Get All Access for $5/mo

აღმოაჩინე სრულყოფილი ბოთლი ყოველ ჯერზე Unbox.Wine: ღვინის მიწოდების ინოვაციური გამოწერის სერვისი

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ღვინის გლობალურ ბაზარზე მნიშვნელოვნად გაიზარდა ე.წ. Subscription ტიპის სერვისები, რომლებიც მომხმარებლებისთვის პერსონალიზებული ღვინის მიწოდებაზეა ორიენტირებული. ერთ-ერთი ასეთი კომპანია, რომელიც ახლახან გამოჩნდა ქართულ ბაზარზე, Unbox.wine-ია. პირველი ქართული სრულად ორიენტირებული ღვინის სააბონენტო პლატფორმა, რომელიც იყენებს სპეციალურად შედგენილ ქვიზს, რათა მომხმარებელს შეურჩიოს მისთვის სასურველი ღვინის სახეობა.

Winestory-ის მიერ წამოწყებული იდეა, რომელიც საბოლოო ჯამში unbox.wine-ის სახელით გაეცნო საზოგადოებას, მთავარ მიზნად ისახავს, რომ ღვინის აღმოჩენა ყველასთვის მარტივი და ხელმისაწვდომი გახდეს. ხარისხზე, მოხერხებულობასა და პერსონალიზაციაზე ფოკუსირებით, კომპანია გთავაზობთ გამოწერის მრავალფეროვან ვარიანტებს სხვადასხვა გემოვნებისა და ბიუჯეტისთვის.

მარტივი, მაგრამ ეფექტიანი ქვიზის გამოყენებით, unbox.wine აგროვებს ინფორმაციას მომხმარებლის ღვინის პრეფერენციებისა და გემოვნების პროფილის შესახებ. ამ მონაცემებზე დაყრდნობით, კომპანიის ღვინის ექსპერტთა გუნდი ხელით არჩევს ღვინის ბოთლებს, რომლებიც მორგებულია ინდივიდუალური მომხმარებლის გემოზე. ღვინის შერჩევის ეს პერსონალიზებული მიდგომა უზრუნველყოფს, რომ მომხმარებლებმა მიიღონ ღვინის ის სახეობები, რომლებიც აკმაყოფილებს მათ გემოვნებას.

Unbox.wine-ის ხარისხისადმი ერთგულება აშკარაა მისი მომსახურების ყველა ასპექტში − დაწყებული ღვინის საგულდაგულო შერჩევით, დასრულებული მიტანის მოსახერხებელი სერვისით. კომპანია თანამშრომლობს ღვინის საუკეთესო ადგილობრივ მწარმოებლებთან, რათა საკუთარი მომხმარებლებისათვის უზრუნველყოს მათ გემოვნებაზე მორგებული სპეციალური ღვინის სახეობა.

Unbox.wine-ზე საუბრისას ასევე არ უნდა გამოგვრჩეს ისიც, რომ "შარქ თენქ საქართველოს" მეექვსე სატელევიზიო გადაცემის გამარჯვებულთა რიგებში Unbox.wine-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი ვერიკო გურული აღმოჩნდა, რომელმაც მეღვინეთა ციფრული პლატფორმა Winestory.ge-ის განვითარებისთვის, მენი ბენიშისგან მორიგი ახალი ინვესტიცია მიიღო.

Entrepreneur-თან საუბრისას ვერიკო გურულმა Unbox.wine-ის დაარსების მთავარ მოტივზე, მენი ბენიშის განხორციელებულ ინვესტიციის როლსა და კომპანიის ზოგად მიზნებზე ისაუბრა.

"Winestory.ge-ის მეშვეობით ჩამოყალიბდა Unbox.wine იდეა, რომელიც თავდაპირველად რამდენიმე თვის განმავლობაში იხვეწებოდა. ჩვენი მიზანი ყოველთვის იყო ქართული ღვინო სწორად წარმოგვეჩინა ადგილობრივ ბაზარზე. მიუხედავად იმისა, რომ ღვინის სამშობლო ვართ, ხარისხიანი, მსოფლიო დონის შედევრების პოვნა არც ისე მარტივია".

"Unbox.wine-ის ფარგლებში, გავაერთიანეთ საქართველოში საუკეთესო ღვინის ექსპერტები. მათ შორის: პროფესორი, დოქტორი და ღვინის მკვლევარი მარიამ ხომასურიძე; საქართველოს 2021 წლის ჩემპიონი სომელიე ჯაბა ძიმისტარიშვილი; "ღვინის მუზეუმის" ლექტორები − დიმიტრი ლელაძე და ირაკლი კვანტრიშვილი. ეს ყველაფერი კი იმისათვის, რათა თითოეულ ჩვენს მომხმარებელს მივაწოდოთ სასურველი ღვინო, რომელიც მათ გემოვნებას დააკმაყოფილებს. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ გვაქვს სპეციალური კითხვარი, ანუ "ქვიზი", რომლის შევსების შემდეგ, შევძლებთ მომხმარებლის გემოვნება შევისწავლოთ და მივაწოდოთ ის ღვინო, რომელიც მის გემოვნებას თითქმის სრულად დააკმაყოფილებს".

ვერიკო გურულის თქმით, unbox.wine-ის დაფუძნებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წვლილი სწორედ მენი ბენიშს მიუძღვის: "შარქ თენქის" დახმარებით, ახალი პარტნიორი ვიპოვეთ მენი ბენიშის სახით. ხაზი უნდა გაესვას იმასაც, რომ მენი Unbox.wine-ის შექმნის ყველა ეტაპზე იყო ჩართული და მისგან ბევრი სასარგებლო რეკომენდაცია მივიღეთ. მიხარია, რომ თავიდანვე სჯეროდა ჩემი და რა თქმა უნდა შევეცდები, ეს იმედი არ გავუცრუო".

სამომავლო გეგმებზე საუბრისას ვერიკო გურულმა ასევე აღნიშნა, რომ Unbox.wine მნიშვნელოვნად დაეხმარება როგორც ღვინის მოყვარულ ინდივიდებს სასურველი ღვინის მაქსიმალურად მოკლე დროში მისაღებად, ისე ადგილობრივ მეღვინეებს ახალი მომხმარებლების შესაძენად. "WinExpo Georgia-ზე, Unbox.wine საპატიო ადგილს დაიკავებს. მომხმარებლები და მეღვინეები უფრო კარგად შეძლებენ გაიცნონ პროდუქტი და დააგემოვნონ ჩვენი პარტნიორი მეღვინეების ნამუშევრები. წინ დიდი გეგმები გვაქვს".

"შევეცდებით, ყოველი მიწოდებული ყუთი იყოს განსაკუთრებული მომხმარებლისთვის, რათა მათ ჰქონდეთ მომავალი ახალი "ბოქსის" დიდი მოლოდინი − ეს მთავარი მიზანია იმისათვის, რათა აღნიშნულმა პროექტმა ფეხი მოიკიდოს ადგილობრივ ბაზარზე. ჩვენ მიგვაჩნია, რომ არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ღვინო არ უყვარს, არსებობს ის, ვისაც არ გაუსინჯავს ეგზემპლარი, რომელიც მოეწონება. მომხმარებელს ექნება საშუალება გამოიწეროს ჩვენი ჯადოსნური ყუთი ყოველი "უიკენდისთვის" ან ყოველთვიურად და დატკბეს ახალი არომატებით. მომხმარებელს ასევე ვპირდებით, რომ "ბოქსში", ღვინის გარდა, ყოველთვის აღმოაჩენს პატარ-პატარა სიურპრიზებსაც.

ერთის მხრივ, მომხმარებელს უნიკალურ "საბსქრიბშენ" მოდელს ვთავაზობთ, მეორეს მხრივ კი ვაგრძელებთ მეღვინეების მარკეტინგული მიმართულებით მხარდაჭერას, ვიდეორგოლების სხვადასხვა ჟანრში წარმოებას. ეს ჩვენი პრიორიტეტია, წინ ბევრი საინტერესო კონტენტია მათზე და მათ პროდუქტზე, რომელსაც მომხმარებელი უკვე დღეიდან გაეცნობა." - აღნიშნა ვერიკომ.

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი