აქტიური მარკეტინგი და დღეს "ენთები" მომსახურებას უწევს ყოველდღიურად 350-ზე მეტ კლიენტ კომპანიას. მისი პორტფელი მოიცავს ბიზნესებს პრაქტიკულად ყველა ინდუსტრიიდან, დაწყებული აიტი კომპანიებით, სამშენებლო ბიზნესებითა და სოფლის მეურნეობის სექტორით, დამთავრებული კრიპტოვალუტებითა და მაღალტექნოლოგიური ბიზნესებით.

"ენთები" ემსახურება როგორც ცნობილ ბრენდებს, ისე დამწყებ კომპანიებს, რომელთაც სურთ განავითარონ საკუთარი ბიზნესი. კომპანია მომსახურებისას იყენებს ბუღალტერიისა და კომუნიკაციის უახლეს სისტემებს.

კომპანია ფოკუსირდება მცირე და საშუალო (წლიურად 20 მილიონზე ნაკლები შემოსავლის მქონე) ბიზნესებზე, რაც მას საშუალებას აძლევს, რომ მისი სერვისები მოარგოს სწორედ ამ სეგმენტის საჭიროებებს. მსხვილი კომპანიებისგან განსხვავებით, მცირე და საშუალო ბიზნესს მეტი მოქნილობა და სისწრაფე სჭირდება. აქედან გამომდინარე, "ენთები" კლიენტებს სწორედ ამ ფასეულობებს სთავაზობს: მოქნილობას, სისწრაფესა და სიმარტივეს.

თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მიდგომების საშუალებით, "ენთები" კლიენტ კომპანიებს მომსახურებას უწევს ხელმისაწვდომ ფასად. მისი მომსახურება ხშირად უფრო ნაკლებ ხარჯიანია ვიდრე კომპანიის მიერ ბუღალტრის აყვანა. ეს იმ დროს, როცა "ენთების" მომსახურების პაკეტი მოიცავს პასუხისმგებლობის დაზღვევას, უახლეს ტექნოლოგიებზე წვდომასა და ბუღალტრული და საგადასახადო აღრიცხვის სისწორის სამ დონიან კონტროლს.

ენთების საკონტაქტო ინფორმაცია:

ფეისბუქი: https://www.facebook.com/AccountAnts.ge

ტელეფონი: +995 32 212 22 12

საიტი: www.ants.ge