Get All Access for $5/mo

3D ბეჭდვის გამოყენების ქეისები სხვადასხვა ინდუსტრიაში როგორია 3D პრინტერის - უნიკალური სამგანზომილებიანი საბეჭდი ხელსაწყოს შესაძლებლობები?!

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Pixabay

3D პრინტერი, ანუ სამგანზომილებიანი საბეჭდი დანადგარი უნიკალური თანამედროვე ხელსაწყოა, რომლის მეშვეობით უმცირესი, ნანოზომის დეტალებიდან დაწყებული, მაკრო და უზარმაზარი მოცულობის საგნების დაბეჭდვაცაა შესაძლებელი. 3D პრინტერს დღეს ბევრ ინდუსტრიაში აქტიურად იყენებენ. თუმცა, ამ გენიალური ტექნოლოგიის პოტენციალი ჯერ კიდევ არ არის ამოწურული და მჯერა, მომავალში ბევრი სიახლე გველოდება.

გაგაცნობთ 3D პრინტერის გამოყენების ქეისებს სხვადასხვა ინდუსტრიაში, თუმცა მას არ აქვს პრეტენზია სრულყოფილებაზე:

სამშენებლო ინდუსტრია

დიდი ხანია, რაც 3D-ტექნოლოგიით მცირე ზომის სახლებს ბეჭდავენ. თუმცა ახლახან, არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში უკვე პირველი შენობაც კი ააგეს, რომელიც მთლიანად 3D-პრინტერითაა დაბეჭდილი.

მედიცინა

მედიცინაში 3D-ტექნოლოგიით მოდელირებულ ადამიანის ზუსტ მოდელებს, ოპერაციის სიმულაციისა და შემდგომი უშეცდომო ოპერაციისთვის იყენებენ. 3D-პრინტერის საშუალებით დამზადებულ ორგანოებს, დაზიანებული ორგანოების ჩასანაცვლებლად იყენებენ. ბოლო დროს, ავსტრალიაში ამ მეთოდით დამზადებული ხელოვნური ჩამნაცვლებლით, ძვლის კიბოსგან დაზიანებული ძვლის ნაწილი გადანერგეს.

3D-ტექნოლოგიას აქტიური გამოყენება აქვს ახალი თაობის პროთეზების დამზადების საქმეში. ცოტა ხნის წინ დაზიანებული კიდურისთვის მაჯის 3D-პროთეზი შექმნეს, რომელიც დაზიანებულ ნაწილში ჩანერგეს და იგი მტევნის მოძრაობისთვის სრულყოფილად გამოიყენება.

ავეჯის წარმოება

ავეჯის დამზადება ტრადიციული მეთოდით საკმაოდ დიდ დროს, ძალისხმევას და ადამიანურ რესურსს მოითხოვს, 3D-მიდგომა კი ამ პროცესს სრულიად ამარტივებს და უფრო ხარჯეფექტურს ხდის. მათ შორის, უკვე შესაძლებელია ისეთი ამოცანების გადაჭრა, რომლებიც ადამიანის მიერ შეუძლებელი იყო. მაგალითად, სარესტავრაციო ნიმუშების მოდელირება და ზუსტი ანალოგის შექმნა.

სათამაშოების წარმოება

სათამაშოების ინდუსტრიაში 3D-ბეჭდვა ძალიან აქტიურად გამოიყენება და საკმაოდ დიდი დაინტერესებითაც სარგებლობს. დღეს უკვე 3D პრინტერის ფლობის შემთხვევაში, მშობლებს თავად შეუძლიათ შვილებისთვის "ლეგო", სხვადასხვა ფიგურა და სამაგიდო თამაშები დაამზადონ.

ყველაზე ხშირად კი ამ ტექნოლოგიით ყოფით ნივთებს ბეჭდავენ და იყენებენ. მაგალითად, ინდივიდუალურ ყურსასმენებს, რომლებსაც კონკრეტული მომხმარებლის ყურის ზომასა და სპეციფიკას არგებენ, რათა მისი მოხმარება კომფორტული იყოს.

ასევე, ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს 3D-პრინტერით შექმნილი აქსესუარები ინდივიდუალური ინტერესის ორნამენტებით თუ წარწერებით.

კვების ინდუსტრია

3D-პრინტერს ეფექტური გამოყენება მოუძებნეს საკონდიტრო საქმეში. კერძოდ, შოკოლადების წარმოებაში. მისი საშუალებით, ურთულესი ფორმების შექმნაც არის შესაძლებელი შოკოლადის საშუალებით.

3D პრინტერის გამოყენება საქართველოში

მსოფლიო ტენდენციას არც საქართველო ჩამორჩება და ჩვენს ქვეყანაშიც აქტიურად მიმართავენ 3D-პრინტერს. განსაკუთრებით საინტერესოა ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე სიმბოლური ჭურჭლის – თიხის ქვევრის 3D-ტექნოლოგიით დაბეჭდვა, რომელიც ქართულმა სტარტაპმა QVEVRI.XYZ დაამზადა.