Accelera - ტექნოლოგიური განათლებისა და კარიერული განვითარების გზა
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
დღეს ორგანიზაციების წარმატება მნიშვნელოვნად დამოკიდებულია იმაზე, რამდენად სწრაფად და ეფექტიანად შეუძლიათ IT კომპეტენციებისა და ციფრული უნარების მქონე პროფესიონალების მოძიება, გადამზადება და ინტეგრირება რეალურ სამუშაო პროცესში. ეს განსაკუთრებით მწვავედ იგრძნობა მაშინ, როდესაც ტექნოლოგიურ სექტორში პროფესიონალების დეფიციტია, ხოლო ახალბედა კადრებისთვის, მათ შორის ახალგაზრდებისთვის, საკმაოდ რთულია მიიღონ ის პრაქტიკული გამოცდილება, რაც დამსაქმებლებისთვის აუცილებელია.
ამ საჭიროებაზე საპასუხოდ შეიქმნა Accelera - ინტენსიური, საგანმანათლებლო და კარიერული განვითარების პლატფორმა, რომელიც მიზნად ისახავს კანდიდატების რეალური ცოდნით აღჭურვას, პრაქტიკული გამოცდილების მიცემასა და პროფესიულ სივრცეში წარმატებული დასაქმების უზრუნველყოფას.
Accelera, IT განათლებისა და კარიერული წინსვლის პლატფორმა, რომელიც მსოფლიოს უდიდესი IT ასოციაციისა და IT პროფესიული განათლებისა და სერტიფიცირების ლიდერი პროვაიდერის CompTIA-სა და საქართველოს ინფორმაციული ტექნოლოგიების ასოციაციის (ITAG) პარტნიორობით შეიქმნა და Skyhi-ის ტექნოლოგიურ ბაზაზე ხორციელდება. Accelera, როგორც CompTIA-ს ავტორიზებული პარტნიორი, IT კარიერით დაინტერესებულ ადამიანებს სთავაზობს საერთაშორისო ექსპერტების მიერ შემუშავებულ კარიერული განვითარების რუკას, პრაქტიკაზე დაფუძნებულ კურსებს, რომლებიც შეესაბამება კონკრეტული IT პოზიციების მოთხოვნებს, მუდმივად განახლებად სასწავლო მასალებს და უახლეს ინფორმაციას IT ინდუსტრიის ტენდენციებზე. გარდა ამისა, Accelera უზრუნველყოფს საერთაშორისო სერტიფიცირების შესაძლებლობას საქართველოდან, რაც დამატებით ზრდის სტუდენტების კონკურენტუნარიანობას როგორც ადგილობრივ, ისე გლობალურ ბაზარზე.
Accelera წარმოადგენს ერთგვარ ხიდს თეორიულ ცოდნასა და რეალურ სამუშაო გარემოს შორის, რაც ადამიანებს საშუალებას აძლევს, მოკლე დროში მოიპოვონ ის უნარები და გამოცდილება, რომელიც მათ დასაქმების ბაზარზე კონკურენტუნარიანებს გახდის. Accelera-ს პროგრამები იყოფა სამ ძირითად ეტაპად:
- Accelera Start (და-START-ე IT კარიერა)- დამწყებთათვის, ვისაც სურს პირველი ნაბიჯები გადადგას IT-კარიერაში;
- Accelera Grow (დაა-grow-ე გამოცდილება) - მოქმედი პროფესიონალებისთვის, რომლებიც სწრაფად განვითარებას და ახალი უნარების შეძენას ისახავენ მიზნად;
- Accelera Achieve - მათთვის, ვინც საერთაშორისო სერტიფიცირების გზით მაღალ პოზიციებზე გადანაცვლებას ცდილობს.
პროგრამის მთავარი ღერძი მისი პირდაპირი კავშირია ტექნოლოგიურ კომპანიებთან. Accelera-ს მხარდამჭერები და დამკვეთები არიან ის ორგანიზაციები, რომლებსაც სჭირდებათ უკვე განსაზღვრული უნარებით აღჭურვილი კადრები. ამიტომ კურსდამთავრებულები პროგრამის დასრულებისთანავე ხვდებიან პროფესიულ სივრცეში, სადაც კონკურენტუნარიანი არიან როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე. Accelera-მ უკვე წარმატებით განახორციელა ექვსი ნაკადის მიღება, რომლის ფარგლებშიც წარმატებით გადამზადდა 60-მდე ბენეფიციარი. გადამზადებულთა 50%-ზე მეტი დასაქმდა როგორც Skyhi-ში, ისე სხვა IT კომპანიებში. ნაწილმა კი ინტენსიური სწავლა განაგრძო IT მიმართულებით.
Accelera-ს უნიკალურობას და შედეგინობას სწავლების 4-კომპონენტიანი მეთოდი უზრუნველყოფს. პროგრამა მოიცავს:
- ინტერაქციულ ტრენინგებს IT ინდუსტრიის ექსპერტებთან ერთად;
- პრაქტიკულ სწავლებას - სერტიფიცირებულ ინსტრუქტორებთან;
- რეალურ გარემოში კეთებით სწავლებას გამოცდილი მენტორების მხარდაჭერით;
- დამოუკიდებელ სწავლასა და თვითგანვითარებას.
ამ მოდელის საშუალებით სწავლების 65% ე.წ. კეთებით სწავლებას ეთმობა, რაც სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, შეძინონ რეალური, ხელშესახები გამოცდილება. მაგალითად, კურსის ფარგლებში სტუდენტები უშუალოდ არიან ჩართული კომპანიის IT-ქეისების გადაწყვეტაში - ეს ნიშნავს იმას, რომ მათ ყოველდღიურად უწევთ ტექნიკური ამოცანების შესრულება, პრობლემების ანალიზი და რეალურ პროცესებში მონაწილეობა.
პროგრამის ბენეფიციარებს კურსის დაწყებისას ორი ტიპის გარემო ხვდებათ − პირველი, ეს არის თანამედროვე სასწავლო სივრცე, სადაც ტრენინგები და პრაქტიკული სწავლება მიმდინარეობს, ხოლო მეორე - რეალური სამუშაო არეალი კომპანია Skyhi-ში.
"SKYHI-ს სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე, სტუდენტებს ყოველდღიურად რეალურ ქეისებს ვაწვდით. მათ აქვთ შესაძლებლობა თავად ჩაერთონ გადაწყვეტილების მიღების პროცესში, გაანალიზებაში და უშუალოდ შეასრულონ სხვადასხვა სახის ოპერაციები. შესაბამისად, Accelera Start-ის კურსი შესაძლებლობას აძლევს სტუდენტს მიიღოს ყველა საჭირო უნარი და პრაქტიკული გამოცდილება, რათა ნებისმიერ მცირე და საშუალო ზომის ორგანიზაციაში შეძლოს IT-მხარდაჭერის განხორციელება.
ამასთან, თითოეული მენტორი, ინსტრუქტორი თუ ტრენერი დარგის პრაქტიკოსი პროფესიონალია, წარმატებული თავის პროფესიაში. მათ სპეციალურად გაიარეს Workplace Instructor-ის სერტიფიცირება, რათა ეფექტიანად შეძლონ თავიანთი ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება "აქსელერას" სტუდენტებისთვის", − აღნიშნავს გურამ ნაცვალაძე.
პროგრამა მოიცავს ისეთ აქტუალურ თემებს, როგორიცაა: თანამედროვე კომპიუტერული მოწყობილობების აპარატურული უზრუნველყოფა, დესკტოპ სისტემების (Windows და macOS) მხარდაჭერა, მულტიფუნქციური პრინტერებისა და სკანერების გამართვა, საოფისე და ქლაუდ აპლიკაციების ტექნიკური მხარდაჭერა, იმეილსერვისების მართვა, ქსელური ინფრასტრუქტურის გამართვის საბაზისო უნარები და სხვა. Accelera-ს სასწავლო პროგრამა 300-მდე ორგანიზაციის მიერ დაფიქსირებული ასობით ათასი მოთხოვნის ანალიზის შედეგად შემუშავდა. შესაბამისად, Accelera-ში ზედმიწევნით ზუსტად იციან, რა სჭირდებათ მომხმარებლებს, რა საჭიროებები, გამოწვევები აქვთ დამსაქმებლებს და რა ტიპის ცოდნა და გამოცდილება უნდა მიიღონ სტუდენტებმა.
"დღეს ტექნოლოგიური კარიერის დასაწყებად უნივერსიტეტი აღარ არის ერთადერთი გზა - საჭიროა მიზანმიმართული, პრაქტიკაზე ორიენტირებული გამოცდილება. სწორედ ეს არის Accelera-ს მთავარი ფასეულობა: ვქმნით რეალურ დასაქმებაზე ორიენტირებულ პროგრამებს მათთვის, ვინც მზად არის პროფესიულად გაიზარდოს, – Entrepreneur-თან საუბარში აღნიშნავს გურამ ნაცვლაძე, Accelera-ს თანადამფუძნებელი და ჰედმასტერი, - მნიშვნელოვანია, რომ Accelera არ არის მხოლოდ ახალგაზრდებისთვის განკუთვნილი - ის ემსახურება როგორც დამწყებ, ისე გამოცდილ პროფესიონალებს, ასევე ბიზნესებს, რომლებსაც სურთ თავიანთი პერსონალის გადამზადება. კომპანიებისთვის ასევე, ხელმისაწვდომია კორპორაციული ტრენინგები, თანამშრომლების ციფრული უნარების განვითარება და IT-სპეციალისტების მოზიდვა/შერჩევის მხარდაჭერა".
გარდა კანდიდატებისთვის შექმნილი სერვისებისა, Accelera დამსაქმებლებს სპეციალიზებულ სერვისებს სთავაზობს. "დამსაქმებელთა 70% ტექნოლოგიური უნარების ნაკლებობას განიცდის, რაც სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს კომპანიებისთვის, რომლებსაც კვალიფიციური კადრების მოძიება და შენარჩუნება უჭირთ. Accelera-ს ქსელი სწორედ ამ პრობლემის გადასაჭრელადაა შექმნილი. ის უზრუნველყოფს ბიზნესებსა და გამოცდილ IT სპეციალისტებს შორის პირდაპირ და ეფექტურ კავშირს, რაც დამსაქმებლებს საშუალებას აძლევს, არა მხოლოდ მოიძიონ შესაბამისი კანდიდატები, არამედ მიიღონ უკვე გადამზადებული და პრაქტიკული გამოცდილებით აღჭურვილი პროფესიონალები. ეს გამარტივებული პროცესი ამცირებს დაქირავებისთვის საჭირო დროსა და რესურსებს, რადგან Accelera-ს კურსდამთავრებულები ზუსტად იმ უნარებითა და ცოდნით არიან აღჭურვილი, რასაც ბაზარი დღეს მოითხოვს", - განმარტავს გურამ ნაცვალაძე.
გარდა ამისა, კომპანიებს შეუძლიათ თავიანთი თანამშრომლების განვითარება და ციფრული უნარების ამაღლება Accelera-ს ინტენსიური პროგრამებით, მათ შორის ციფრული უნარების კურსებით თანამშრომლებისთვის, სადაც შესაძლებელია სწავლა და მუშაობა პარალელურად, რაც მცირე დროში ცოდნის, პრაქტიკული გამოცდილებისა და შესაბამისი ანაზღაურების მიღების საშუალებას იძლევა. ასევე, ხელმისაწვდომია კორპორაციული ტრენინგები, რომლებიც სპეციალურად შემუშავებულია კომპანიების საჭიროებების მიხედვით. აღსანიშნავია, რომ "აქსელერას" სერტიფიკატები სახელმწიფოს მიერ აკრედიტებული და აღიარებულია.
რაც შეეხება სამომავლო განვითარების პერსპექტივას, Accelera გეგმავს გახდეს ერთგვარი ჰაბი, რომელიც გააერთიანებს ადამიანურ კაპიტალსა და ბიზნესის საჭიროებებს, გააძლიერებს საქართველოს ტექნოლოგიური სექტორის პოტენციალს და წაახალისებს პროფესიულ განვითარებას არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ საერთაშორისო არენაზეც.
Accelera-ს გარდა Logica Group მოიცავს განსხვავებული კომპეტენციის ისეთ ბიზნეს ერთეულებს, როგორიც არის: Skyhi-ციფრული ტრანსფორმაციისა და IT სერვისების სრულყოფილი მართვა ბიზნესისთვის, UNIT - ყველა ძირითადი ციფრული პროდუქტი და IT სერვისი ერთ სივრცეში, Xperience - კვლევები და განვითარება, ITAG - ინფორმაციული ტექნოლოგიების ასოციაცია.
Logica Group არ არის უბრალოდ ბიზნესების ერთობა - ის არის ციფრული სამყაროსადმი სისტემური ხედვა, რომელიც ტექნოლოგიას ადამიანის საჭიროებებზე მორგებული განვითარების ინსტრუმენტად აქცევს. ჯგუფის ძალა მის მრავალფეროვნებაშია - არა როგორც კომპანიის ერთობლიობაში, არამედ როგორც იდეის გარშემო გაერთიანებულ მძლავრ სტრუქტურაში, რომელიც მომხმარებლის საჭიროებებს მთლიანობაში, სისტემურად უყურებს. სწორედ ამიტომ, ჯგუფის ყველა ბიზნესერთეული გარკვეული მიმართულების ექსპერტიზას ფლობს და საერთო ღირებულებებსა და ხედვაზე დაყრდნობით ქმნის სინერგიას, რომელიც ადამიანზე ორიენტირებული ტექნოლოგიური ეკოსისტემის მთავარ მამოძრავებელ ძალად გვევლინება.
ამ ქსელის მთავარი ძალა მისი ყოვლისმომცველობაში მდგომარეობს - ბიზნესის უნიკალური მოთხოვნები, იქნება ეს სტაბილური IT ინფრასტრუქტურა, თანამედროვე კიბერუსაფრთხოების გადაწყვეტილებები, სწრაფად მორგებადი ციფრული პროდუქტები, ბაზრის მოთხოვნებზე მორგებული საგანმანათლებლო პროგრამები თუ ღრმა მონაცემთა ანალიტიკა, ერთიან პლატფორმაზე არის ხელმისაწვდომი. ეს წარმოადგენს სისტემურად ორგანიზებულ გარემოს, სადაც ტექნოლოგიური იდეა მკაფიოდ დაგეგმილი პროცესის მიხედვით სრულდება, იდეიდან საბოლოო რეალიზაციამდე. ჯგუფის კომპანიები სინერგიულად იყენებენ ერთმანეთის ექსპერტიზას, რათა ნებისმიერ გამოწვევას მოუძებნონ კონკრეტული, ეფექტური და მაღალი ხარისხის გადაწყვეტა.