''დამზადებულია საქართველოში და ყოველთვის ასე იქნება'' იცნობდეთ bestMark-ს!
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
მიუხედავად მუდმივად ცვალებადი ტენდენციებისა, ტყავი და მისგან შექმნილი აქსესუარები აქტუალურობას არ კარგავს. მეტიც − ხარისხიანი ტყავისგან დამზადებული, ხშირი გამოყენების აქსესუარები უფრო და უფრო პოპულარული, დიდი მოთხოვნის მქონე და მოდური ხდება. საერთაშორისო ტრენდს ქართული ბრენდი bestMark უკვე წლებია პასუხობს, რომელიც ნატურალური ტყავისგან, ხელით დამზადებულ მოდურ აქსესუარებს ქმნის. "დამზადებულია საქართველოში და ყოველთვის ასე იქნება" − ფრაზა, ბრენდის უმთავრეს სამუშაო პრინციპს წარმოადგენს.
bestMark-მა და მისმა გუნდმა პირველი ნაბიჯების გადადგმა 2014 წლიდან დაიწყეს, თუმცა მის ისტორიაში განვითარების ახალი ეტაპი 2018 წლიდან იწყება, როდესაც დაგროვილი გამოცდილებისა და ასეულობით ერთგული კლიენტისგან უკუკავშირის მიღების შემდეგ, ის განვითარების ახალ საფეხურზე გადავიდა.
ბრენდი უკვე ქვეყნის ფარგლებს გარეთაც კარგადაა ცნობილი. ევროპასა და განსაკუთრებით ამერიკის შეერთებულ შტატებში bestMark-ის აქსესუარებით ხშირად ინტერესდებიან და უკვეთავენ.
ტყავის დამუშავებასთან ერთად, ბრენდის გამორჩეულ მახასიათებელს, საავტორო მოდელების საკუთარი კომპოზიციებით მოხატვა წარმოადგენს. არცერთი ნახატი რომელიღაც ფერწერული ტილოს ასლს არ წარმოადგენს და სრულიად ინდივიდუალურია. bestMark-ის აქსესუარებზე შეხვდებით სხვადასხვა ქვეყნის კულტურული თემატიკით შთაგონებულ ფერად ორნამენტებსა და სიმბოლოებს, რომელიც ტყავის ზედაპირზე ეფექტურ გამოსახულებას ქმნის. ხოლო ყოველდღიური და ხშირი გამოყენების აქსესუარებს კიდევ უფრო მეტ დატვირთვასა და ესთეტიკას სძენს.
ბრენდის ისტორიის ზრდასთან ერთად, იზრდება აქსესუარების ასორტიმენტიც, რომელსაც bestMark საკუთარ მომხმარებლებს სთავაზობს. საფულეები, ჩანთები, ზურგჩანთები, წელის ჩანთები, საპასპორტე, საბარათე − ეს ყველაფერი bestMark-ის ბრენდით, ხელით შექმნილი, ტყავის მოდური აქსესუარებია, რომელიც ხარისხთან ერთად მფლობელს სტილისა და ყოველდღიური ცხოვრების გამრავალფეროვნებას ჰპირდება. ხარისხსა და მეტ ფერადოვნებასთან ერთად კი კომფორტსაც სთავაზობს, რომელიც ყოველდღიური გამოყენების ნივთების ტარების მოსახერხებელ და კომპაქტურ შესაძლებლობას გულისხმობს.
bestMark-ის გუნდისთვის მომხმარებლების კმაყოფილება უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. სწორედ ამიტომ, მათგან უკუკავშირის მიღებასა და მის გაანალიზებას დიდ დროს უთმობენ. მაქსიმალურად ითვალისწინებენ თითოეულ პრაქტიკულ და ესთეტიკურ ფაქტორს, რომელსაც მომხმარებელი აღნიშნავს. ხარისხიანი პროდუქციის შექმნა, დახვეწილი სერვისი და შედეგად ბედნიერი მომხმარებელი, ის სამი უმთავრესი მიზანია, რომლისკენაც bestMark ყოველდღიურად მიისწრაფვის.
ქართული ბრენდი და მისი გუნდი მასშტაბების ზრდასა და განვითარებას მომავალშიც აპირებს. იგეგმება ტყავის ნივთების კონცეპტუალურად კიდევ უფრო მეტად დატვირთვა. მოცარტი, გალაკტიონი, რუსთაველი და არა ხმოლოდ, საკუთარი შემოქმედებით, სხვადასხვა სიმბოლური სახესხვაობებით მალე ტყავის აქსესუარებზე აღიბეჭდება, რაც კულტურის პოპულარიზაციისთვის ერთგვარ ახალ ინსტრუმენტსაც წარმოადგენს.
მანამდე კი bestMark-ის ტყავის ფერადი, ხელით ნაკეთი და მოხატული აქსესუარების შეკვეთა მსურველებს ონლაინპლატოფრმების − bestMark.ge-ისა და Entrepreneur Shop-ის მეშვეობით შეუძლიათ. მას კი, რასაც მაღაზიაში ვერ იყიდით, კურიერი მთელი საქართველოს მასშტაბით, შეკვეთიდან 3-5 სამუშაო დღეში სასურველ მისამართზე მოგაწვდით.