Get All Access for $5/mo

''ბუბუსი'' - თქვენი მშვიდი ძილის ინგრედიენტი განსხვავებული, ფერადი, სახალისო

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur Georgia

თუკი ცხოვრებაში ერთხელ მაინც გქონიათ ძილთან დაკავშირებული პრობლემა და ღამე ჯადოსნური სლიფერის ნატვრაში დაგთენებიათ, მაშინ მოემზადეთ − ეს სტატია თქვენ გეკუთვნით!

მარი ბრეგაძე 24 წლის ქართველი სტარტაპერია. მისი განათლება და სამუშაო გამოცდილება ბიზნესსა და სოციალური მედიის მართვას უკავშირდება. აღნიშნავს, რომ საჭიროება იდეებს ბადებს და მის შემთხვევაშიც ასე მოხდა − გარკვეული პერიოდის განმავლობაში მარის უძილობა აწუხებდა. ეს პრობლემა იმდენად დიდხანს გაგრძელდა, რომ ფაქტობრივად შეძლო ყველა ფერის, ფორმის, ზომისა და წარწერის საძილე ნიღბების მორგება, თუმცა იყო რაღაც, რის გამოც სრული კომფორტი ვერ იპოვა. მაშინ დაფიქრდა და გადაწყვიტა გაეკეთებინა ისეთი სლიფერი, როგორსაც ეძებდა: განსხვავებული, ფერადი, სახალისო და ყველა ტიპის ადამიანზე მორგებული − ასე დაიწყო "ბუბუსის" ისტორია.

სტარტაპის შესახებ Entrepreneur მარი ბრეგაძეს ესაუბრა.

მარი, მოგვიყევით "ბუბუსის" ისტორია.
როცა გადავწყვიტე შემექმნა განსხვავებული და კომფორტული საძილე ნიღბები, დახმარება დედასა და დეიდას ვთხოვე, რომლებიც ტექსტილის დიზაინერები არიან და ქსოვილებთან მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ. სწორედ ამან განაპირობა ის, რომ შევქმენით საკმაოდ მაღალი ხარისხის პროდუქტი. რაც შეეხება სახელს, რადგან ოჯახის წევრები ბუბუს მეძახიან, ჩავატარე გამოკითხვა და მსგავსი ორი სიტყვიდან უმრავლესობის არჩევანით გადაწყდა "ბუბუსი".

მოგვიყევით, რა ძალისხმევასთანაა დაკავშირებული საქართველოში სტარტაპის შექმნა?

მოგეხსენებათ, ბრენდის შექმნა მარტივი პროცესი არ არის და გარდა არამატერიალური რესურსებისა, აქ ფინანსური საკითხის განხილვა უმნიშვნელოვანესია. დაწყებული სოციალური სივრციდან, ლოგოს შექმნა, პროდუქტის დასამზადებელი მასალის შერჩევა და შეფუთვაც კი ისეთ ხარჯებთანაა დაკავშირებული, რომელსაც გვერდს ვერ აუვლი. მიუხედავად იმისა, რომ ფინანსურად სახარბიელო მდგომარეობაში არ ვიყავი, გადავწყვიტე დასახული მიზნისთვის მებრძოლა, ონლაინკურსების მეშვეობით ვისწავლე ლოგოს გაკეთება, შევქმენი "ბუბუსის" ლოგო, შემდეგ კი დანაზოგით პროდუქციის მასალა შევიძინე და ასე დავამზადე პირველი 20 "ბუბუსი".

რა დახვდება მომხმარებელს "ბუბუსის დახლთან"?

"ბუბუსი" თავის მომხმარებლებს სთავაზობს უსაყვარლეს, "უგასულეს" და უფერადეს დაქარგულ სლიფერებს. ასევე ჩანთებს, სამაჯურებსა და ბალიშებს ჩვენი თემატური ფრაზებით. პაწაწინა, რამდენიმე თვის ბავშვების საძილე ნიღბებიდან დაწყებული, ბებო-ბაბუების სლიფერებით დამთავრებული, სტარტაპი თითქმის ყველა გემოვნების ადამიანისთვისაა გათვლილი, თუმცა ყველაზე აქტიური მომხმარებლები 14-30 წლამდე გოგო-ბიჭები არიან.

როგორ მოიპოვეთ ცნობადობა?

"ბუბუსი" პოპულარული გახდა რამდენიმე ფრაზით: "თავს გასული ასული", "გასული", " 5 წუთიც რაა" და ა.შ. ეს სახალისო, თემატური და ყოველთვის გამორჩეული ფრაზები, მაღალი ხარისხის ქსოვილზე ამოქარგული წარწერები, ხელმისაწვდომი ფასი, მომხმარებლების სურვილისამებრ სლიფერზე ნებისმიერი წარწერის დამზადება, სუპერმხიარული მე და ჩემი ღიმილიანი დამხმარე გოგო-ბიჭებია ის, რითაც ადამიანთა სიყვარული დავიმსახურეთ.

რა ეტაპზე ხართ ახლა?

"ბუბუსი" ამჟამად ონლაინმაღაზიაა და ვთანამშრომლობთ სუვენირებისა თუ ტანისამოსის მაღაზიებთან. ჩვენი სლიფერების ყიდვა ასევე შესაძლებელია თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ქართველი დიზაინერების შოურუმებში. პროდუქციის ნახვა ასევე შეგიძლიათ აეროპორტში, სტენდებზე.

პროდუქციის გაცნობა შესაძლებელია "ბუბუსის" Facebook და Instagram გვერდებზე.

მარი, რას უნდა ველოდოთ სამომავლოდ?

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, "ბუბუსი" მუდმივად ვითარდება. პირველ ეტაპზე გვქონდა მხოლოდ სლიფერები, შემდეგ დავამატეთ სამაჯურები და ჩანთებზე ამოქარგული ჩვენი საფირმო ფრაზები, ასევე ბალიშები. ახლა კი ვგეგმავთ საკუთარ ასორტიმენტს შევმატოთ ქალის საღამურები და ხალათები ჩვენივე წარწერებით. გვსურს, რაც შეიძლება მალე გავხსნათ სტენდები სავაჭრო ცენტრებში და გავზარდოთ ცნობადობა.

ტექნოლოგიური ტრენდები

განათლება და ახალი შესაძლებლობები დიდ ბრიტანეთში

გაინტერესებთ როგორ მიიღოთ განათლება დიდ ბრიტანეთში?

ლიდერობა

5 უმნიშვნელოვანესი ლიდერული თვისება

ლიდერი ყოველთვის უსმენს თავის გარშემომყოფებს და საკუთარ აზრს უპირატესად არ მიიჩნევს

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია