არქიტექი - არქიტექტურული მომსახურების სრული ციკლი, უმაღლესი სტანდარტების დაცვით
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
"არქიტექი" საქართველოს არქიტექტურული სერვისების სფეროში 2018 წლიდან წარმატებით საქმიანობს.
"ჩვენი კომპანიის დაარსების მთავარი მიზანი იყო, შეგვექმნა ისეთი არქიტექტურული პლატფორმა, რომელიც მომხმარებელთა მოთხოვნებს სრულად დააკმაყოფილებდა და უნიკალურ, ფუნქციურ და ესთეტიკურ სივრცეებს შექმნიდა.
ჩვენი საქმიანობის არეალი მრავალფეროვანია - დაწყებული საცხოვრებელი სახლებიდან - კომერციულ ობიექტებამდე, მრავალბინიანი კომპლექსებიდან -ინდუსტრიულ შენობებამდე.
უკვე 6 წელზე მეტია, რაც ვქმნით გამორჩეულ არქიტექტურულ პროექტებს, რომლებიც თანამედროვე ტექნოლოგიებს, ინოვაციურ მიდგომებსა და მომხმარებელზე მორგებულ გადაწყვეტილებებს აერთიანებს", - ანა მალანია, "არქიტექის" აღმასრულებელი დირექტორი.
სერვისები
"არქიტექის" არქიტექტურული მომსახურება ქმნის სრულ ციკლს, რომელიც გაცილებით მეტია, ვიდრე მხოლოდ პროექტის დიზაინი. კომპანია გთავაზობთ კომპლექსურ მიდგომას, რაც იწყება პირველადი კონსულტაციით, გრძელდება კონცეპტუალური დიზაინის შემუშავებით, სრული არქიტექტურული პროექტირებით, 3D ვიზუალიზაციით, ინტერიერის დიზაინით, პროექტის მენეჯმენტითა და მშენებლობის ზედამხედველობით.
"ჩვენი მომსახურება გამოირჩევა ინდივიდუალური მიდგომით - ჩვენ ვქმნით არა სტანდარტიზებულ გადაწყვეტილებებს, არამედ თითოეული პროექტი სრულად მორგებულია მომხმარებლის მოთხოვნებსა და სურვილებზე. ამავდროულად, ვიყენებთ უახლეს ტექნოლოგიებს, რაც საშუალებას გვაძლევს, ინოვაციური, ეფექტური და ეკოლოგიურად სუფთა სივრცეები შევქმნათ".
არქიტექტურული მომსახურების ეტაპები
"არქიტექში" მომხმარებლის გამოცდილება იწყება პირველი საკონსულტაციო შეხვედრიდან, სადაც კომპანია მომხმარებლის ხედვასა და მოთხოვნებს დეტალურად ისმენს.
შემდეგი ეტაპია კონცეფციის შემუშავება, როცა "არქიტექი" პირველად იდეებსა და ესკიზებს ქმნის. ამ ეტაპზე რამდენიმე ვარიანტის გენერირება მიმდინარეობს, რაც მომხმარებელთან ერთად განიხილება.
დეტალური დაგეგმარების ფაზაში პროექტის სრული დოკუმენტაცია იქმნება, რაც არქიტექტურულ გეგმებს, 3D მოდელირებასა და ტექნიკური დეტალების დამუშავებას მოიცავს.
პროექტის რეალიზაციის ეტაპზე "არქიტექის" გუნდი მშენებლობის პროცესში სრულ ზედამხედველობას ახორციელებს, რაც ხარისხის კონტროლს, ვადების დაცვასა და პოტენციური პრობლემების პრევენციას აერთიანებს. საბოლოო ეტაპზე პროექტი ჰბარდება, რაც დეტალურ პრეზენტაციასა და დამკვეთთან სრულ კონსულტირებას მოიცავს.
განხორციელებული პროექტები
"ჩვენი 300-ზე მეტი პროექტის დიაპაზონი ძალზე მრავალფეროვანია. დაწყებული პატარა საცხოვრებელი სახლებიდან, რომლებიც სრულად მორგებულია კონკრეტული ოჯახის საჭიროებებზე, დამთავრებული მასშტაბური კომერციული კომპლექსებით.
შევქმენით საოფისე სივრცეები, რომლებიც კომპანიების წარმატებულ მუშაობას ხელს უწყობს; სავაჭრო ცენტრები, რომლებიც მომხმარებლებს იზიდავს; სასტუმროები, რომლებიც სტუმართა უნიკალურ გამოცდილებას ქმნის.
ასევე, გვაქვს გამოცდილება საზოგადოებრივი შენობების პროექტირებაში - საგანმანათლებლო დაწესებულებები, კულტურის ცენტრები, სპორტული კომპლექსები. ჩვენი ინდუსტრიული პროექტები თანამედროვე საწარმოო შენობებსა და ლოჯისტიკურ ცენტრებს მოიცავს".
გუნდი
"არქიტექის" გუნდი სხვადასხვა სპეციალიზაციის მქონე პროფესიონალთა ერთობლიობას წარმოადგენს. გვყავს გამოცდილი არქიტექტორები, დიზაინერები, პროექტის მენეჯერები, რომლებსაც თანამედროვე ხედვა და უღრმესი პროფესიული ცოდნა აერთიანებთ.
"ჩვენი გუნდის წევრები პროფესიულად მუდმივად ვითარდებიან, საერთაშორისო კონფერენციებს ესწრებიან, უახლეს ტრენდებსა და ტექნოლოგიებს ეცნობიან. ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პროფესიონალიზმი, არამედ გუნდური სულისკვეთებაც - ერთიანი მიზნებისა და ღირებულებების გარშემო ვმუშაობთ".
მასალები და სტანდარტები
"არქიტექი" იყენებს მხოლოდ მაღალი ხარისხის სერტიფიცირებულ მასალებს, რომლებიც საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებს. განსაკუთრებული ყურადღება ეკოლოგიურად სუფთა და მდგრად გადაწყვეტილებებს ეთმობა.
პროექტები ენერგოეფექტურობის მაღალ სტანდარტებს, უსაფრთხოების ნორმებსა და ხარისხის კონტროლის მკაცრ მოთხოვნებს აკმაყოფილებს. "არქიტექტი" აქტიურად იყენებს ისეთ ინოვაციურ მასალებს, რომლებიც გარემოზე ზემოქმედებას ამცირებს და შენობების მდგრადობას ზრდის.
მომავლის გეგმები
"ჩვენი სამომავლო გეგმები მიმართულია არა მხოლოდ გეოგრაფიული გაფართოების, არამედ ტექნოლოგიური პროგრესისა და მდგრადი განვითარებისაკენ. პროექტირების პროცესში უფრო მეტი ციფრული ტექნოლოგიების დანერგვას ვგეგმავთ, მათ შორის ვირტუალური და შერეული რეალობის გამოყენებას.
გვინდა გავხდეთ ლიდერები მწვანე არქიტექტურის სფეროში - ვგეგმავთ ახალი თაობის ეკომეგობრული გადაწყვეტილებების შემუშავებას, რაც ნახშირორჟანგის ემისიას მაქსიმალურად შეამცირებს.
ჩვენი მთავარი მიზანია, მოვიზიდოთ და გავზარდოთ ახალი თაობის არქიტექტორები, რომლებიც ჩვენი კომპანიის მისიის გაგრძელებასა და განვითარებას შეძლებენ".