Get All Access for $5/mo

Craft Grill and Beer - რესტორანი მომხმარებელს ჯანსაღი სწრაფი კვების პროდუქტებს სთავაზობს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

"Craft Food" მომხმარებელს მასში შემავალი რესტორნების მეშვეობით განსხვავებული და ჯანსაღი კონცეფციის პროდუქტს სთავაზობს, რაც მოიცავს რამდენიმე კომპანიას. ესენია: "კრაფტ ჰოთ-დოგები", "კრაფტ შაურმა", "კრაფტ ბურგერები".

"კრაფტ გრილისა და ლუდის" ახალი რესტორანი სტუმრებს გრილზე მომზადებულ კრაფტ ჰოთ-დოგებს, მის მიერ წარმოებულ სოსისებსა და ღორის ნეკნის დაფებს სთავაზობს.

"ბრენდის შექმნის ეტაპები საკმაოდ ხანგრძლივი და შრომატევადი იყო. გვინდოდა მომხმარებლისთვის ახალი, განსხვავებული და მათი საჭიროებების შესაბამისი სერვისი შეგვეთავაზებინა", - დეა ცომაია, "Craft Food Holding"-ის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

როგორც დეა გვიყვება, ამ პროცესში ისინი რამდენიმე გამოწვევას გადააწყდნენ. ერთ-ერთი იყო ის ფართოდ გავრცელებული მითი, რომ სწრაფი კვება (ბურგერი, შაურმა, ჰოთ-დოგი) არ შეიძლება იყოს ჯანსაღი.

"ვიფიქრეთ, რატომაც არა?! მივიღეთ გამოწვევა და დავიწყეთ კრაფტის ჯანსაღი კონცეფციის შექმნა, რომლის უკანაც ძალიან დიდი გუნდი დგას. ეს დაუღალავ რესურსსა და შრომას მოითხოვს ბრენდის იდენტობის, რეპუტაციისა და ნდობის მოპოვების გრძელვადიან გზაზე".

კომპანია აქტიურად ცდილობს ამ სტერეოტიპების დამსხვრევას და ქმნის განსხვავებული და მაქსიმალურად ჯანსაღი პროდუქტის კონცეფციას. ბრენდის მიზანია მომხმარებლისთვის ჯანსაღი სწრაფი კვების პროდუქტების კრაფტის წესით წარმოება, ნედლეულის საკვები ღირებულებისა და ფასის შეუცვლელად.

როგორც დეა გვიყვება, მომზადების წესი განსაკუთრებული და განსხვავებული სწორედ იმითაა, რომ ჰოთ-დოგის ფაფუკი და ჰაეროვანი ფუნთუშები სპეციალურად კრაფტისთვის ნახშირის ბაზაზე ცხვება, რაც ხელს უწყობს ნახშირწყლების ბალანსს და პროდუქტს გაცილებით მსუბუქსა და ჯანსაღს ხდის.

ხდება სოსისების ადგილობრივი წარმოება ნატურალური გაუყინავი ხორცით, სპეციალურ გარსაცმში, რაც სოსისებს ადვილად გადამუშავებადს და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოს ხდის. ასევე, არ შეიცავს კონსერვანტებს და მასში შემავალი ინგრედიენტები წარმოებულია შვეიცარიაში, უმაღლესი სტანდარტების სრული დაცვით.

გარდა ამისა, სოსისები იბრაწება გრილზე, რაც მას უნარჩუნებს საკვებ ღირებულებას და განსხვავებულ გემოვნურ თვისებებს სძენს. სერვირებისას, კეტჩუპისა და მაიონეზის ნაცვლად, გამოიყენება მხოლოდ კრაფტის შეფების მიერ დამზადებული საფირმო სოუსები.

"ვფიქრობ, ისეთი ბრენდის შექმნის გზაზე, რომლითაც ბაზარზე არსებული პრობლემის გადაჭრას შეძლებ, რამდენიმე მიმართულებით უნდა იფიქრო. პირველ რიგში, აუცილებელია ბრენდის პერსონიფიკაცია. მაგალითად, როგორი იქნებოდა ბრენდი, ინდივიდი რომ ყოფილიყო. რით არის გამორჩეული, რა მოთხოვნას აკმაყოფილებს, რა პრობლემას წყვეტს. რას უნდა ფიქრობდეს მისი მომხმარებელი, თუ ამ ბრენდს აირჩევს. როგორი მენტალობისა და ცხოვრების წესის ადამიანები გვინდა გამოგყვნენ და რისთვის უნდა გვითხრან მადლობა".

დეა ამბობს, რომ ბრენდის შექმნის წინ არსებობდა მიმღებლობის პრობლემის გაჩენის საფრთხე (ჯანსაღი შაურმა, ჰოთ-დოგი, ბურგერი?!). მაგრამ კრაფტის მამოძრავებელი და მამოტივირებელი იყო ბიზნესის მთავარი იდეა - ადამიანი, რომელიც საჭიროებდა სანდოობის ეტაპების გავლას, შესაბამის დროსა და გარემოებებში სწორი გზავნილების მიღებას და უარყოფით უკუკავშირზე ემოციურ მდგრადობას.

"მთელი გუნდის სახელით დამწყებ ანტრეპრენერებს ვეტყოდით, რომ არ არსებობს იდეა, რომლის რეალობად ქცევაც შეუძლებელია. ვურჩევდით, რომ ჰქონდეთ საკუთარი თავისა და შესაძლებლობების რწმენა, არ შეუშინდნენ რისკებს, მოახერხონ იდეის პერსონიფიკაცია და, უბრალოდ, დაიწყონ. უპირატესია რწმენა, თავდაჯერება და სწორი მენტალური შეხედულება".

ჩვენი საქმიანობა, პირველ რიგში, პრობლემის გადაჭრას ემსახურება. აქტიურად ვმუშაობთ კიდევ უფრო საინტერესო და განსხვავებული პროდუქტების წარმოებაზე. 2024 წლის ბოლომდე თბილისის მასშტაბით კრაფტის კიდევ ორი ახალი რესტორნის გახსნა გვინდა.

"არაფერი ისე გადამდები არ არის, როგორც გულწრფელი ღიმილი და არაფერი ისე არ გვახარებს, როგორც მოღიმარი და მადლიერი ადამიანების სიმრავლე".

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ლიდერობა

მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ლიდერების ციტატები ლიდერობაზე

ერთხელ აინშტაინმა თქვა: "ლიდერი ის ადამიანია, ვისაც ალიაქოთში სიმარტივე, უთანხმოებაში ჰარმონია და სიძნელეებში შესაძლებლობები მოაქვს".

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე