📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

''ემბისი'' თანამშრომლების მენტორინგის, ტრენინგებისა და გადამზადების სერიას იწყებს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

MBC

„ემბისიმ" კორონავირუსით გამოწვეული რყევების საპასუხოდ ახალი ონლაინპროექტი, სახელწოდებით Talk წამოიწყო, რომელიც ონლაინშეხვედრების, მასტერკლასებისა და ვებინარების საგანმანათლებლო პლატფორმას წარმოადგენს. ეს ღონისძიება კონკრეტული პერიოდულობით ტარდება და მას ფასილიტაციას კომპანიის საკრედიტო დეპარტამენტის დირექტორი, გიორგი ღვალაძე უწევს.

პროექტი კომპანიის თანამშრომლების პროფესიულ განვითარებაზე, ახალი მიმართულებების შესწავლაზე, ე.წ. soft-უნარების გაუმჯობესებასა და სამოტივაციო მასტერკლასებზეა ორიენტირებული.

„დღეს Covid-19-ით გამოწვეული პანდემიის დროს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თანამშრომლებზე ზრუნვა. პროექტის ფარგლებში პროფესიული ცოდნისა და სხვა უნარების გაზიარება დაგვეხმარება გავაუმჯობესოთ მუშაობის მეთოდები და პროცესები, ავამაღლოთ თანამშრომელთა განწყობა და ლოიალობა კომპანიის მიმართ, დავეხმაროთ მათ ახალი ცოდნისა და პროფესიული უნარების შეძენაში, ახალ გამოწვევებთან ადაპტაციაში. ამ გზით მათ მუდმივად ექნებათ კომუნიკაცია კომპანიის ტოპმენეჯერებთან, მიიღებენ ყველა კითხვაზე პასუხს და ჩვენთან ერთად გამოწვევების დაძლევაში ჩაერთვებიან. ჩვენ გვჯერა, რომ ყველა გამოწვევას გუნდურობით, პროფესიონალიზმითა და მუდმივი განვითარებით დავძლევთ", − ამბობს გიორგი ღვალაძე.

აღსანიშნავია, რომ „ემბისი" დღიდან კორონავირუსის მასშტაბურად გავრცელებისა, მისი პრევენციისა და მართვის უზრუნველყოფის მიზნით, „ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის" მიერ შემუშავებულ და რეკომენდებულ ღონისძიებებს რეგულარულად ახორციელებს.

კრიზისული სიტუაციის მიუხედავად კომპანიამ შეძლო და უკლებლივ ყველა თანამშრომელი შეინარჩუნა, თანაც − თავდაპირველი ანაზღაურებით. აგრეთვე, მან დააკმაყოფილა ყველა იმ მომხმარებლის განაცხადი, ვინც კომპანიას 3-თვიანი საშეღავათო პერიოდის მიღების თხოვნით მიმართა.

სალომე ქუშაშვილი

ჟურნალისტი

Business News

შენს ერთგულ ამომრჩეველს რაღატომ გვებრძვი, ბიძინა?

ამ წერილს ერთი რიგითი ამომრჩეველი გწერ, რომელიც 2011 წლის სექტემბრიდან შენს გვერდით ვდგავარ

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

Business News

Amazon-ი ჰუმანოიდ რობოტებს ცდის

ტექნიკური გიგანტის თქმით, ახლა მას 750 000-ზე მეტი რობოტი ჰყავს, რომლებიც პერსონალთან ერთად კოლაბორაციაში მუშაობენ