Get All Access for $5/mo

BIM SOLUTIONS GEORGIA - სამშენებლო პროექტების მართვის საერთაშორისო სტანდარტი საქართველოში

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

სამშენებლო ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, ევროკავშირის უმეტეს ქვეყნებში არქიტექტურის, საინჟინრო და სამშენებლო ბაზრებისთვის BIM-ის დანერგვა აუცილებელი სტანდარტი გახდა. BIM არის შენობის ციფრული მოდელი ან პროტოტიპი, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს ინფორმაციას შენობის ყველა ელემენტის შესახებ. BIM Solutions Group აღნიშნული ინოვაციური მეთოდოლოგიის გამოყენებასა და დანერგვას ბალტიისპირეთში 2011 წლიდან ახორციელებს, ახლა კი საქართველოშიც, BIM Solutions Georgia-ს წარმომადგენლობით აქტიურად განაგრძობს მუშაობას. BIM Solutions Georgia დიზაინერებს, კონტრაქტორებსა და პროექტის მფლობელებს ეხმარება, დაგეგმონ და განახორციელონ სამშენებლო პროექტები უფრო ეფექტიანად. შესაბამისად, ორგანიზაციები, რომლებიც BIM-ს იყენებენ, მნიშვნელოვნად ზოგავენ დროსა და ფინანსებს, და ამასთან, მუდმივად აუმჯობესებენ მშენებლობის ხარისხს.

BIM გადაწყვეტილებები ეხმარება კლიენტებს/მომხმარებლებს, შეამცირონ მრავალი პრობლემა და ფინანსური ზარალი მშენებლობაში, მათ შორის: შეფერხებები, მასალის არამიზნობრივი ხარჯვა, განმეორებადი სამუშაოები და პროექტის ხარისხი. BIM Solutions Georgia პროექტში ჩართულ პირებს სთავაზობს კონსულტაციებს, თუ როგორია საერთაშორისოდ აპრობირებული გზები დიზაინის, მშენებლობის, შენობის მოვლისა და ზედამხედველობის პროცესში. შედეგად, მომხმარებლები უფრო კონტროლირებად და ეფექტიან სამშენებლო პროექტს იღებენ.

ამჟამად საქართველოში არქიტექტორები იყენებენ ისეთ BIM ტექნოლოგიებს, როგორებიც არის: ArchiCAD და Revit არქიტექტურული დიზაინისთვის. BIM Solutions Georgia-ში მიიჩნევენ, რომ ეს ძალიან კარგი დასაწყისია, ვინაიდან ამით მნიშვნელოვნად იზრდება დიზაინზე მუშაობის ტემპი და ვიზუალიზაციაც მეტად ეფექტურია. ამასთან, არქიტექტორებს ეძლევათ შესაძლებლობა, BIM მოდელებიდან ავტომატურად შექმნან ნახაზები, დაითვალონ მასალების რაოდენობა და სხვა. თუმცა, თუ გვსურს, მშენებლობის პროცესში სრულყოფილი შედეგები და მთავარი სარგებელი მივიღოთ, პროექტირების თითოეული ნაწილი თავად BIM-ის პროგრამაში უნდა შეიქმნას. ამ პროცესში BIM Solutions Georgia სრულ დახმარებას უწევს არქიტექტორებს, დიზაინერებს, ინჟინრებსა და სხვა ჩართულ მხარეებს, თითოეულ ნაბიჯზე კი დარგის სპეციალისტებთან კონსულტაციებს სთავაზობს.

კომპანიების გადამზადების მიზნით, BIM Solutions Georgia პირველ სემინარს აწყობს, რომელიც სტრუქტურულ ინჟინერიას ეხება. ღონისძიების ფარგლებში, სპეციალურად მოწვეული სტუმარი ლიეტუვიდან, საინჟინრო კომპანია Sostinės Konstruktoriai-ის წარმომადგენელი დამსწრე აუდიტორიას აჩვენებს კონსტრუქციული საინჟინრო პროცესის შესაძლო ახალ გზას და საუკეთესო პრაქტიკებს BIM ტექნოლოგიების გამოყენების მეშვეობით. ღონისძიება თბილისში (Radisson BLU Hotel) 15 თებერვალს 15:00 საათზე გაიმართება და მასზე დასწრება შეეძლება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, მათ შორის: რკინაბეტონის კონსტრუქციების დიზაინზე მომუშავე კონსტრუქტორ ინჟინრებსა და დიზაინერებს, BIM მომხმარებლებსა და პროექტის მენეჯერებს. BIM დიზაინის პრინციპებზე დაყრდნობით, წარმოდგენილი იქნება რკინაბეტონის კონსტრუქციების საპროექტო სამუშაო პროცესი. სემინარის მონაწილეები დაინახავენ, რამდენად სწრაფი, ზუსტი და ეფექტიანი შეიძლება იყოს დიზაინის პროცესი თანამედროვე პროგრამული ინსტრუმენტების გამოყენებით. დაინტერესებული პირები რეგისტრაციას მითითებულ ბმულზე შეძლებენ:
www.bimsolutions.ge

"BIM Solutions Group-ს მიაჩნია, რომ გამოცდილება და 10 წელზე მეტი ხნის პრაქტიკა დაეხმარება ქართულ სამშენებლო ინდუსტრიას, მიაღწიოს უფრო მაღალ დონეს, საერთაშორისო და ევროპულ სტანდარტებს თანამედროვე სამშენებლო მენეჯმენტში. ჩვენი მიზანია, მშენებლობა და პროექტების მართვა ხარისხისა და ეფექტურობის გაძლიერებით ახალ დონეზე ავიყვანოთ.

დღესდღეობით BIM სავალდებულოა უმეტეს განვითარებად ქვეყნებსა და ევროპაში. ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის მთავრობამ უკვე გადაწყვიტეს სამშენებლო პროექტებში BIM გადაწყვეტილებების სავალდებულო მოთხოვნა. ადრე თუ გვიან, BIM-ის გამოყენება აუცილებელი გახდება საქართველოშიც, სწორედ ამიტომ, ამ პროცესში ყველა ჩართულ მხარეს, მათ შორის სამთავრობო ინსტიტუტებსაც, ვეხმარებით, მზად დახვდნენ ამ ცვლილებებსა და საერთაშორისო სტანდარტებს", − Entrepreneur-თან საუბარში აღნიშნავს ვიტაუტას პუოჯუნასი, BIM Solutions Georgia-ს დირექტორი.

ვიტაუტას პუოჯუნასი გახლავთ ლიეტუველი MEP-ინჟინერი
და სამშენებლო პროექტების კვალიფიციური მენეჯერი, რომელსაც საერთაშორისო პროექტებზე მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს.

15 წელზე მეტია, რაც იგი აქტიურად თანამშრომლობს ადგილობრივ და მსოფლიოს წამყვან კომპანიებთან, არასდროს წყვეტს სწავლას და პროფესიონალიზმის მიუხედავად, მუდმივად ცდილობს კვალიფიკაციის ამაღლებასა და განვითარებას. BIM Solutions Georgia-ს დირექტორი 12 წელზე მეტია რაც საქართველოში ცხოვრობს და კომპანიებს უზიარებს საკუთარ გამოცდილებას სრული სამშენებლო პროექტის ყველა ეტაპის შესახებ, მათ შორის: დაგეგმვა, დიზაინი, მშენებლობა და ზედამხედველობა. იგი მუდამ ეძებს ნიჭიერ კადრებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ და აძლევს შესაძლებლობას, ითანამშრომლონ საერთაშორისოდ აღიარებულ კომპანიასთან. BIM Solutions Georgia-ს გუნდის წევრები მიიჩნევენ, რომ ვიტაუტას პუოჯუნასი არის საკუთარ პროფესიაზე შეყვარებული და თავდადებული ადამიანი, რომელმაც ბევრი სტუდენტი აღზარდა და შეაყვარა თავიანთი საქმე.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ვიტაუტას პუოჯუნასის განმარტებით, 2023 წელი იქნება ციფრული კონსტრუქციის პოპულარიზაციისა და განათლების წელი, სწორედ ამიტომ, BIM Solutions Georgia ამ მიმართულებით რამდენიმე ღონისძიებას გეგმავს. კომპანიაში იმედოვნებენ, რომ BIM Solutions Georgia გახდება წამყვანი
BIM საკონსულტაციო კომპანია საქართველოში, რომელიც კომპანიებს, სპეციალისტებს, უნივერსიტეტებს, ასოციაციებსა და სამთავრობო დაწესებულებებს BIM-ის ინოვაციური მიდგომისა და მასთან დაკავშირებული სტანდარტების დანერგვაში დაეხმარება. ამასთან, BIM Solutions Georgia მზადაა ითანამშრომლოს საქართველოს უმაღლესი განათლების დაწესებულებებთან/უნივერსიტეტებთან და სამშენებლო, ინჟინერიასთან დაკავშირებულ ასოციაციებთან, რათა დაეხმაროს ახალი თაობის საგანმანათლებლო პროგრამის გააზრებასა და დაწყებას, BIM მეთოდოლოგიის დამატებით განათლების სფეროში.

ელენე ლომსაძე

ჟურნალისტი

ინოვაციებისა და საერთაშორისო პროექტების გუნდის წევრი Steinbeis School of International Business and Entrepreneurship, Germany-ში. Google Global I/O Extended-ის თანაორგანიზატორი.

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

სიახლეები

გირჩევთ წაიკითხოთ: რა იქნა ჩემი ყველი?

ეს არის მარტივი იგავი ღრმა ჭეშმარიტების შესახებ

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია