Get All Access for $5/mo

"ძალიან ბევრი ადამიანი ავაცეკვეთ და ავამოძრავეთ" ხშირად აღნიშნავენ, რომ მათი ცხოვრება გავაფერადეთ, გავახალისეთ და ბევრი სასიკეთო ცვლილება შევიტანეთ

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ლევიოსა

უკვე არავისთვის სიახლე არაა, რომ USAID-ის პროგრამას "ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა საქართველოში" (USAID YES-Georgia), წლიდან წლამდე უდიდესი წვლილი შეაქვს საქართველოში პერსპექტიული და მოტივირებული ადამიანების წარმოჩინებისა და ხელშეწყობის საქმეში. მათი ჩართულობით არაერთმა დამწყებმა თუ განვითარების ეტაპზე მყოფმა ანტრეპრენერმა გაიარა ბიზნესტრენინგებისა და მენტორობის სესია, გაიუმჯობესა სამეწარმეო უნარ-ჩვევები და მასშტაბირებისათვის აუცილებელ ფინანსებზე წვდომა მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ 2016 წლიდან USAID YES-Georgia-ს ეგიდით "ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლა" დაარსდა. ამ წლების განმავლობაში პროექტმა 5000 განაცხადი მიიღო, 1000-ზე მეტ ახალგაზრდას ტრენინგების კურსის გავლის შესაძლებლობა მისცა, 486 კურსდამთავრებულს ბიზნესპროექტების შედგენაში დაეხმარა, რომელთაგან 89-მ ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია "კრისტალის" თანადაფინანსებაც მოიპოვა.

USAID-ის პროგრამა "ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა საქართველოში" (USAID YES-Georgia) ხორციელდება ფონდი "კრისტალის" მიერ, USAID-ისა და ქალთა გლობალური განვითარებისა და კეთილდღეობის (W-GDP) ინიციატივის ფარგლებში, ამერიკელი ხალხისგან მიღებული ფინანსური დახმარებით. პროექტს დამატებით ფინანსურ მხარდაჭერას უწევს ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია "კრისტალი".

"ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლა" შესაძლებლობაა დამწყები ანტრეპრენერებისთვის, რათა თავიანთი ჩანაფიქრი რეალობად აქციონ და ფართო ასპარეზზე გასვლის შანსი მიიღონ. ამ პროექტის ეფექტურობასა და მნიშვნელობაზე, საქართველოს სამეწარმეო გარემოს ფორმირების საქმეში, მის ბენეფიციარს "ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლის" ერთ-ერთი კურსდამთავრებულს, Leviosa-ს დამფუძნებელს, თამთა ჯაფარიძეს გავესაუბრეთ.

Leviosa არის მოძრაობის სივრცე, რომელიც მდებარეობს ა. პოლიტკოვსკაიას 3-ში, საცხოვრებელი კომპლექსის "შენი სახლი ჯიქიაზე" ეზოში. ამ სივრცეში მისულ ადამიანს ჯგუფური ვარჯიშებისა თუ ცეკვების მრავალფეროვანი არჩევანი დახვდება, როგორებიცაა: პილატესი, ზუმბა, იოგა, ჰიპ-ჰოპი, არგენტინული ტანგო, მხატვრული ტანვარჯიში, კარატე, ბალეტი და ა.შ.

"სულ რაღაც 5 თვეა, რაც "ლევიოსა" არსებობს, თუმცა დროის ამ მცირე მონაკვეთში ძალიან ბევრი ადამიანი ავაცეკვეთ და ავამოძრავეთ. იდეა გაჩნდა მაშინ, როდესაც ჩვენი რეალობა კორონავირუსმა სრულიად შეცვალა − შინ გამოვიკეტეთ, დაგვაკლდა ერთმანეთთან ურთიერთობა, საფრთხე შეექმნა არა მხოლოდ ჩვენს ფიზიკურ, არამედ მენტალურ ჯანმრთელობასაც. სწორედ მაშინ, მე და ჩემმა მეუღლემ აღმოვაჩინეთ, რომ ასეთ სტრესულ პერიოდში ცეკვა განსაკუთრებულად გვეხმარებოდა − ასე გაჩნდა იდეაც, შეგვექმნა უსაფრთხო სივრცე, სადაც თითოეული ადამიანი შეძლებდა საკუთარი მოძრაობის პოვნას − იქნებოდა ეს ცეკვა თუ ვარჯიში. გახსნიდან მალევე დავრწმუნდით, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ − დღითი დღე იზრდება ინტერესი ჩვენი სივრცის მიმართ, შევიძინეთ ძალიან კარგი მეგობრები, რომლებიც ხშირად აღნიშნავენ, რომ მათი ცხოვრება გავაფერადეთ, გავახალისეთ და ბევრი სასიკეთო ცვლილება შევიტანეთ, რაც ჩვენთვის ყველაზე დიდი სტიმულია, ბიზნესისთვის კი - საუკეთესო რეკომენდაცია", − აცხადებს თამთა ჯაფარიძე.

როგორც Leviosa-ს დამფუძნებელი ამბობს, "ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლის" შესახებ მეგობრისგან შეიტყო, რომელიც თავად გახდა ერთ-ერთი ნაკადის ბენეფიციარი. "მას რჩევისთვის მივმართე, რადგან საკმაოდ წარმატებული ბიზნესი აქვს − როგორც აღმოჩნდა, ამაში მნიშვნელოვანი წვლილი სწორედ "ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლას" და მის მენტორებს მიუძღვით. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან გამიმართლა − საკუთარი საქმის წამოწყება ისედაც რთულია, განსაკუთრებით კი პანდემიის პირობებში. "ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლა" კი ამ სიძნელეების გადალახვაში დამეხმარა და კიდევ უფრო მეტი გამბედაობა შემძინა", − აღნიშნავს თამთა ჯაფარიძე.

"ლევიოსა" სექტემბრიდან ახალ სეზონს იწყებს, განახლებული ჯგუფებით და კიდევ უფრო ინტენსიური დატვირთვით. საუბრისას თამთამ აღნიშნა, რომ გუნდის თითოეული წევრი სრულად ვაქცინირებულია და ძველ და ახალ მეგობრებთან შესახვედრად მზად არიან. "ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლაში" მიღებული დაფინანსებით, ჩვენი დარბაზი კიდევ უფრო კომფორტული და ლამაზი იქნება. იმედი გვაქვს, შეუფერხებლად გავაგრძელებთ მუშაობას და კიდევ უფრო მეტ ადამიანს აღმოვაჩენინებთ თავიანთ მოძრაობას", – Leviosa-ს დამფუძნებელი, თამთა ჯაფარიძე.

არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia

როგორ დავიწყო ბიზნესი

როგორ დავიწყოთ ბიზნესი (თითქმის) უფულოდ?

ბიზნესის წამოწყება და განვითარება საკუთარი ფინანსური ინვესტიციის გარეშეც შესაძლებელია, თუკი კარგად იცით, რას აკეთებთ

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია