Get All Access for $5/mo

ASTRAZENECA - ინოვაციური მეცნიერება და კორპორაციული კულტურა: ეფექტური მედიკამენტების შექმნისთვის, პაციენტების ცხოვრების ხარისხის შენარჩუნებით

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur Georgia

AstraZeneca გლობალურ, უმსხვილეს ფარმაცევტულ კომპანიას წარმოადგენს, რომელიც მედიკამენტებს მაღალ სარწმუნო, სამეცნიერო კვლევების საფუძველზე ქმნის და მათ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ხდის ხელმისაწვდომს.

საქართველოში კომპანიის წარმომადგენლობა 2009 წელს დაფუძნდა და ამჟამად ადგილობრივ ბაზარზე 18 სხვადასხვა დასახელების პრეპარატს გვთავაზობს. ის მაღალი ეთიკური სტანდარტის დაცვით სპეციალისტების სისტემატიურ ინფორმირებას უახლესი სამეცნიერო მიღწევებისა და მიგნებების შესახებ მუდმივად უზრუნველყოფს. AstraZeneca სხვადასხვა დაავადების დიაგნოსტიკის მიმართულებით რამდენიმე სოციალური პროექტის ავტორიცაა, რომელიც საქართველოში ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებასა და მაღალეფექტური, ინოვაციური მეთოდებით მკურნალობას ისახავს მიზნად.

საერთაშორისო კომპანიაში მიაჩნიათ, რომ პაციენტების დასახმარებლად ყველაზე ეფექტიანი საშუალება სწორედ სამეცნიერო მიღწევებზე ფოკუსირება და მათზე დაყრდნობით თანამედროვე სამკურნალო საშუალებების შექმნაა. ამ უახლესი ცოდნის აკუმულირებით კი მედიცინაში ის ბარიერები ქრება, რომელიც სხვადასხვა დაავადებასთან საბრძოლველად აქამდე არსებობდა.

კომპანიის დიდი გუნდის ენერგია და რესურსები სამ მთავარ თერაპიულ მიმართულებაზე ფოკუსირდება და პაციენტებს სამკურნალო პროცესს მნიშვნელოვნად უმსუბუქებს: ონკოლოგია; გულ-სისხლძარღვთა და მეტაბოლური დაავადებები; სასუნთქი სისტემის, ანთებითი და აუტოიმუნური დაავადებები.

ამ ძირითად აქცენტებთან ერთად, ბოლო 1 წლის განმავლობაში AstraZeneca განსაკუთრებით Covid-19-თან ბრძოლის ფრონტზე გააქტიურდა და ოქსფორდის უნივერსიტეტთან ერთად, ვაქცინის შემუშავებისა და წარმოების პროცესში ჩაერთო, რომლის ეფექტურობაც კლინიკურმა კვლევებმა დაადასტურა და ავტორიზაცია აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ევროპისა და სხვა მაღალი სანდოობის მქონე სამედიცინო მარეგულირებლის მხრიდან უკვე გაიარა.

AstraZeneca პირველი მულტინაციონალური ფარმაცევტული კომპანიაა, რომელიც Covax- პლატფორმას 2020 წლის ივნისში შეუერთდა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნისთვის, ვაქცინაზე თანაბარი ხელმისაწვდომობის ზრდაზე დაიწყო ზრუნვა. მასში კომპანიის საქართველოს წარმომადგენლობაც აქტიურად ჩაერთო და ჯანდაცვის სამინისტროსა და NCDC-თან ერთად თანამშრომლობა, გლობალურ და ადგილობრივ დაინტერესებულ მხარეებს შორის კიდევ უფრო გააღრმავა.

თუ რა ღირებულებებით აგრძელებს AstraZeneca ამ გამოწვევებით სავსე დროში ოპერირებასა და ადამიანების კეთილდღეობაზე ზრუნვას, ამის შესახებ საქართველოში კომპანიის წარმომადგენელი, მაია მაისურაძე გვიყვება:

"როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი კომპანია ქმნის და ნერგავს ინოვაციურ სამკურნალო საშუალებებს. სულ უფრო მეტად იხვეწება სხვადასხვა დაავადების მკურნალობის მეთოდები, მეტად პერსონალიზებული ხდება მედიცინა და ამ მიმართულებით კომპანიის როლი ძალზე მნიშვნელოვანია. ამასთანავე, აქტიურად ვიღწვით დიაგნოსტიკის გაუმჯობესების მიმართულებითაც. ეს ყველაფერი ემსახურება დაავადების მართვას "ცხოვრების ხარისხის" შენარჩუნების თანხლებით. კომპანიისთვის მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს ზრუნვა საკუთარ დასაქმებულებზეც. ამ მიმართულებით მთავარია სწორი ბალანსის პოვნა სამუშაოსა და პირად ცხოვრებას შორის. ამიტომ, პროექტებს − როგორც გლობალურს, ისე ლოკალურს, ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტთან ერთად ხშირად ვახორციელებთ, იქნება ეს გარკვეული წამახალისებელი, სამოტივაციო ჯილდოები, სოციალური პაკეტები, თუ თანამშრომლის ოჯახის წევრებთან დაგეგმილი აქტივობები (შვილების მოწვევა მშობელთა სამუშაო სივრცეში), ბავშვების მიერ შესრულებული ნახატების გამოფენის მოწყობა; უბრალოდ, ბუნებაში დროის გატარება და მრავალი სხვა. ადამიანებზე ზრუნვის პარალელურად კი, გარემოზეც აქტიურად ვზრუნავთ. ამ კუთხით, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ავტოპარკის განახლება ეკოლოგიურად დამზოგველი, ჰიბრიდული მანქანებით. უკვე 90% ე.წ. "მწვანე" ავტომანქანებს ვფლობთ. აგრეთვე, ვზრუნავთ ნარჩენების სეპარირებაზე, განსაკუთრებით ელექტრონარჩენების მიმართულებით, და მონაწილეობას ვიღებთ გამწვანების პროექტებში".

ადამიანებზე ზრუნვის მისიით კი, კომპანიის მთავარ მიზნად და სურვილად AstraZeneca-ს მედიკამენტებზე მაქსიმალური ხელმისაწვდომობის მიღწევა რჩება საქართველოს მოქალაქეებისთვის. ამავდროულად, კომპანია ფარმაცევტულ ბაზარზე ისეთივე მაღალი ეთიკური სტანდარტის დანერგვაზე ზრუნავს, რომლითაც თავად ხელმძღვანელობს. ამისათვის, კომპანია საქართველოში ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციასთან და კოლეგებთან აქტიურად თანამშრომლობს.

სალომე ქუშაშვილი

ჟურნალისტი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია