Get All Access for $5/mo

Elumer.io - გლობალური ქართული პროექტი მეტავერს უძრავი ქონების ბაზრის დასაპყრობად ემზადება

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Elumer.io

თანამედროვე სამყაროში ტექნოლოგიები ელვისსისწრაფით ვითარდება - იქმნება ახალი კონცეფციები და ტრენდები, რომლებიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ჩვენს ცხოვრებაზე. დღევანდელი მსოფლიო დეცენტრალიზირებული ინტერნეტის, Web 3.0-ის წინაშე დგას, რომელიც კონფიდენციალურობით, უსაფრთხოებისა და თანასწორობის დაცვით ციფრული ეკონომიკის განვითარების საშუალებას გვაძლევს. მეტავერსში ერთ-ერთი გაყიდვადი აქტივი კი ვირტუალური უძრავი ქონებაა, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია 2022 წელს $1.4 მილიარდს გადასცდა მიაღწია და ივარაუდება, რომ 2026 წლისთვის ეს მაჩვენებელი 5 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს.

სწორედ ამ მსოფლიო ტრენდის საპასუხოდ, ირაკლი მოწერელიამ და ნიკოლოზ ხეჩუაშვილმა ციფრული პლატფორმა - Elumer.io შექმნეს, რომელიც საშუალებას იძლევა, რამდენიმე წამში გაყიდო, იყიდო ან გააქირავო უძრავი ქონება. დამფუძნებლებმა დაინახეს ბაზარზე არსებული პრობლემა, რომ მიუხედავად ტექნოლოგიების ასეთი მზარდი განვითარებისა, არ არსებობდა ერთიანი სივრცე, სადაც მომხმარებელი შეძლებდა ყველა სახის ფინანსური ოპერაციის შესრულებას, რაც დაკავშირებულია ვირტუალ უძრავ ქონებასთან - ყიდვა, გაყიდვა, გაქირავება, იპოთეკა, აუქციონი, გარეკლამება, ინვესტირება და სხვა. შედეგად, ვირტუალური უძრავი ქონების შეძენა ხანგრძლივ და ფინანსურად ძვირ პროცესად იქცა. ქართველმა სტარტაპერებმა კი შექმნეს გლობალური მასშტაბის მქონე, დეცენტრალიზირებული პლატფორმა, სადაც ყველა საჭირო ფინანსური ინსტრუმენტი ერთ სივრცეში იქნება მოქცეული.

"უკვე სამი წელია, რაც ბლოკჩეინ ინდუსტრიასთან გვაქვს შეხება. რამდენიმე წარმატებული ბიზნეს კამპანიებისა და კვლევების შედეგად საბოლოოდ დავრწმუნდით იმაში, რომ მსოფლიო მასშტაბის მქონე ტექნოლოგიასთან გვაქვს საქმე, რაც სრულიად განსხვავებულ, ახალი თაობის ინტერნეტს (Web 3.0) ქმნის. რომელიც არამარტო ყოველდღიურ ყოფა-ცხოვრებას, ასევე ფინანსურ-ეკონომიკურ-სექტორს რევოლუციურ ცვლილებებს უმზადებს. და ეს მხოლოდ დასაწყისია. ჯერ კიდევ ბევრი რამაა გასავითარებელი. ყოველთვის გვსურდა მე და ნიკოლოზს რაიმე დიდი, გლობალური მასშტაბის მქონე პროდუქტი შეგვექმნა. ნამდვილად არ ვაპირებდით, იმას, რომ ხელიდან გაგვეშვა ის შესაძლებლობები, რასაც ამ მხრივ დღევანდელი მსოფლიო ვითარება გვთავაზობს. და მოდის 2022 წელიც. მარტის ბოლოა. ვსხდებით და განვიხილავთ სხვადასხვა იდეებს. რამოდენიმე საათიანი ბრეინსტორმინგის შედეგად გადავწყდით ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას", - აღნიშნავს Elumer.io-ის თანადამფუძნებელი, ირაკლი მოწერელია.

რატომ Elumer.io?

ვირტუალური უძრავი ქონება სპეციალური NFT-ია (non-fungible token), რომელიც მომხმარებელს მეტავერსში რაიმე მიწის ნაკვეთის ფლობის უფლებას აძლევს. ამასთან, აღნიშნული NFT უნიკალურია, რაც ნიშნავს იმას, რომ მისი რეპლიკაცია შეუძლებელია. აღსანიშნავია, რომ ნებისმიერ მსურველს შეუძლია ვირტუალური მიწის შეძენა და ციფრულ რეალობაში ცხოვრება.

რაც შეეხება Elumer.io-ს კონკურენტულ უპირატესობას, საკომისიო გადასახადი სხვა NFT Marketplace-ებთან შედარებით მკვეთრად დაბალია (20-50%-ით) - მაშინ, როდესაც სხვა სერვის-პროვაიდერების საკომისიო 15%-საც კი უტოლდება, Elumer.io-ის გამოყენების შემთხვევაში მომხმარებელი, მხოლოდ 2%-იან საკომისიოს იხდის. იმის გათვალისწინებით, რომ Elumer დეცენტრალიზირებული სისტემაა, მომხმარებელი სრულად უსაფრთხო და სამართლიან სისტემას იყენებს. შესაბამისად, ვაჭრობის დროს მათ არ უწევთ ფიქრი დაცულობასა და თანასწორ ვაჭრობაზე.

Elumer.io სხვა ბაზრებთან შედარებით, მეტად ნიშურია - რაც კიდევ უფრო მოხერხებულს ხდის მის გამოყენებას. პლატფორმა მორგებულია ერთ კონკრეტულ ინდუსტრიაზე და მომხმარებელს სთავაზობს ყველა სერვისს, რაც ეხება აღნიშნულ სფეროს. გარდა ამისა, Elumer-ს აქვს ისეთი ექსკლუზიური სერვისები, როგორიცაა: იპოთეკა, გაქირავებით მიღებული შემოსავალი, ბიზნესების შეძენა და სხვა.

როგორც Elumer.io-ს გუნდში აცხადებენ, პროექტზე მუშაობისას ყველაზე დიდი გამოწვევა კვალიფიციური გუნდის ჩამოყალიბება იყო. მათი აზრით, საქმის მცოდნე უამრავი ადამიანი არსებობს, თუმცა ცეცხლოვანი ენთუზიაზმი მხოლოდ ცოტას თუ აქვს. "ჩვენ სწორედ ისეთ ხალხს ვეძებდით, რომელთაც ეს ორი თვისება ექნებოდათ შერწყმული. აქტიურად დავიწყეთ თანამოაზრეების ძიება. ამაში LinkedIn და საერთო ნაცნობობა ძალიან დაგვეხმარა. სამ თვიანი დიდი ძალისხმევის შედეგად შეიკრა Elumer- ის თანადამფუძნებელთა გუნდი. მიმაჩნია, რომ სწორი იდეა და სწორი გუნდი წარმატების პირდაპირი გასაღებია. პროექტს ექვსკაციანი გუნდი უდგას სათავეში. პლაtფორმის ბიზნესსა და სტრატეგიულ განვითარებას მე და ნიკოლოზი ვუძღვებით. ტექნიკურ ნაწილზე კი ოთხი წამყვანი ვებ დეველოპერი მუშაობს. ჩვენთან ერთად ისინი ამ დიდი წამოწყების თანადამფუძნებლები არიან", - Entrepreneur-თან საუბარში განმარტავს ირაკლი მოწერელია.

Elumer.io-ს გუნდი 2026 წლისთვის მსოფლიო უძრავი ქონების ბაზრის 25%-ის დაფარვას გეგმავს. თუკი გავითავალისწინებთ იმ ფაქტს, რომ გლობალური ციფრული უძრავი ქონების ბაზრის ღირებულება 5 მილიარდ დოლარს აღწევს, 2%-იანი საკომისიო გადასახადით ქართული სტარტაპი 20 მილიონი დოლარის შემოსავალს ვარაუდობს.

"არ მოვერიდები იმის თქმას, რომ საკმაოდ ამბიციურები ვართ. "ილუმერი" სრულიად გლობალური პროდუქტია, თუმცა ჩვენი პირველი ნაბიჯები აშშ-სა და ევროპის კონტინენტზე გაფართოებას უკავშირდება. როგორც ვახსენე ჩვენ ვქმნით ერთიანი სივრცეს, სადაც მომხმარებელი შეძლებს ყველანაირი ეკონომიკური აქტივობის განხორციელებას, რაც უშუალოდ მეტავერს უძრავ ქონებას ეხება. აქამდე ასეთი სივრცე არ არსებობდა და ჩვენ პირველები ვართ. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ანალიტიკაზე დაყრდნობით ვირტუალური უძრავი ქონების საბაზრო კაპიტალიზაცია 2026 წლისთვის $5 მილიარდ ამერიკულ დოლარს გადასცდება. ჩვენი მიზანი კი ბაზრის მინიმუმ 25% - ის დაკავებაა", - სამომავლო გეგმებზე საუბრობს ირაკლი მოწერელია.

გლობალური გეგმების კვალდაკვალ, პროექტზე მუშაობა უდიდეს ძალისხმევას მოითხოვს. ინდუსტრია ელვისსისწრაფით ვითარდება, შესაბამისად, მნიშვნელოვანია მუდამ პულსზე გედოს ხელი რომ რაიმე მნიშვნელოვანი დეტალი არ გამოგრჩეს. გუნდის განმარტებით, აქტიური მოლაპარალებები აქვთ საერთაშორისო ინვესტორებთან და პოტენციურ პარტნიორებთან, რაც, თავის მხრივ, დიდ დროს მოითხოვს. შესაბამისად, ხშირად, ადამიანები, რომლებიც Elumer.io-ს უკან დგანან, სრული დღე-ღამის განმავლობაში აქტიურად მუშაობენ.

"რაც შეეხება სიახლეებს, საკმაოდ მნიშვნელოვანი ამბები გვაქვს. იმისათვის, რომ ილუმერმა სრული მასშტაბის ფუნქციონირება დაიწყოს დასაწყისისთვის $3 მილიონ დოლარამდე გვესაჭიროება. სწორედ ამიტომ დავიწყეთ საერთაშორისო მოლაპარაკებების წარმოება, სადაც ჩართულები არიან წამყვანი საინვესტიციო ბანკები, venture ფონდები, ინდივიდუალური ინვესტორები და პოტენციური პარტნიორები. რაც შეეხება gita-ას ნამდვილად სასიხარულო იყო ის ფაქტი, რომ 600-ი პროექტიდან 150-ში გავედით და ამ გზით გადავლახეთ 150 000 ლარიანი საგრანტო პროგრამის პირველი ეტაპი. ახლა კი შევხედოთ როგორ განვითარდება მოვლენები. ეს დასაწყისიც არ არის. ყველაფერი წინაა!", - აღნიშნავს ირაკლი მოწერელია.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

Business News

საუკეთესო წინ არის!

2024 წელს გილოცავთ ჩვენ და ჟირაფი ჟოზე