Get All Access for $5/mo

''ანტიგაყიდვები'' გაყიდვების თემატიკაზე შექმნილი პირველი ქართული სახელმძღვანელო

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur Georgia

თანამედროვე ქართულ ბიზნესლიტერატურას დავით ჩიკვაიძის, "საერთაშორისო გაყიდვების ინსტიტუტის" დამფუძნებლისა და ტრენერის წიგნი − "ანტიგაყიდვები" შეემატა, რომელიც გაყიდვების თემატიკაზე შექმნილი პირველი ქართული სახელმძღვანელოა. წიგნი თავად ტრენერის პრაქტიკულ გამოცდილებასა და რჩევებზეა დაფუძნებული, მკითხველს კი ეხმარება იპოვოს საკუთარი პასუხი 21-ე საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ კითხვაზე, თუ რა არის წარმატებული გაყიდვების საიდუმლო.

"წიგნის დაწერამდე ბლოგების წერით აქტიურად ვიყავი დაკავებული. შემდეგ კი დაიბადა წიგნის იდეაც. ნებისმიერი თემის დანახვა სხვადასხვა კუთხიდანაა შესაძლებელი. ზოგადად, სიტყვა გამყიდველი უკვე ნეგატიურთან ასოცირდება. ამ წიგნით მინდოდა მეჩვენებინა, რომ გაყიდვების სტილი არ არის ერთი და არ ნიშნავს, რომ აუცილებლად "უოლ სტრიტის მგელი" უნდა იყო. გულწრფელობითა და ადამიანის დახმარების სურვილითაც შეიძლება გაყიდო ის, რისიც გჯერა. სათაურიც ლოგიკურად შეირჩა − "ანტიგაყიდვები", ანუ როგორ გავყიდოთ დაძალებისა და მოტყუების გარეშე. რადგან გაყიდვები აქამდე დაძალებასა და ტყუილთან ასოცირდებოდა, სათაურიც შესაბამისად შევარჩიეთ. ესაა წიგნი იმის შესახებ, თუ როგორ არ უნდა გაყიდო", − ამბობს დავით ჩიკვაიძე Entrpreneur- თან საუბრისას.

წიგნმა გამოსვლისთანავე დიდი ინტერესი გამოიწვია. თითქმის ერთ თვეში მისი 500-მდე ეგზემპლარი გაიყიდა. ავტორმა მკითხველებისგან უკუკავშირი შეფასებებისა და რეკომენდაციების სახით უკვე მიიღო. სწორედ მათზე დაყრდნობით შეუძლია თქვას, რომ "ანტიგაყიდვები" არის კონკრეტული და ქართულ რეალობაზე მორგებული წიგნი, რომელიც მარტივად იკითხება. ხშირ შემთხვევებში კი, მასში ამოკითხული რჩევების გამოყენება რეალური გაყიდვებისა და მოლაპარაკებების პროცესშია შესაძლებელი.

"ჩემთვის გაყიდვების სფეროს არ აქვს დასაწყისი და დასასრული. მუდმივად რაღაც იცვლება და ვითარდება. სწორედ ამიტომაა ეს სფერო ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესო", − დავით ჩიკვაიძე.

დავით ჩიკვაიძემ კარიერა 15 წლის წინ დაიწყო და პირველი ნაბიჯები სწორედ გაყიდვების მიმართულებით გადადგა. გაყიდვების თემატიკაზე ტრენინგებს უკვე 12 წელია აქტიურად უძღვება. ამ დროის განმავლობაში სხვადასხვა მსხვილ კომპანიასთან თანამშრომლობით 800-ზე მეტი ტრენინგ-სესია აქვს ჩატარებული.

2016 წელს დავით ჩიკვაიძემ "საერთაშორისო გაყიდვების ინსტიტუტი" დააფუძნა, რომელიც გაყიდვების მიმართულებით ტრენინგ და საკონსულტაციო მომსახურებას, სასწავლო კურსებს სთავაზობს მსურველებს. მრავალწლიანი დაგროვილი პრაქტიკული გამოცდილებისა და ცოდნის საფუძველზე შექმნილი წიგნის, სახელწოდებით "ანტიგაყიდვები" შეძენა კი მსურველებს წიგნის მაღაზიათა ქსელ "ბიბლუსში", მთელი საქართველოს მასშტაბით შეუძლიათ.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

როგორ დავიწყო ბიზნესი

ბიზნესის დაწყების 12-ეტაპიანი გზამკვლევი

ყველაფერი ბიზნესის დაწყების შესახებ

ლიდერობა

15 თვისება, რომელიც გავლენიან ადამიანებს სხვებისგან გამოარჩევს

გავლენიანი ლიდერები ყველაფერს უკეთესობისკენ ცვლიან