Get All Access for $5/mo

ელგა გიორგაძისა და სალომე ზირაქაძის ანტრეპრენერული მოგზაურობა "რწმენას, სიახლეებისკენ სწრაფვასა და მუდმივი განვითარების სურვილს ყოველთვის მოაქვს შედეგი"

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

"აკადემიური სასწავლო ლაბორატორია" დამფუძნებელმა, ელგა გიორგაძემ და თანადამფუძნებელმა, სალომე ზირაქაძემ, შექმნეს. მოტივაცია ისეთი სასწავლო დაწესებულების გახსნა იყო, სადაც ადამიანები ხარისხიან საგანმანათლებლო პროცესებში იქნებოდნენ ჩართულნი.

სალომე იხსენებს, რომ დამფუძნებლები საკუთარი შვილებისთვის ეძებდნენ საგანმანათლებლო სივრცეებს და აღმოაჩინეს, რომ მსგავსი მაღალი დონის სივრცეები დეფიციტური იყო. "ლაბორატორია" უცხო ენის სასწავლო კურსებს სთავაზობს როგორც ბავშვებს, ისე უფროსებსა და, რაც მთავარია, კომპანიებს.

სალომე ზირაქაძე

"დეფიციტმა გააჩინა იდეა, რომლის განხორციელბა ძალიან მცირე დანაზოგით და კიდევ უფრო მცირე გამოცდილებით დავიწყეთ. მე და ჩემი პარტნიორი, ორივე სრულად განსხვავებულ პროფესიას წარმოვადგენთ, თუმცა განათლების მენეჯმენტი ის მიმართულება აღმოჩნდა, სადაც ძალიან საინტერესო გამოცდილება დავაგროვეთ და ახალი კომპეტენციები შევიძინეთ, როგორც ლიდერებმა", - ამბობს სალომე.

Entrepreneur-თან ინტერვიუში იხსენებს, რომ ბიზნესსაქმიანობა ლოკალურად დიღმის ტერიტორიაზე დაიწყეს. თუმცა მალევე დაინახეს, რომ "აკადემიურ სასწავლო ლაბორატორიას" ბევრად მეტის პოტენციალი ჰქონდა.

მოგვიანებით კი კორპორაციული მიმართულებაც დაამატეს - ისინი კომპანიებს დასაქმებულებისთვის უცხო ენების სწავლებას სთავაზობენ.

"მივხვდით, რომ გაცილებით დიდი შესაძლებლობები გვქონდა, ვიდრე კონკრეტულ ადგილმდებარეობაზე/სეგმენტზე კონცენტრირება იყო. განვავითარეთ კორპორაიული მიმართულებაც და დღეს უკვე ჩვენს პორტფელში 10-მდე წარმატებული კომპანიაა წარმოდგენილი", - გვიყვება სალომე ზირაქაძე, კომპანიის თანადამფუძნებელი.

Entrepreneur-თან ინტერვიუში სალომე ამბობს, რომ განათლების მენეჯმენტი განსაკუთრებულად ფაქიზი სფეროა და სწორედ ამიტომ "ლაბორატორიის" გახსნა უფრო რისკიანი გადაწყვეტილება იყო, ვიდრე, უბრალოდ, ბიზნესის დაწყება.

თუმცა, მისივე თქმით, დამფუძნებლებს სჯეროდათ მიზნის და იმის, რომ შეეძლოთ შეექმნათ სივრცე, სადაც დაინტერესებულებს ხარისხიან ცოდნას მისცემდნენ. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თანამედროვე პირობებში, როცა უცხო ენების ცოდნა კომპანიებში უფრო და უფრო საჭირო ხდება.

ელგა გიორგაძე

სწორედ ამ მიმართულებით სთავაზობს "აკადემიური სასწავლო ლაბორატორია" კომპანიებს სერვისს - მათი კორპორაციული სწავლებით ორგანიზაციებს შეუძლიათ დასაქმებულებს ენის ცოდნის გაუმჯობესებაში დაეხმარონ.

სალომე იხსენებს, რომ მთავარი, რაც ბიზნესსაქმიანობამ ორივე დამფუძნებელს ასწავლა, საკუთარი შესაძლებლობების რწმენაა. ასევე, ხაზს უსვამს გამბედაობის მნიშვნელობასაც.

"დამწყებ ანტერპრენერებს ვურჩევდით, დაიჯერონ საკუთარი შესაძლებლობების, ეძებონ ადამიანები, ვისაც ძალიან უყვარს საქმე და ანთებული გულებით ერთვებიან განვითარებაში. აირჩიონ ნამდვილი ადამიანები გუნდში და გადაწყვეტილების მიღების პროცესში პიროვნულ კომპეტენციებს მიაქციონ დიდი ყურადღება. ისწავლონ სხვადასხვა მიმართულებით, განსაკუთრებით ისწავლონ და განავითარონ ციფრული უნარები/კომპეტენციები, რაც შედეგების მიღწევაში დაეხმარებათ", - ამბობს სალომე ზირაქაძე.

"აკადემიური სასწავლო ლაბორატორიის" დამფუძნებელებისთვის ყველაზე დიდი ინსპირაციაცა და მოტივაციაც მათივე საქმიანობა და ამ ყველაფრით მიღებული შედეგის დანახვაა. როგორც სალომე გვიხსნის, ადამიანებისთვის საჭირო უნარების განვითარებაში დახმარების აღმოჩენა აძლევს მათ ბიძგს, მუდამ განვითარებაზე იფიქრონ.

"ჩვენი მოსწავლეების, დამკვეთების პოზიტიური უკუკავშირი არის ყველაზე დიდი ინსპირაცია, რაც დიდ მოტივაციას და განვითარებისკენ მუდმივი სწრაფვის სურვილს გვაძლევს".

კომპანიის განვითარების გეგმებზე საუბრისას სალომე ზირაქაძე გვეუბნება, რომ მთავარი მიზანი ამ ეტაპზე გუნდის გაძლიერებაა როგორც ქართველი პროფესიონალებით, ისე უცხოელი ენის სპეციალისტებით.

სალომეს თქმით, "აკადემიური სასწავლო ლაბორატორიის" განვითარების ხედვა ძირითადად კომპანიის კორპორაციული არეალის გაფართოებას, ბიზნესპროცესების გაუმჯობესებასა და კორპორციული კულტურის გაძლიერებას უკავშირდება.

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე

ლიდერობა

მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ლიდერების ციტატები ლიდერობაზე

ერთხელ აინშტაინმა თქვა: "ლიდერი ის ადამიანია, ვისაც ალიაქოთში სიმარტივე, უთანხმოებაში ჰარმონია და სიძნელეებში შესაძლებლობები მოაქვს".