Get All Access for $5/mo

Candy Crush-ის წარმატების საიდუმლო აპლიკაცია, რომელიც დღეში დაახლოებით $910,385 გამოიმუშავებს.

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Diariosur

Candy Crush სრულიად უდავო ჩემპიონია მობილური ტელეფონების უფასო თამაშებს შორის და Think Gaming-ის, მობილური თამაშების ანალიტიკური ბლოგის მიხედვით, დღეში დაახლოებით $910,385 გამოიმუშავებს. თამაშის წარმატება მისმა შემქმნელმა, კომპანია King-მა განაპირობა, რომელმაც გადაწყვიტა, აქციების ბაზარზე გატანისგან იმდენ ხანს შეეკავებინა თავი, ვიდრე Candy Crush ასე საოცრად პოპულარული იქნებოდა.

მსგავსი სტატია: გზამკვლევი პირველი მობილური აპლიკაციის შესაქმნელად

Candy Crush არცთუ ახალი იდეაა, ეს თამაში ფაქტობრივად Bejeweled-ია, ოღონდ – ტკბილეულით. სმარტფონების აპლიკაციები უამრავი ახალი იდეებითაა სავსე, მაგრამ Candy Crush-ის წარმატების საიდუმლო ისაა, რომ კომპანიამ რაღაც ისეთის გაყიდვის გზა იპოვა, რომელიც ამართლებს. ქვემოთ გაეცნობით, ასეთი რა გააკეთა King-მა, რატომ გაამართლა ამ გზამ და როგორ უნდა მოახერხოთ თქვენც იგივეს გაკეთება.

ისწავლეთ, როგორ შეიძლება სარგებლის მიღება Freemium-ის ეკოსისტემის ყველა დონეზე.

Candy Crush-ის ყველაზე წარმატებული თვისება ისაა, რომ იგი მიმზიდველია მისი მოთამაშეებისთვის, რომლებსაც მობილური თამაშების შემქმნელებმა ასეთი სახელები დაარქვეს: "ჭიჭყინები", "დელფინები" და "ვეშაპები". იმ შემთხვევისთვის, თუ არ იცით, გეტყვით, რომ Freemium მოდელი აპლიკაციაა, რომლის ჩამოტვირთვა უფასოა, მაგრამ ამავე დროს იგი ინფორმაციას შეიცავს მუდმივი და დროებითი შიდა შესყიდვებისთვის. Freemium თამაშები თავისი დიზაინითაა ცნობილი, რომლებიც მოთამაშეებს აქტიურად უბიძგებს ფული გადაიხადონ; მაგრამ Candy Crush-ის წარმატებული მოთამაშების 70 პროცენტის გარეშე, რომლებსაც ცენტიც არ დაუხარჯავთ, თამაში ასე ძლიერად არავითარ შემთხვევაში არავის მიიზიდავდა. Candy Crush-ის ყოველი ასპექტი მთლიანად იყენებს მოთამაშეებს, რომლებსაც აქვთ ან არ აქვთ ფულის გადახდის სურვილი გამარჯვების მისაღწევად.

"ჭიჭყინები", ან მომხმარებლები, რომლებიც შიდა შესყიდვებს სავარაუდოდ არ განახორციელებენ, Candy Crush-ის ტიპის აპლიკაციებისთვის ნამდვილად ფასეულები არიან, რადგან ისინი კონკურენციას, მრავალფეროვნებას უზრუნველყოფენ და თამაშს სოციალური მედიით სხვა პოტენციურ მომხმარებლებთან უწევენ რეკლამას. "ჭიჭყინების" პროგრესს მათი Facebook-მეგობრები სრულიაც აშკარად ხედავენ და ბუნებრივია, Candy Crush მარტივად უბიძგებს მათ, "დელფინებს" კონკურენცია გაუწიონ. "დელფინი" ფულს ნამდვილად ხარჯავს, მაგრამ იმაზე მეტს არა, რამდენსაც ნებისმიერ სხვა ფასიან აპლიკაციაში გადაიხდიდა. "დელფინების" "ანკესზე წამოსაგები" საუკეთესო საშუალებაა, თქვენი აპლიკაციის "სასტარტო პაკეტის" შემცირებული ღირებულებით შეთავაზება, ანგარიშის მუდმივ ფუნქციებთან ერთად.
ეს მაძლევს საშუალებას, ჩემი დღის გრაფიკს დილის ჩაის დროს გადავხედო და ვფიქრობ, გარკვეული ხნის განმავლობაში სწორედ ასე მოვიქცევი.

"ვეშაპები" დიდი მფლანგველები არიან და ამიტომ ხშირად სწორედ აქ აქვს freemium-მოდელს ფრთების ფართოდ გაშლის შანსი. "ვეშაპებს" მოგება სურთ და ისე ძლიერად სურთ გამარჯვება, რომ მზად არიან მიზნის მისაღწევად ყველაფერი დახარჯონ. Candy Crush ისეა დამუშავებული, რომ მომხმარებელს მხოლოდ მოკლე სესიების განმავლობაში აქვს თამაშის შესაძლებლობა, მაგრამ King არაფერს აკეთებს მოთამაშეების ხელის შესაშლელად, და ისინიც იხდიან და იხდიან; თამაშში უკან იმდენჯერ ბრუნდებიან, რამდენჯერაც მიკროტრანსაქციებით არის აუცილებელი.

შეეცადეთ, თქვენი აპლიკაციის დიზაინის ყოველ დონეს გადახედოთ და დაადგინოთ, თუ როგორ რეაგირებენ თითოეულზე ადამიანები. "ჭიჭყინებს" რაღაცის მიღება ისე მოსწონთ, რომ არავინ აიძულოთ ხელმოწერის ღილაკებზე დაწკაპუნება. "დელფინებს" რაღაც მუდმივი სჭირდებათ, ხოლო "ვეშაპებისთვის" აუცილებელია, სისტემაში თავიანთი საფულეებით ითამაშონ.

ნუ აიკვიატებთ, რომ აპლიკაცია აუცილებლად ორიგინალური უნდა იყოს, მთავარი მისი სრულყოფაა.

ტექნოლოგიურ სამყაროში რაიმე ორიგინალურის მოძებნა უკიდურესად ძნელია. მე რომ მონეტა მქონოდა, ყოველი აპლიკაციის მიმზიდველი მინიმალისტური ორგანიზატორისთვის, რომელიც სრულიად იმპულსურად ჩამოვტვირთე, სავსებით საკმარისი იქნებოდა Any.do-ის ფასიანი ვერსიის შესაძენად. ეს ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ორგანიზაციული ინსტრუმენტია. Candy Crush და Any.do – ორივე ძველი კონცეფციაა, რომლებიც მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. ისინი წინამორბედების წარმატებას კი არ ბაძავენ, არამედ რაღაც სრულიად ახალზე ახდენენ ყურადღების გამახვილებას.

ადამიანებს სძულთ Farmville – თამაში, რომელიც ძირითადად იმაზეა დაყვანილი, რომ ცალკეულ გამოსახულებებზე უნდა დააწკაპუნოთ და შემდეგ, გარკვეული დროის განმავლობაში ცდა მოგიწევთ, ვიდრე ხელახალი დაწკაპუნების შესაძლებლობა მოგეცემათ. Farmville-ის ამ ლოდინის მომენტის გადალახვამ Bejeweled-ის Candy Crush-ში კატაპულტირება განაპირობა. ეს ისეთი რამ იყო, რაც აქამდე არავის უნახავს. თქვენი შემდეგი აპლიკაციებისთვის იდეების მოსაძებნად საუკეთესო გზა უფასო ან ფასიანი სიებია აპლიკაციების ნებისმიერ ბაზარზე.

დაე, თქვენი აპლიკაცია მომხმარებლის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი გახდეს.

Candy Crush-ის ყველაზე ძლიერი თვისება ისაა, რომ მოთამაშეს ყოველდღიურად სიცოცხლის შეზღუდული რაოდენობა აქვს. King-ის ვირტუოზი მანიპულატორების გუნდმა, Candy Crush ისე დაამუშავა, რომ აუცილებლად შესვენებებით უნდა ითამაშოთ. ყველა სიცოცხლის დაკარგვის ნაცვლად, Candy Crush-ში, უნდა მოიცადოთ და თამაშის დასაწყებად ხვალინდელ დღეს უნდა ელოდოთ.

ასევე, უზომოდ მნიშვნელოვანია ის, რომ ყოველი აპლიკაცია მრავალ პლატფორმაზე ფუნქციონირებდეს. თუ Candy Crush-ის თამაშს დილით თქვენი სახლის კომპიუტერზე დაიწყებთ, მოგვიანებით, სრულიად თამამად შეძლებთ თქვენს iPhone-ზე გაგრძელებას. ადამიანები ჩვევებზე დამოკიდებული არსებები არიან, ამიტომ დროისა და თანხების ინვესტირება კლიენტის მხარდასაჭერად გამთენიიდან დაღამებამდე, საუკეთესო გზაა პოტენციური კლიენტის თქვენს მიმდევრად გადასაქცევად.

Candy Crush-ის ადრეული ვერსიაც არსებობდა, მაგრამ ასეთი სრულყოფილი არასოდეს ყოფილა. საუკეთესო აპლიკაციები მეტისმეტად მაცდუნებელია და თამაშზე დამოკიდებულს გხდით. დაადგინეთ, საიდან იღებს სათავეს თქვენი ამა თუ იმ აპლიკაციაზე დამოკიდებულება და ზუსტად მიხვდებოთ, რა აკლია თქვენს პროექტს.

მენეჯმენტი

რესტორნის მფლობელის ხუთი გამოწვევა

რესტორნის ახალბედა მფლობელები სათანადოდ არ აფასებენ საწყის კაპიტალს, რომელიც ახალი რესტორნის გასახსნელადაა აუცილებელი