Get All Access for $5/mo

CityPay.io - 2023 წლის შეჯამება "2023 წელი CityPay.io-ს ისტორიაში გამორჩეული იყო, რადგან სრულიად ახალ მასშტაბებზე გადავინაცვლეთ"

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ბექა ქემერტელიძე

CityPay.io-ს საოპერაციო დირექტორი და თანადამფუძნებელი

2023 წელი CityPay.io-ს ისტორიაში გამორჩეული იყო, რადგან სრულიად ახალ მასშტაბებზე გადავინაცვლეთ. ჩვენ ვართ ერთადერთი და უნიკალური კომპანია საქართველოში, რომელიც ბიზნესებს სთავაზობს გადახდებით მიღებული კრიპტოვალუტის ლარში კონვერტაციას; ჩვენი დახმარებით შეუძლიათ ვალუტის ლარში კონვერტაცია. 2022 წელთან შედარებით, CityPay.io განვითარების ახალ საფეხურზე ავიდა. მივიჩნევთ, რომ სტარტაპერობის ეტაპიდან ახალ მოცემულობაში გადავედით.

ჩვენი კომპანია 2023 წლიდან გლობალურ ბაზარზეა. შევიძინეთ წამყვანი პარტნიორები ინდუსტრიაში და ინვესტორები, რომლებმაც საშუალება მოგვცეს საგრძნობლად დიდი ზრდა გვქონოდა. მასშტაბური ინვესტიცია მივიღეთ Tether-სა და Presto Venture-ისგან. 2023-ის დასაწყისში გავხდით ყველაზე დიდ კრიპტობირჟის − Binance-ის პარტნიორები, თანამშრომლობა დავიწყეთ Polygon-თან. თითოეული ეს თანამშრომლობა დიდი წინგადადგმული ნაბიჯია ჩვენი კომპანიისთვის და საქართველოსთვის, რომელიც გვსურს მსოფლიო კრიპტორუკაზე მკაფიოდ მოვნიშნოთ.

წლის განმავლობაში 400%-ზე მეტი ზრდა გვქონდა რეგისტრირებული ბიზნესების რაოდენობაზე და 600%-ზე მეტი ზრდა ტრანზაქციების მოცულობის კუთხით. გავზარდეთ ჩვენი პარტნიორი კომპანიები და გადახდების რაოდენობა. გვიხარია, რომ მნიშვნელოვან როლს ვასრულებთ ბიზნესებისა და კრიპტოსამყაროს დაკავშირებაში. მთავარი გამოწვევა, რომელიც ვფიქრობთ წარმატებით გადავლახეთ, არის ახალ რეგულაციებთან შეთავსება. ჩვენი გუნდი ამ წლის განმავლობაში აქტიურად მუშაობს რეგულაციებთან, შესაბამისი სიახლეების დანერგვაზე, ახლა კი ლიცენზიის მიღების მოლოდინის რეჟიმში ვართ. წლის ბოლოს დავამატეთ Bitcoin Lightning ქსელი, რომელიც Bitcoin-ით სწრაფ და იაფ გადახდას უზრუნველყოფს, USDT-ში გადახდებიც უფრო მეტად გამარტივდა polygon-ის ქსელის ინტეგრაციით.

ახალი წლიდან კომპანიის მიზნები უფრო მასშტაბური ხდება და ფოკუსირებული ვართ უზბეკეთის, ყაზახეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ბაზრებზე ჩვენი პროდუქტის ეფექტიან წარდგენაზე. ამისთვის საფუძვლები უკვე ჩაყრილია. გვსურს გავხდეთ ქართული Unicorn-სტარტაპი, რომელსაც ყველაზე სწრაფი ზრდა ექნება, რა თქმა უნდა, ხარისხის შენარჩუნებით.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

როგორ დავიწყო ბიზნესი

როგორ დავიწყოთ ბიზნესი (თითქმის) უფულოდ?

ბიზნესის წამოწყება და განვითარება საკუთარი ფინანსური ინვესტიციის გარეშეც შესაძლებელია, თუკი კარგად იცით, რას აკეთებთ

სიახლეები

ეს ყველაფერი მხოლოდ ასე შეიძლება შეფასდეს – ერის ღალატი!

ივანიშვილმა მიზანმიმართულად დაანგრია სტრატეგიული კავშირები აშშ-სა და ევროკავშირთან