Get All Access for $5/mo

Chick'n Guys - ქათმის ფრთების ქართული და ეგზოტიკური გემოები

By Entrepreneur-ის გუნდი

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

თუ მეგობრებთან ან ოჯახთან დროის გატარება გსურთ, Chick'n Guys-ის ქათმის ფრთების უნიკალური გემო თქვენს დღესასწაულს განსაკუთრებულს გახდის. ფსუასა და მანგო ბარბექიუს როლი, ქათმის ფრთები მეგრული არომატით, ხრაშუნა ღომის ჩიფსები, აზიური გემოებით გაჯერებული Delhi-ის ფრთები - ეს იმ პროდუქტების ჩამონათვალია, რომელსაც Chick'n Guys ხელმისაწვდომ ფასად სთავაზობს ერთგულ მომხმარებელს.

Chick'n Guys-ის შექმნის იდეა მიხეილ ცაავასა და ჯაბა მიქაიას ეკუთვნით: "კომპანიის დაფუძნების იდეა გაჩნდა მაშინ, როდესაც ერთ საღამოს ფეხბურთის ყურებისას ფრთები მოგვინდა და ვინაიდან გამოძახება ვერ შევძელით, რატომღაც ჩვენით მომზადება გადავწყვიტეთ. იმდენად გემრიელი იყო, რომ ვიხუმრეთ - ხომ არ გაგვეხსნა ფრთების ობიექტი. რამდენიმე თვეში ხუმრობა რეალობად ვაქციეთ" – Entrepreneur-თან საუბარში აცხადებს მიხეილ ცაავა, კომპანიის თანადამფუძნებელი.

Chick'n Guys ადამიანზე მორგებული, ცხარე, ტკბილი და მჟავე, გემოები გამოარჩევს. მომხმარებელს შეუძლია, შეიძინოს ქათმის ფრთები როგორც ქართული, ასევე - ინდური და ამერიკული არომატით, რაც პროდუქციას მრავალფეროვანსა და დასამახსოვრებელს ხდის. "ამ გემოების იდეაც და პროდუქტების სახელებიც მუშაობის პროცესში გაჩნდა. ჩვენ შევიმუშავეთ ყველა იმ პროდუქტის კონცეფცია, რაც ჩვენ თავად გვიყვარს და ვთვლით, რომ, ალბათ, მომხმარებლებსაც სწორედ ამიტომ მოსწონთ ჩვენი პროდუქტები", - განმარტავს მიხეილ ცაავა.

Covid-19 პანდემია გამოწვევა აღმოჩნდა Chick'n Guys გუნდისთვის, თუმცა დაბრკოლებები ახალ შესაძლებლობად აქციეს და მომხმარებელს პროდუქცია სხვა ფორმატით შესთავაზეს. "პანდემიის დროს დეკეტილები ვიყავით. იმ პერიოდში ფილიალი გვქონდა თბილისი მოლში და მისი შიდა პოლიტიკიდან გამომდინარე, ვერც ე.წ. Delivery-ზე შევძელით მუშაობის გაგრძელება. თუმცა, პანდემიის ბოლოსკენ, ვერაზე გავხსენით პატარა ფილიალი, საიდანაც მხოლოდ Delivery-ზე ვმუშაობდით. უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი პროდუქტი მიტანით და ადგილზე ორ სხვადასხვა რამეს წარმოადგენს. ადგილზე ის ბევრად გემრიელია" - აღნიშნავენ დამფუძნებლები.

რაც შეეხება სამომავლო განვითარებას, ახალი და ერთგული მომხმარებლებისთვის Chick'n Guys გეგმავს რამდენიმე ახალი პროდუქტის დამატებას, რითიც ქართულ ბაზარზე უნიკალურ და საუცხოო გემოებს დაამკვირდრებს. "გვსურს, მომხმარებლები მეტად მოვიზიდოთ ადგილზე, ვინაიდან ვფიქრობთ, ასე უფრო შევაყვარებთ ჩვენს პროდუქტებს. ასევე, იმისათვის, რომ მეტი ინტერაქცია გვქონდეს მომხმარებელთან, ვფიქრობთ, გვქონდეს სხვადასხვა ტიპის ე.წ. "ჩელენჯები" მომხმარებლებისთვის, რომლის ფარგლებშიც მათ ექნებათ შესაძლებლობა, მოიგონ უამრავი ჯილდო", - აღნიშნავს მიხეილ ცაავა.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

როგორ დავიწყო ბიზნესი

როგორ დავიწყოთ ბიზნესი (თითქმის) უფულოდ?

ბიზნესის წამოწყება და განვითარება საკუთარი ფინანსური ინვესტიციის გარეშეც შესაძლებელია, თუკი კარგად იცით, რას აკეთებთ

სიახლეები

ეს ყველაფერი მხოლოდ ასე შეიძლება შეფასდეს – ერის ღალატი!

ივანიშვილმა მიზანმიმართულად დაანგრია სტრატეგიული კავშირები აშშ-სა და ევროკავშირთან

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი