Get All Access for $5/mo

ECO TOY - ეკოლოგიურად სუფთა სათამაშოების მწარმოებელი ქართული ბრენდი

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ECO TOY ეკოლოგიურად სუფთა საბავშვო სათამაშოების ამზადებს. პროცესში არ გამოიყენება საღებავები და მავნე ქიმიური მინარევები, რომლებიც ბავშვის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის.

"ამ საქმიანობას 14 წლიდან აქტიურად ვეწევი. მანამდე უბრალო, ბავშვური გატაცება იყო, რომელიც არაერთგზის პროექტებისა და გრანტების მეშვეობით განხორციელდა. ამ ყველაფერმა ბაზარზე მრავალი სიახლის შემოტანისა და დანერგვის საშუალება მომცა", - საბა გოგიტიძე, ECO TOY-ის დამფუძნებელი.

როგორც საბა გვიყვება, რთული გზა გაიარა, რომელიც სავსე იყო გამოწვევებით და ამავდროულად, დიდი მოლოდინებით. ამან მისი ხედვა უფრო გააფართოვა და წარმატების მიღწევაში დაეხმარა. დაგროვილი გამოცდილების წყალობით დღეს გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად იღებს და შედეგებზეც თავადაა პასუხისმგებელი.

"თავიდან ჩემი ასაკი ძალიან მაბრკოლებდა. დროთა განმავლობაში ეს პრობლემა ხელს აღარ მიშლიდა, მაგრამ ბაზრის ათვისება დღესაც საკმაოდ დიდ გამოწვევას წარმოადგენს. ამ საქმეს არა მხოლოდ ფინანსური სარგებლის მოსაპოვებლად, არამედ სიყვარულით ვაკეთებ, რაც აქამდე მოსვლაში ძალიან დამეხმარა".

როგორც თავად ამბობს, დამოუკიდებელმა ბიზნესსაქმიანობამ ასწავლა, რომ სიახლეების ძიება მუდმივი პროცესია, რომელშიც ღირებულის შექმნა არ უნდა შეწყვიტო. მისთვის ბიზნესი სავიზიტო ბარათია და ყოველთვის ცდილობს საკუთარი თავის მიმართ ჯანსაღი კრიტიკა ჰქონდეს.

"ჩემთვის ანტრეპრენერი ის ადამიანია, ვისაც საკუთარი მიზნისკენ პირველი ნაბიჯის გადადგმის არ ეშინია. ამ საქმეს სიყვარულით ვაკეთებ და ეს არის ყველაფრის საწყისი".

საბას სურს, რომ მისი ბიზნესი ფართო აუდიტორიისთვის უფრო მასშტაბური და ცნობილი გახდეს. მიაჩნია, რომ ეს აუცილებელია ბრენდის სიცოცხლისუნარიანობისთვის.

"მინდა მოვიპოვო საკუთარი სტაბილური ბაზარი, სადაც საქმიანობას შევძლებ და გავაკეთო ყველაფერი, რაც ჩემს ბრენდს ზრდის საშუალებას მისცემს".

Business News

ეპიზოდ ჯგუფი - საკუთარი საქმის სიყვარულით შექმნილი წარმატების ისტორია

"კომპანიის სახელთან ემოციური კავშირი მაქვს, რადგან ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე საუბრისას ერთ-ერთი განმსაზღვრელი ტერმინი ჩემთვის სიტყვა "ეპიზოდი" იყო"

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია