Get All Access for $5/mo

"დაბრკოლება ბიძგს აძლევს მოქმედებას" - მარიამ ქარციძის ანტრეპრენერული თავგადასავალი "ნოვაპროსთან" ერთად

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

თანამედროვეობაში ციფრული სამყაროს შესაძლებლობების ათვისება და სიკეთეების საკუთარ ბიზნესში გამოყენება ძალიან მნიშვნელოვანია. "ნოვაპრო" სწორედ ამ მიმართულებით ეხმარება მომხმარებლებს, მათ შორის კომპანიებს - თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვასა და ციფრულ ტრანსფორმაციაში.

Entrepreneur-თან ინტერვიუში მარიამი ამბობს, რომ "ნოვაპრო" ოფიციალური წარმომადგენელია კომპიუტერული და საყოფაცხოვრებო ტექნიკის 70-ზე მეტი წამყვანი ბრენდის, როგორიცაა: DELL, HP, LENOVO, CISCO, ACER,CANON, SAMSUNG, UNIFI, MIKROTIK და სხვ.

ამასთანავე, "ნოვაპრო" დაარსების დღიდან წარმატებით ნერგავს სხვადასხვა სექტორზე მორგებულ გადაწყვეტილებებს როგორც კლასიკური IT მიმართულებით, ასევე ისეთ სფეროებში, როგორიცაა უსაფრთხოების სისტემები, მზის ენერგიის და სხვა უახლესი ტექნოლოგიები.

"მაღალი ხარისხის შენარჩუნებისა და სწორი კომუნიკაციის პარალელურად კომპანია მთლიანად ორიენტირებულია, მომხმარებელს მუდმივად შესთავაზოს ხელმისაწვდომი ღირებულებები მათ ონლაინმაღაზიაში არსებულ პროდუქტებზე" - ამბობს "ნოვაპროს" დამფუძნებელი და CEO მარიამ ქარციძე.

"ნოვაპროში" სჯერათ, რომ თანამედროვე მომხმარებლისთვის ხარისხი და დრო თანაბრად მნიშვნელოვანია. ამიტომაც მაღალი დონის მომსახურების ადეკვატურ დროში მიწოდება მათთვის პრიორიტეტულია. ამას კი კვალიფიციური გუნდის მუშაობა სჭირდება. სწორედ ეს არის კომპანიის რეცეპტი "ბაზარზე უპირატესობის მოპოვებისა და შენარჩუნებისათვის".

ამ სეგმენტში მკაცრი კონკურენციისა და მუდმივად ცვალებადი გარემოს პირობებში კომპანიისთვის ყველაზე დიდ გამოწვევას წარმოადგენდა მომხმარებლის ნდობის მოპოვება, დადებითი დამოკიდებულების ჩამოყალიბება კომპანიისადმი და მათთან გრძელვადიანი ლოიალური ურთიერთობის ჩამოყალიბება. თუმცა მარიამი მიიჩნევს, რომ "ნოვაპროს" გუნდმა კვალიფიკაციითა და მომსახურების დონით ეს წარმატებით მოახერხა.

"მომხმარებელს ვთავაზობთ პირადი მენეჯერის სწრაფ, მარტივ და კვალიფიციურ მომსახურებას და მიწოდების უზრუნველყოფას შეკვეთის დღესვე, რაც საკმაოდ კომფორტულს ხდის ჩვენთან თანამშრომლობას. ჩვენს მომხმარებლებს შორის არიან საქართველოს წამყვანი კომპანიები, სახელმწიფო დაწესებულებები, საერთაშორისო კომპანიები, ისევე როგორც კერძო პირები, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები. გვინდა მადლობა გადავუხადოთ მათ ნდობისა და ერთგულებისთვის", - ამბობს მარიამი ინტერვიუში.

გამომდინარე იქიდან, რომ მუდმივი განვითარების სურვილი და შესაძლებლობები მთავარი მოტივაციაა, მარიამმა დამოუკიდებელი ბიზნესსაქმიანობა სწორედ ამ სფეროში დაიწყო. ამბობს, რომ ტექნოლოგიებისადმი სიყვარული და სიახლეებისადმი ინტერესი აძლევს საშუალებას, მუდმივად განვითარდეს. მარიამის აზრით, სწორედ გამოცდილებისადმი ღიაობა, მუდმივი განვითარების სურვილი ხდის "ნოვაპროს" გუნდს წარმატებულს.

"ნოვაპრო" დასაქმებულებს აქტიურად სთავაზობს შიდა ტრენინგებს, ვორქშოპებს, ქალაქგარეთ გასვლით სემინარებს და ა.შ.

"ჩვენი მიზანია შევქმნათ იმგვარი გარემო, სადაც თითოეულ თანამშრომელს ეძლევა საკუთარი პოტენციალისა და მისწრაფებების რეალიზების შესაძლებლობა კომპანიის სტრატეგიული მიზნების მიღწევის პროცესში. ჩემთვის, როგორც კომპანიის დამფუძნებლისთვის, აუცილებელია ყველა თანამშრომელმა იგრძნოს, რომ მას მნიშვნელოვანი ადგილი ენიჭება გუნდში". - გვეუბნება მარიამი.

დამწყები მენეჯერებისა და ანტრეპრენერებისთვის ერთი რჩევა აქვს - არასდროს დაკარგონ ინდივიდუალიზმი და არ გააკეთონ რაღაც მხოლოდ იმიტომ, რომ სხვებიც ასე იქცევიან. ფიქრობს, რომ საქმეში მთავარია შემოქმედებითობა და არა ამ მოგზაურობის შეჯიბრად აღქმა.

"იყავით გაბედულები, მამაცები და გახსოვდეთ: "დაბრკოლება ბიძგს აძლევს მოქმედებას. რაც გზაზე გვეღობება, სწორედ ის გვევლინება გადაჭრის გზად". ჩემთვის წარმატებული ანტრეპრენერის დეფინიცია შეუპოვრობასთან, მიზანსწრაფულობასთან, სიმამაცესა და სიმტკიცესთან ასოცირდება, მასთან, ვინც არ უშინდება წინააღმდეგობებს და ადვილად არ ნებდება", - ამბობს მარიამი.

"ნოვაპროს" უახლოეს გეგმებში შედის თანამშრომლების რაოდენობის ზრდა, ვებპლატფორმის გამართვა და საცალო მომხმარებლებში ცნობადობის გაზრდა. მთავარი მიზანი კი მუდმივ ზრდაზე, განვითარებაზე ორიენტირება და მაღალი სტანდარტის შენარჩუნებაა.

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი