Cyber Monday Sale! 50% Off All Access

დადარი - შესაძლებლობები შეუზღუდავია სოციალური საწარმო მაღალი ხარისხის ხის ეკოლოგიურად სუფთა სათამაშოებს აწარმოებს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Enrepreneur.ge

"დადარი" საქართველოში მოქმედი სოციალური საწარმოა, რომელიც მაღალი ხარისხის ხის ეკოლოგიურად სუფთა სათამაშოებს აწარმოებს. მისი მთავარი სოციალური მისიაა, სათამაშოების წარმოების ინდუსტრიაში გადაამზადოს და დაასაქმოს განსაკუთრებული საჭიროებების, ინტელექტუალური განვითარების შეფერხების მქონე პირები. მისცეს ახალი შესაძლებლობების აღმოჩენის საშუალება და ხელი შეუწყოს მათ საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულფასოვან ინტეგრაციას.

"დადარის" დამფუძნებლები, პარტნიორები − მერაბ კუჭუხიძე და არჩილ გობეჯიშვილი არიან. სოციალური საწარმოს გუნდი 15-მდე პროფესიონალი ადამიანისგან არის დაკომპლექტებული. მათგან 4 თანამშრომელი განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირია, რომლებიც სამუშაო პროცესში აქტიურად და პროდუქტიულად არიან ჩართულნი.

საწარმოს უმთავრეს პრინციპსა და ღირებულებას ხარისხი წარმოადგენს, რომლის შენარჩუნებასა და ზრდაზეც მუდმივად ზრუნავენ. "დადარის" პროდუქციის ხარისხს საერთაშორისო აღიარება უკვე მოპოვებული აქვს. საწარმოსთან აქტიურად თანამშრომლობს გერმანია, რომელიც თავის მხრივ, კიდევ არაერთ ევროპულ ქვეყანასთანაა მისი ერთგვარი სავაჭრო მედიატორი. საწარმოს სათამაშოებს შეხვდებით ამერიკის შეერთებულ შტატებშიც. გერმანიის ლაბორატორიებში "დადარის" სათამაშოების უსაფრთხოება და მაღალი ხარისხი არაერთგზის დადასტურდა. შესაბამისად, იგი ევროპულ სტანდარტს სრულად შეესაბამება. სოციალური საწარმოს განსაკუთრებულ მიზანს კი მაინც ადგილობრივად, საქართველოში, ეკოლოგიურად სუფთა სათამაშოების დეფიციტის შევსება წარმოადგენს, რათა რაც შეიძლება მეტმა ბავშვმა შეძლოს საქართველოში უსაფრთხო სათამაშოებით თამაში.

"დადარის" სათამაშოები და ნივთები მზადდება მაღალი ხარისხის ნეკერჩხლისა და ცაცხვის ხის ჯიშებისგან. სათამაშოების ზედაპირი კი დაფარულია სათამაშოებისთვის სპეციალურად განკუთვნილი ცვილნარევი ზეთებით, ეკოლოგიურად სუფთა საღებავებით, რომლებიც არ შეიცავს მომწამვლელ მძიმე მეტალებს.

"დადარი" შეკვეთებს როგორც კერძო პირებისგან, ასევე კორპორაციულად, სხვადასხვა ორგანიზაციებისგანაც იღებს, რომლებსაც საკუთარ საჭიროებებსა და სურვილზე მორგებულ პროდუქციას უმზადებს. სოციალური საწარმოს შემოსავლები მთლიანად პროდუქციის რეალიზაციაზეა დამოკიდებული, ამიტომ იგი მუდმივად დონორი ორგანიზაციებისა და პარტნიორების ძიების პროცესშია, რათა მომავალში კიდევ დიდხანს შეძლოს საკუთარი საქმიანობის, მიზნებისა და მისიის განხორციელება. "დადარი", საკუთარი გუნდითა და საქმიანობით, ყოველდღიურად ამტკიცებს და მომავალშიც აპირებს დაამტკიცოს, რომ შესაძლებლობები შეუზღუდავია.

სალომე ქუშაშვილი

ჟურნალისტი

Business News

საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება

ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ "ქართული ოცნების" ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინდუსტრიული ტრენდები

''ჩინი'' - თვალისჩინივით მოსაფრთხილებელი ქვეყნის თვალსაჩინოებისთვის

გამორჩეულად შეფუთული ბარგი ქართული სტარტაპისგან!

ლიდერობა

17 შთამაგონებელი ციტატა, რომელიც თქვენს გუნდს ერთიანს გახდის

თქვენი გუნდი დათრგუნულია? მისი გამხნევება სცადეთ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ციტატა გაუგზავნეთ