ელექტრიფაი საქართველო: წამყვანი მუხტი ელექტრიფიცირებული მომავლისკენ

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

"ელექტრიფაი საქართველო" მნიშვნელოვან ნაბიჯს დგამს ეკოლოგიური ტრანსპორტირების ლანდშაფტის მშენებლობაში. ანტრეპრენერმა ბესო პაპიაშვილმა, ოფიციალურად აამოქმედდა ელექტრომობილების დამმუხტველი ქსელი.

"ელექტრიფაი საქართველო"-ს მიზანია, აღმოფხვრას ბარიერები ელექტრომობილების მოხმარებასთან დაკავშირებით, მძლავრი, ხელმისაწვდომი და ჭკვიანი დამმუხტველი აპარატების ინფრასტრუქტურის მოწყობით.

მისი სტრატეგიის ძირითადი მიმართულებაა ადგილობრივ ბიზნესებთან პარტნიორობა. სავაჭრო ცენტრებში, სასტუმროებში, რესტორნებსა და საოფისე კომპლექსებში დამტენი სადგურების ინსტალაციით, კომპანია არა მხოლოდ აკმაყოფილებს ელექტრომობილების მძღოლების საჭიროებებს, არამედ ქმნის საერთო ღირებულებას და ხელს უწყობს ადგილობრივ ეკონომიკურ ზრდას.

"ელექტრიფაი საქართველო" უკვე თანამშრომლობს საქართველოში არსებულ მსხვილ ბრენდებთან და მიზნად ისახავს, ქსელის გაფართოებას ყველა რეგიონში.

ელექტრომობილების მძღოლებს ახლა უკვე შეუძლიათ ჩამოტვირთონ Electrify Georgia აპი App Store-დან ან Google Play-დან, რათა ადვილად მოიძიონ და მოიხმარონ ახლომდებარე დამმუხტველი სადგურები.

ბესო პაპიაშვილი, უკვე ცნობილია ინოვაციებით. ათი წლის წინ, მან წარმატებით გააცნო ბოლტი საქართველოს მოსახლეობას და შეცვალა ადგილობრივი სატრანსპორტო ლანდშაფტი.

კომპანიის მთავარი ფინანსური და საოპერაციო დირექტორი ბექა ბაბუნაშვილია, რომლის გამოცდილებაც ფინანსურ და ბიზნეს ოპერაციებში, მნიშვნელოვან როლს თამაშობს დამმუხტველი ქსელის განვითარებაში.

"ქსელის ზრდასთან ერთად, ჩვენ მზად ვართ, არა მხოლოდ ტრანსპორტის ტრანსფორმაცია მოვახდინოთ საქართველოში, არამედ დავეხმაროთ ქვეყანას რეგიონული ლიდერის პოზიციის მოპოვებაში მდგრადი ინფრასტრუქტურისა და მწვანე ინოვაციების სფეროში," - ბესო პაპიაშვილი, "ელექტრიფაი საქართველო"-ს დამფუძნებელი

"ელექტრიფაი საქართველო"-ს ინფრასტრუქტურა მოიცავს AC დამტენებს, რომლებიც იდეალურია სახლებისთვის, ოფისებისა და გაფართოებული პარკირებისთვის და ასევე, DC სუპერ სწრაფ დამტენებს, რომლებიც განთავსებულია მთავარ მაგისტრალებზე და საკვანძო ურბანულ ჰაბებზე. AC დამტენები უზრუნველჰყოფენ პრაქტიკულ გადაწყვეტას ყოველდღიური გამოყენებისთვის. DC დამტენები კი მკვეთრად ამცირებენ დამუხტვის დროს.

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია