Countman - კომპანია, სადაც ხარისხიანი საბუღალტრო მომსახურების მიღება ყველა ტიპის ბიზნესისთვისაა შესაძლებელი
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
"გვინდა, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს ბუღალტრული აღრიცხვის საჭიროებები და მისი ხარისხიანად შესრულების აუცილებლობა დავანახვოთ, რითაც ბაზარზე ფინანსურ წესრიგს შევქმნით, სხვადასხვა ფინანსური ინსტიტუტის თუ ინვესტორის მხრიდან ინტერესი გაიზრდება, დემპინგური ფასების წარმოქმნის პროცესი შეფერხდება და სხვა მრავალი დადებითი ცვლილება განხორციელდება, რაც მცირე და საშუალო ბიზნესს გააძლიერებს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე", - გიორგი ბარბაქაძე, Countman-ის თანადამფუძნებელი.
გიორგი გვიყვება, რომ საბანკო სექტორში დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა, სადაც მისი მოღვაწეობის განმავლობაში მრავალი სხვადასხვა ბიზნესის ფინანსური უწყისების მომზადებასა თუ გაანალიზებაში მიუღია მონაწილეობა, რისთვისაც საჭირო იყო მჭიდრო კონტაქტი მათ ხელმძღვანელებსა და ბუღალტრებთან.
ხშირ შემთხვევაში მათ შორის არსებული პარტნიორული უთანხმოება მკაფიოდ იკვეთებოდა, რაც იმაში გამოიხატებოდა, რომ შესასრულებელი საქმის შეუსაბამო კვალიფიკაციის მქონე ადამიანს საბუღალტრო აღრიცხვის წარმოება ეკისრებოდა. ან, პირიქით, შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირებს დამატებით სხვა არაბუღალტრული საქმის კეთება უწევდათ. რაც ორივე შემთხვევაში დაკისრებული პასუხმგებლობის შეუსრულებლობას იწვევდა.
"დამსაქმებელს ამის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა ან არ უნდოდა, რომ სცოდნოდა, რადგან შესაბამისი სამუშაოს ხარისხიანად შესრულება ორ ან უფრო მეტ ადამიანზე გადანაწილდებოდა, რაც დამატებითი ხარჯების გაზრდასთან იყო დაკავშირებული.
აღნიშნულიდან გამომდინარე, გაჩნდა იდეა, ყველა ბიზნესისთვის მათ საჭიროებებზე მორგებული ბუღალტრული მომსახურება ხელმისაწვდომი გაგვეხადა და მათთვის საუკეთესო B2B თანამშრომლობის გამოცდილება გაგვეზიარებინა".
გიორგი აღნიშნავს, რომ ბიზნესის შენება ნულოვანი ინვესტიციით დაიწყეს, რაც ძალიან დიდ შრომას მოითხოვდა.
"ეს ყველაფერი ისე უნდა მოგვეხერხებინა, რომ პარალელურად სხვაგან სრული სამუშაო გრაფიკით გვემუშავა ჩვენი პირადი ფინანსური საჭიროებების უზრუნველსაყოფად.
ერთი შეხედვით, ეს ამოუხსნელ ამოცანას ჰგავდა, მაგრამ იმდენად დარწმუნებულები ვიყავით, რომ ბაზარზე ხარისხიანი საბუღალტრო მომსახურების მიღების საჭიროება იდგა, ჩვენთვის შემაფერხებელი ფაქტორი აღარ არსებობდა, პირიქით, ნებისმიერი დაბრკოლება უფრო მეტად გვაძლიერებდა და ვიცოდით, რომ დაუღალავი შრომის და სწორი სტრატეგიული გადაწყვეტილებების ხარჯზე შედეგი გარდაუვალი იქნებოდა".
გიორგი მიიჩნევს, რომ საქართველოში ბიზნესის წარმომადგენლების დიდი ნაწილი აუთსორინგის მიმართ ჯერ კიდევ სკეპტიკურადაა განწყობილი, რაც, გარკვეულწილად, მათ ცუდ პრაქტიკასაც უკავშირდება. ხოლო ბუღალტერიის მიმართულებით კიდევ უფრო მეტ სიფრთხილეს იჩენენ, რისი ერთ-ერთი მიზეზიც მჭიდრო კონტაქტის საჭიროებაა, რათა საქმიანობის პროცესში დავალების მიცემა შეფერხებების გარეშე მოხდეს. ამას სწრაფი რეაგიერება და საჭიროების შემთხვევაში, სწრაფი კონსულტაციების მიღებაც მოჰყვება.
"ჩვენ აღნიშნული საჭიროებები შევისწავლეთ და გავიაზრეთ, რომ მიუხედავად იმისა, რა მასშტაბების ან რა რაოდენობის კომპანიებთან თანამშრობლობ, თითოეულ მომხმარებელს ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება და ამ ყველაფერს ერთ სტანდარტულ ციკლში ვერ მოაქცევ, რისთვისაც კომუნიკაციის ისეთი მეთოდები შევიმუშავეთ, რომლითაც ყველა მომხმარებელს სწრაფ, ხარისხიან და მის საჭიროებებზე მორგებულ მომსახურებას ვთავაზობთ".
ამბობს, რომ მომსახურების სფეროში სარეალიზაციო პროდუქტს თანამშრომლები ქმნიან, ვინც უშუალოდ სერვისის მიწოდებაში არიან ჩართულები.
Countman-ის შემთხვევაში, ხარისხიანი მომსახურების შექმნას ბუღალტერთა გუნდი უზრუნველყოფს, რომელთა განწყობა ჩვენს მომხმარებელთან ეფექტური თანამშრომლობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
შესაბამისად, ორიენტირებულები ვართ თანამშრომლების განვითარებასა და მათთვის კომფორტული გარემოს შექმნაზე, რისთვისაც Countman-ი მუდმივი ზრდის ფაზაში უნდა იყოს, რათა ყველა თანამშრომელს საკუთარ სივრცეში კარიერული განვითარების უმაღლესი მწვერვალების დაპყრობის შესაძლებლობა მისცეს".
კომპანიის მოკლევადიანი გეგმა საკუთარი უპირატესობების წარმოჩენაა.
"გვინდა ყველაზე მსხვილი კვალიფიციური ბუღალტრების დამსაქმებლები გავხდეთ, რისი მეშვეობითაც ბაზარზე ჯანსაღ კონკურენციას შევქმნით. ხარისზე ორიენტირებულობა და მომხმარებლის კმაყოფილება მთავარი საბრძოლო იარაღი იქნება. აღნიშნული ქმედებით მცირე და საშუალო ბიზნესებს უკეთესი ხარისხის ბუღალტრული მომსახურების მიღებაში დავეხმარებით, რითაც სექტორის განვითარებაში ჩვენს წვლილს შევიტანთ".
გრძელვადიან ჭრილში Countman-ი გეგმავს, ადგილობრივ ბაზარზე დანერგილი საუკეთესო პრაქტიკა უცხოურ ბაზარზე გაიტანოს და მათ საგადასახადო სისტემაზე მორგებული მოდულები შექმნას.