Get All Access for $5/mo

"ატომ ქიდსი" - აღმოაჩინე სამყარო თამაშით! "პატარები ხშირად გვისვამდნენ კითხვებს სამყაროს შესახებ, უფროსები კი ნაკლებ ძალისხმევას ვხარჯავდით პასუხებზე"

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Atom Kids

"ატომ ქიდსი" ქართული ინოვაციური წარმოებაა, რომლის მიზანია ბავშვებმა ჯადოსნურ სამყაროში მოგზაურობა შეძლონ. ბრენდის შექმნის იდეა ოჯახში ბავშვებთან თამაშის დროს გაჩნდა. "პატარები ხშირად გვისვამდნენ კითხვებს სამყაროს შესახებ, უფროსები კი ნაკლებ ძალისხმევას ვხარჯავდით პასუხებზე, მით უმეტეს, როდესაც ეს ბაღის ან სასკოლო ასაკის ბავშვს და მისთვის გასაგებ ენაზე გადმოცემას ეხებოდა. მაგალითად, ერთ-ერთი ჩვენი პირველი ექსპერიმენტი იყო წყლისა და ზეთის მიმართება. ამ ექსპერიმენტის იდეა შინ დაიბადა. ერთმანეთში ავურიეთ ზეთი, წყალი, და ვაჩვენეთ ბავშვებს, რომ არ შეერია ეს ორი ნივთიერება ერთმანეთს, რასაც მოჰყვა შესაბამისი კითხვები. სწორედ აქედან დაიწყო თამაშით სწავლა, რაც ამ ასაკში ყველაზე მეტად აღიქმება და ადექვატურია მეხსიერებისა და ინტერესის გაღვივებისთვის. გაგვიჩნდა იდეა, შეგვექმნა რამდენიმე შემეცნებითი თამაში, რომელიც ბავშვებსა და მშობლებს მისცემდა საშუალებას სახლის პირობებში ჩაეტარებინათ ექსპერიმენტი და დაკვირვებოდნენ ამა თუ იმ მოვლენას", − აღნიშნავს "ატომ ქიდსის" დამფუძნებელი, ნინო ბარამიძე.

ფაქტორმა, რომ მსგავსი ქართული ბრენდი ბაზარზე არ არსებობდა, გუნდს უფრო მეტი მოტივაცია შესძინა, შეექმნა ისეთი საბავშვო წარმოება, რომელიც იქნებოდა ქართული და ამასთანავე კონკურენციას გაუწევდა მსგავს უცხოურ ბრენდებს. 2017 წელს დაფუძნებული კომპანია დაკოპლექტებულია ახალგაზრდა მეცნიერ-ფსიქოლოგებით, ბიოლოგებითა და სოციოლოგებით, რაც საშუალებას იძლევა ყველა სათამაშო ასაკობრივად ზუსტად შერჩეული, შემეცნებითი და ამასთანავე, გასართობი იყოს.

"ატომ ქიდსი", ექსპერიმენტული აქტივობის საშუალებით STEM (ინჟინერია, მათემატიკა, ბიოლოგია და სხვა ფუნდამენტური დარგები) თამაშის რეჟიმში ხელმისაწვდომია ბავშვებისთვის. სხვადასხვა ასაკის მოზარდებს საშუალება აქვთ არაერთი კონკრეტული დარგის ჭრილში აღიქვან, გამოიკვლიონ და შეიმეცნონ ესა თუ ის კონკრეტული მოვლენა. ამ პროცესში ასევე ჩართულია სხვადასხვა აქტივობა, როგორებიცაა: ძერწვა, ხატვა, გაფერადება და ა.შ.

ამჟამად, ბრენდს რამდენიმე ექსპერიმენტი აქვს: "დნმ-ის გამოყოფა", "მოლეკულები", "მხიარული ქაფი", "მფრინავი ბუშტი", "3D-პლანეტები", "ვულკანი" და სხვა. ყველა ექსპერიმენტს მოყვება დეტალური ინსტრუქცია და შედეგის შესაბამისი მეცნიერული ახსნა. აღსანიშნავია, რომ გარკვეულწილად შერჩეულია ბავშვთა ასაკის შესაფერისი პროდუქცია, რომელიც უსაფრთხოა, არ შეიცავს რკინასა და მძიმე მეტალებს.

როგორც Entrepreneur-თან საუბრისას ნინო ბარამიძემ აღნიშნა, ნებისმიერი იდეის პროდუქტად გადაქცევა და ბაზარზე თავის დამკვიდრება რთული და მუდმივი პროცესია, რომელიც ბევრი შრომის, კვლევის, სატესტო რეჟიმისა და დისკუსიის შედეგია: "ჩვენ თითოეულ პროდუქტს სიფრთხილით ვეკიდებით, ორიენტირებულები ვართ ახალი მეთოდებისა და თამაშების აღმოჩენაზე, გვაქვს მზადყოფნა, გავითვალისწინოთ მომხმარებლის აზრი. ყოველი ახალი პროდუქტი ახალი გამოწვევაა, რაც ძალიან საინტერესოა. მით უმეტეს, როცა ეს ბავშვებს ეხებათ".

"ატომ ქიდსი" დღითი დღე იზრდება. ბრენდს ჰყავს მომხმარებელი, რომელიც აქტიურად არის ჩართული ექსპერიმენტების განვითარებაში. ამჟამად "ატომ ქიდსს" ახალი ექსპერიმენტები დაემატა, რამაც უფრო მრავალფეროვანი გახადა კომპანიის საქმიანობა. დღესდღეობით გუნდი მოლაპარაკებებს აწარმოებს და მალე შესაძლებელი იქნება "ატომ ქიდსის" ექსპერიმენტების საზღვარგარეთ შეძენა.

გახდი ჩვენი მეცნიერი!

როგორ დავიწყო ბიზნესი

როგორ დავიწყოთ ბიზნესი (თითქმის) უფულოდ?

ბიზნესის წამოწყება და განვითარება საკუთარი ფინანსური ინვესტიციის გარეშეც შესაძლებელია, თუკი კარგად იცით, რას აკეთებთ

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

სიახლეები

ეს ყველაფერი მხოლოდ ასე შეიძლება შეფასდეს – ერის ღალატი!

ივანიშვილმა მიზანმიმართულად დაანგრია სტრატეგიული კავშირები აშშ-სა და ევროკავშირთან