აშშ-ის გრინ ქარდის (მწვანე ბარათის) მიღების შესაძლებლობები სხვადასხვა სფეროში წარმატებით მომუშავე ადამიანებისა და ინვესტორებისთვის
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
Kamkhadze PA − ასე ჰქვია ფლორიდაში პირველ ქართულ-ამერიკულ საიმიგრაციო სამართლის იურიდიულ ფირმას, რომელიც აშშ-ის სამუშაო ვიზისა და მუდმივი ბინადრობის უფლების მოპოვებისთვის სრულ იურიდიულ მომსახურებას გთავაზობთ, რაც მოიცავს იურიდიულ კონსულტაციას, სამართლებრივი სტრატეგიის ინდივიდუალურად განსაზღვრას, საქმის მომზადებასა და შესაბამის საიმიგრაციო სამსახურებთან საქმის წარმოებას.
კომპანიის დამფუძნებელი − ანა ქამხაძე, აშშ-ში ლიცენზირებული საიმიგრაციო სამართლის ადვოკატია. ანამ განათლება სამართალმცოდნეობასა და ბიზნესადმინისტრირებაში საქართველოსა და ამერიკაში მიიღო. სწავლის პარალელურად, იგი ერთ-ერთ ამერიკულ იურიდიულ ფირმას ხელმძღვანელობდა. დიდი გამოცდილების დაგროვებისა და უამრავი წარმატებულად წარმართული ქეისის შემდეგ, ანამ საკუთარი იურიდიული ფირმა ფლორიდაში დააარსა. ამასთან, იგი არის ამერიკის საიმიგრაციო სამართლის იურისტთა ასოციაციისა და ნიუ-იორკის შტატის ადვოკატთა ასოციაციის აქტიური წევრი.
ქართულ-ამერიკული იურიდიული ფირმის შესახებ აშშ-ში არსებული ყველაზე დიდი ბიზნესგამოცემები წერენ, მათ შორის Yahoo Finance და Benzinga. Kamkhadze PA იურიდიული კომპანიის სერვისები ხელმისაწვდომია მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში მყოფი პირებისთვის და ექსკლუზიურად ორიენტირებულია მათთვის, ვინც აშშ-ში დროებით ან მუდმივი ემიგრაციით არის დაინტერესებული და აქვს გამორჩეული ნიჭი და მიღწევები სხვადასხვა სფეროში, ან გეგმავს ამერიკაში ბიზნესინვესტიციის განხორციელებას.
აშშ-ის ვიზები ორ ძირითად კატეგორიად იყოფა: არასაიმიგრაციო და საიმიგრაციო ვიზები. არასაიმიგრაციო ვიზა დროში შეზღუდულია, ხოლო საიმიგრაციო ვიზა აშშ-ში მუდმივი ბინადრობის უფლებას გულისხმობს. არსებობს 20-ზე მეტი არასაიმიგრაციო და საიმიგრაციო ტიპის ვიზა და თითოეული მათგანის მიღებისთვის კანონმდებლობით სხვადასხვა მოთხოვნაა დადგენილი. აშშ-ის საიმიგრაციო სამართლის კომპლექსურობიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ თითოეული საქმე პროფესიონალი ადვოკატის მიერ ინდივიდუალურად შეფასდეს და სწორად განისაზღვროს სამართლებრივი სტრატეგია.
ანა ქამხაძე Entrepreneur-ის მკითხველისთვის იმ სამი საიმიგრაციო ტიპის ვიზას განმარტავს, რომელიც არ მოითხოვს აშშ-ში დამსაქმებლის ან სპონსორის არსებობას და მათი მიღება დამოკიდებულია აპლიკანტის პროფესიულ კვალიფიკაციებზე ან აპლიკანტის მიერ განხორციელებულ ინვესტიციაზე:
- Eb11 (Eb1A) Immigrants of Extraordinary Ability განკუთვნილია იმ ადამიანებისათვის, რომელთაც აქვთ გამორჩეული ნიჭი და მიღწევები სხვადასხვა სფეროში, მათ შორის ბიზნესში, სპორტში, ტექნოლოგიებში, ხელოვნებასა და მეცნიერებაში. ტერმინი "გამორჩეული უნარები" აშშ-ის კანონმდებლობით განისაზღვრება და მოიცავს სხვადასხვა კრიტერიუმს; მათ შორის ყურადღება ეთმობა აპლიკანტის პოზიციას სხვადასხვა წარმატებულ ორგანიზაციაში, საქმიანობის სფეროში მიღებულ ჯილდოებს, მედიაში ცნობადობას, კომერციულ წარმატებას, გამორჩეულ ორგანიზაციებსა თუ ეროვნულ ფედერაციებში აპლიკანტის წევრობას და სხვადასხვა კონკურსში ჟიურის სახით მონაწილეობას.
- Eb2 National Interest Waiver განკუთვნილია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც წარმატებით საქმიანობენ ამერიკის ეროვნული ინტერესის სფეროებში. აპლიკანტი უნდა ფლობდეს კონკრეტულ გეგმას, თუ როგორ გააგრძელებს საკუთარი სფეროს განვითარებას ამერიკაში და ამ გეგმის მისაღწევად უნდა ჰქონდეს გარკვეული ნაბიჯები გადადგმული. აღსანიშნავია აშშ-ის სახელმწიფოს მიერ ახლახან მიღებული რეგულაცია, რომელიც ამერიკის ეროვნული ინტერესის სფეროდ პირდაპირ აღიარებს მეცნიერებას, ტექნოლოგიებს, ინჟინერიასა და მათემატიკას.
- EB5 Immigrant Investor განკუთვნილია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც $1 050 000-ის ინვესტიციას აბანდებენ აშშ-ის ბიზნესში და ქმნიან მინიმუმ 10 სამუშაო ადგილს.
აღნიშნული საიმიგრაციო ვიზების მისაღებად, ადვოკატის მიერ მომზადებული პეტიცია განსახილველად წარედგინება ამერიკის მოქალაქეობისა და მიგრაციის სამსახურს. დადებითი პასუხის მიღების შემდეგ, აპლიკანტს შეუძლია განაცხადით მიმართოს აშშ-ის საკონსულოს საიმიგრაციო ვიზის მისაღებად. თუ აპლიკანტი აშშ-ში ლეგალურად იმყოფება, მას საკონსულო პროცესის გავლის ნაცვლად შეუძლია ამერიკაშივე მოითხოვოს გრინ ქარდის მიღება.
ვრცლად აშშ-ის სხვადასხვა ტიპის არასაიმიგრაციო და საიმიგრაციო ვიზების შესახებ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ როგორც Kamkhadze PA-ის ვებგვერდზე (www.esq.mba), ასევე ამერიკის მოქალაქეობისა და მიგრაციის სამსახურის ოფიციალურ გვერდზე (www.uscis.gov).