Axioma Software – კომპანია, რომელიც ქართულ ბიზნესს გაციფრულებისთვის აუცილებელ პლატფორმას სთავაზობს
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
დღეს ბევრი ქართული კომპანია მუშაობს გარემოში, სადაც ინფორმაცია გაფანტულია. ასეთ სისტემაში კონტროლი რთულდება, იზრდება შეცდომების რაოდენობა, ქრება გაყიდვების შესაძლებლობები და გუნდები მეტ დროს კარგავენ დაურეგულირებელ ოპერაციებზე, ვიდრე რეალური ბიზნესრისკებისა და შესაძლებლობების მართვაზე.
Axioma Software-ის CMO-მ, ანრი გოქსაძემ განგვიმარტა, როგორ სთავაზობს კომპანია ქართულ ბიზნესებს პროცესების სტრუქტურირებისთვის საჭირო ერთიან ციფრულ პლატფორმას.
"ქართულ კომპანიებში ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა არის პროცესებისა და მონაცემების ფრაგმენტაცია. მონაცემები გაფანტულია ექსელებში, ჩათებსა და სხვადასხვა ფაილში და ერთმანეთთან არ არის დაკავშირებული; შესაბამისად, მენეჯმენტს არ აქვს სრული სურათი იმისა, რა ხდება კომპანიაში ყოველდღიურად, რაც ბუნებრივია, იწვევს შეფერხებებს და არაეფექტიან გადაწყვეტილებებს", – ამბობს ანრი გოქსაძე.
მისი თქმით, Axioma ამ პრობლემებს პასუხობს ერთიანი, სტრუქტურირებული პლატფორმით, რომელიც კომპანიებს აძლევს გამჭვირვალე და კონტროლირებად საოპერაციო გარემოს შემდეგი ხელსაწყოების მეშვეობით:
გაყიდვების პროცესის მართვა და მონიტორინგი რეალურ დროში: ბევრ ქართულ კომპანიაში მენეჯმენტს არ აქვს ზუსტი წარმოდგენა გუნდის მიმდინარე საქმიანობაზე, პრიორიტეტებსა და ამოცანებზე – Axioma ამას ცვლის, გუნდის ყველა აქტივობა რეალურ დროში ჩანს, რაც ამარტივებს ოპერაციულ კონტროლს და ზრდის მონაწილეთა პასუხისმგებლობას.
გუნდის ეფექტიანობის შეფასების მექანიზმები: სად ჩნდება შეფერხება? რაზე იხარჯება დრო რეალურად? პერსონალური KPI-ს განსაზღვრისა და შეფასების შესაძლებლობები.
საწარმოს ძირითადი საშუალებების აღრიცხვისა და მართვის სისტემა: ბევრ კომპანიაში რთულია იმის ზუსტად ცოდნა, სად არის აქტივი, ვინ იყენებს მას და რა მდგომარეობაშია, ხშირად გვიანდება დანადგარების გეგმური მომსახურება, რაც ზრდის ფინანსურ და ოპერაციულ რისკებს. Axioma უზრუნველყოფს, რომ გაკონტროლდეს აქტივის ზუსტი მდებარეობა, პასუხისმგებელი პირი, ავტომატურად შეგვახსენოს გეგმური მოვლის საჭიროება და შეინახოს სრული მომსახურების ისტორია.
"Axioma თავიდან ბოლომდე ქართული რეალობისთვის შექმნილი პლატფორმაა. ეს ნიშნავს, რომ კომპანიებს არ უწევთ საკუთარი პროცესების პროგრამაზე მორგება – არამედ პლატფორმა უკვე მორგებულია მათი მუშაობის პრინციპებზე.
ეს მნიშვნელოვნად ამცირებს დანერგვის დროს და უზრუნველყოფს რეალურ შედეგს.
Axioma პრაქტიკაზე დამყარებული მიდგომაა, რომელიც შეიქმნა სწორედ იმ გამოწვევების დასაძლევად, რაც ქართულ ბიზნესებს ყოველდღიურად ხვდებათ", – აღნიშნავს ანრი გოქსაძე.
Axioma-ს CMO-ს თქმით, ყველაზე რთული პარალელური პროექტების მართვასთან ერთად Axioma-ს განვითარება იყო, რომ იდეის ფაზაში ბევრი ბარიერი გადაულახავი ჩანდა, მაგრამ პროცესის დაწყების შემდეგ თითქმის ყველა სირთულემ თავისი გადაწყვეტა იპოვა.
"ამ გამოცდილებამ დაგვარწმუნა, რომ გადაუჭრელი პრობლემა, პრაქტიკულად, არ არსებობს – საჭიროა მხოლოდ პირველი ნაბიჯის გადადგმა.
იმავე მიდგომას ვთავაზობთ ბიზნესებსაც: დღეს უკვე ქაოსური გარემო აღარ არის ნორმა; პროცესების დალაგება ყოველთვის შესაძლებელია სწორი ინსტრუმენტებით", – ამბობს ის.
ანრი გოქსაძის თქმით, ინსპირაციის მთავარი წყარო მათი მომხმარებლების ბიზნესპროცესების გაციფრულებისა და მოწესრიგების რეალური ეფექტია – როდესაც ხედავენ, როგორ ათავისუფლებს ავტომატიზაცია მათ ზედმეტი სამუშაოსგან.
"მომდევნო წელს ჩვენი პრიორიტეტია ავტომატიზაციის კიდევ უფრო გაძლიერება და ძირითად პროდუქტებში AI-ის შესაძლებლობების ინტეგრაცია.
ხოლო ჩვენი გუნდის მთავარი მიზანია, რომ Axioma დარჩეს კომპანიად, რომელიც ქართულ ბიზნესს დაეხმარება სირთულეების მარტივად, სწრაფად და სანდოდ გადაჭრაში", – გვეუბნება ანრი გოქსაძე, Axioma-ს CMO.
თუკი გადაწყვეტთ ნაბიჯის გადადგმას ციფრული განვითარებისკენ – Axioma გთავაზობთ პლატფორმას, რომელიც კომპანიებს საშუალებას აძლევს, იმუშაონ სტრუქტურირებულად, გამჭვირვალედ და მეტად ეფექტიანად.