"დეკა" - მაღალი ხარისხის კორპორაციული კვება
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
"დეკა" კომპანიებს ფურშეტით მომსახურებას უწევს. ქარხნებს, სკოლებს, ოფისებს, სასტუმროებსა თუ კომპანიებს ყველა იმ სერვისს სთავაზობს, რაც მომუშავე პერსონალის გამოკვებას უკავშირდება.
"ჩვენი მიზანი, უპირველეს ყოვლისა, ზრდა და სწორი განვითარებაა. ჩვენ გვსურს ახალი გამოცდილება დავამკვიდროთ და მომხმარებელს ხარისხიანი და სასიამოვნო მომსახურება შევთავაზოთ", - აკაკი დეკანოსიძე, "დეკას" დამფუძნებელი.
როგორც აკაკი აღნიშნავს, "დეკა" მომხმარებელს კვებასთან დაკავშირებულ ყველა მომსახურებას სთავაზობს, ფურშეტიდან ბუფეტამდე.
"ვცდილობთ, კომპანიის პერსონალის ყოველდღიური ცხოვრება უკეთესი გავხადოთ, რადგან კვება ჯანმრთელობასა და ადამიანის ცხოვრების ხარისხთან პირდაპირაა დაკავშირებული. ვეხმარებით კომპანიებს მომუშავე პერსონალისთვის სწორი და ჯანსაღი კვების რაციონის შექმნაში, რათა მათ უკეთესი სამუშაო დღე და გარემო ჰქონდეთ.
ბევრ ადამიანს უთქვამს, რომ ჩვენი კერძები მათ ბავშვობაში აბრუნებს და ბებოს შეზავებულ გემოებს ახსენებთ. ჩვენი სერვისები ნამდვილად გამორჩეული და განსაკუთრებულია, თუმცა რამდენიმე სიტყვით რომ ვთქვა, ეს არის ხარისხი, მიდგომა, გემო და ფასი".
აკაკი ამბობს, რომ თავდაპირველად, "დეკა" ოპერირებდა ქალაქში ყველასათვის ხელმისაწვდომი სერვისით, რომელიც ცომეულისა და მზა საკვების მიტანას ან ადგილზე შეძენას გულისხმობდა.
"უამრავი კომპანიის მოთხოვნის შემდეგ ბრენდი გარკვეული დროით მხოლოდ კორპორაციულ კვებაზე გადაეწყო. მომხმარებლების დიდმა ნაწილმა კი უკმაყოფილება გამოთქვა და ისურვა საცალო გაყიდვების უკან დაბრუნება. მარტის ბოლოდან საცალო გაყიდვების ობიექტიც გვიბრუნდება და, რა თქმა უნდა, კორპორაციული კუთხითაც ვაგრძელებთ მუშაობას".
მარტის ბოლოდან საცალო გაყიდვების ობიექტი რუსთავშიც გაიხსნება, უახლოეს მომავალში კი დასავლეთ საქართველოშიც იქნება ხელმისაწვდომი.
"კონკურენცია ძალიან დიდია. არსებობენ კომპანიები, რომლებიც წლებია ბაზარზე საქმიანობენ და დიდი ნდობით სარგებლობენ, შესაბამისად, მათთვის კონკურენციის გაწევა რთული იყო. თუმცა ჩვენთვის მთავარი ხარისხი და მაღალი სტანდარტებია. გვსურს ჩვენს მომხმარებლებთან გულწრფელი ურთიერთობა გვქონდეს და მათ იმედები გავამართლოთ.
ჩვენთვის მთავარია, ყველა კომპანიის მომუშავე პერსონალის გულში ადგილი გვეჭიროს. რაც უფრო მეტი ადამიანი იქნება ჩვენით კმაყოფილი, სათქმელს მით უფრო ხმამაღლა ვიტყვით, რაშიც ეჭვი არავის გვეპარება".
"დეკა" უახლოეს მომავალში დასავლეთ საქართველოშიც გაიხსნება, რაც კომპანიის ზრდას განაპირობებს. კომპანია მთელი საქართველოს მასშტაბით საწარმოების გახსნასა და ბევრ კომპანიასთან თანამშრომლობას გეგმავს. ასევე, წლის ბოლომდე თბილისში საცალო ობიექტი გაიხსნება.