Get All Access for $5/mo

Enovus - თქვენი სივრცის ენერგოეფექტურობის მხარდასაჭერად "დროის მოკლე მონაკვეთში სხვადასხვა სიმძლავრის 10-მდე პროექტი განვახორციელეთ"

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ალექსეი სეროვი

Enovus-ი საქართველოში შექმნილი კომპანიაა, რომელიც ჩვენს ციფრული ტექნოლოგიებით სავსე დროში, ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური და საჭირო მიმართულებით ოპერირებს. კომპანია თანამედროვე ენერგოეფექტური გადაწყვეტილებებისა და განახლებადი ენერგიების ინდუსტრიაშია წარმოდგენილი. სწორედ იმ სფეროში, რომლის მნიშვნელობაც მთელ მსოფლიოში დღითი დღე იზრდება, პანდემიის დაწყების შემდეგ კი ენერგომოხმარებაზე გაზრდილმა მოთხოვნამ Enovus-ი კიდევ უფრო აქტუალური გახადა.

Enovus-ის შექმნა, დამფუძნებლების მიერ ენერგეტიკისა და IT-სფეროებში წლების განმავლობაში შეძენილმა გამოცდილებამ განაპირობა. ეს ორი მიმართულება კი ახალ კომპანიაში საინტერესოდ სინთეზირდა.

ქართულ ბაზარზე გამოჩენისთანავე, 2 წლის წინ კომპანიამ მუშაობა ენერგოეფექტური ტექნოლოგიების პოპულარიზაციით დაიწყო და ეტაპობრივად სერვისების მრავალფეროვანი სპექტრიც შემოგვთავაზა. წლის ბოლოს კი Enovus-ის ქოლგის ქვეშ საქართველოში ახალი საწარმო გაიხსნება, რომელიც სწორედ ამ სფეროსთვის საჭირო − ენერგოეფექტური განათებების საშუალებების წარმოებას დაიწყებს.

კომპანიის საქმიანობის, განვითარების ხედვისა და სერვისების თავისებურებების შესახებ, Entrepreneur-ს Enovus-ის თანადამფუძნებელი, მიხეილ დიდებულიძე დეტალურად უხნის:

"ჩვენი კომპანია 2 წლის წინ შეიქმნა. დღეს IT და ენერგეტიკის სფეროები მჭიდროდ იკვეთება. ჩვენც, Enovus-ის შექმნის სახით, ამ მიმართულებას კიდევ უფრო შევუწყვეთ ხელი. კომპანიის დამფუძნებლები ყოველთვის ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დიდ ქომაგებს წარმოვადგენდით და ვცდლობდით, ასეთი გადაწყვეტილებები აქტიურად დაგვენერგა. თავდაპირველადაც სწორედ ენერგოეფექტური განათების სისტემების პოპულარიზაციით დავიწყეთ კომპანიის საქმიანობა, რადგან აღმოვაჩინეთ, რომ საზოგადოება არ იყო საკმარისად ინფორმირებული ამ თანამედროვე შეაძლებლობების შესახებ. თანაც, კომპლექსურად ვთავაზობდით მათ შესაბამის სერვისებს. აქამდე ბაზარზე ფრაგმენტულად იყო მსგავსი შეთავაზებები წარმოდგენილი. ჩვენი კომპანია კი ამ ციკლის ყველა რგოლს ფარავს. ჩვენ გთავაზობთ: ენერგოაუდიტს, პროექტირებას, საჭირო ტექნოლოგიის შერჩევას, მონტაჟს, მართვის ტრენინგს და საოპერაციო მხარდაჭერას. ასევე, სადგურების მშენებლობას, შემდეგ მათ მონიტორინგს და მთელ საგარანტიო პერიოდში, ნებისმიერი პრობლემის მოგვარებაში დახმარებას. მოვიცავთ მთელ ციკლს − აუდიტიდან პოსტინსტალაციის ეტაპის ჩათვლით. მაგალითად: ელექტროსადგურების შემთხვევაში, ჩვენი საგარანტიო პერიოდი 8-დან 12 წლამდე პერიოდს მოიცავს, ჰიდროელექტროსადგურის შემთხვევაში კი 12 წელს.

წლის ბოლოს უკვე ენერგოეფექტური განათების სისტემების წარმოებას თავად ვიწყებთ, რადგან მიგვაჩნია, რომ ამ წლების განმავლობაში საკმაოდ ღირებული გამოცდილება დაგვიგროვდა და ვფიქრობთ, წარმოებაში შებიჯებისთვის მზად ვართ.

2020 წლის შემოდგომიდან დავიწყეთ მზის ელექტროსადგურებზე მუშაობა, ბაზარზე არსებული ცვლილებებით გამოწვეული ენერგოგენერაციის ალტერნატიულ წყაროებზე მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. ენერგიის ეკომეგობრული წყაროები, მათ შორის მზის ელექტროსადგურები საქართველოში და მსოფლიოში, ყოველწლიურად სულ უფრო აქტუალური ხდება და ეს ტენდენცია მზარდია.

მიუხედავად იმისა, რომ ბაზარზე ახლები ვართ, დროის მოკლე მონაკვეთში სხვადასხვა სიმძლავრის 10-მდე პროექტი განვახორციელეთ. ახლაც, რამდენიმე მათგანის პარალელური განხორციელების პროცესში ვიმყოფებით.

რაც შეეხება პატრნიორებს, ჩვენ ექსკლუზიური და ძალიან გამოცდილი პარტნიორები გვყავს როგორც მოწოდების, ისე პროექტირების მიმართულებით, რაც საშუალებას გვაძლევს, მომხმარებლებს შევთავაზოთ გამოცდილებაზე დაფუძნებული და მათზე ზუსტად მორგებული შეთავაზება. მომწოდებლები საგანგებოდაა შერჩეული და მხოლოდ Tier1 ქვეყნებიდანაა წარმოდგენილი, რაც ავტომატურად ნიშნავს, რომ მომხმარებლებს აქვთ ხარისხის გარანტია. გამოცდილ და ცნობილ კომპანიებს სპეციალურად ვირჩევთ, რადგან მიგვაჩნია, რომ ფასთან და ხარისხთან ერთად, კრიტიკულად მნიშვნელოვანია საგარანტიო პერიოდის განმავლობაში მომხმარებლებისთვის დროული და ხარისხიანი სერვისის მიწოდება, რაც წარმოუდგენელია ხარისხიანი მომწოდებლების გარეშე.

თავად Enovus-ის უკან კი ამ ეტაპზე 20 თანამშრომელი დგას, მაშინ, როდესაც კომპანიამ არსებობა 4-წევრიანი გუნდის ძალისხმევით დაიწყო. კომპანიის პორტფელის გამდიდრებასთან ერთად, ჩვენი შემადგენლობაც მზარდია. რაც შეეხება კომპანიის გეგმებს: ვინაიდან გამოცდილებასთან ერთად, გვყავს სფეროს წამყვანი ექპსერტების დიდი ადგილობრივი და საერთაშორისო ჯგუფი, ჩვენი მიზნებიც საკმაოდ მასშტაბურია. ჰიდროენერგეტიკის მიმართულებით გვაქვს ექსკლუზიური პარნტიორობა იტალიურ კომპანიასთან, რომელიც ჰიდროპროექტების პოტენციალის შესწავლაში გვეხმარება. ქარის მიმართულებით უკრაინელებს დავუმეგობრდით. მართალია, ჩვენ ამ ეტაპზე ბაზარზე სერვისკომპანიის სახით ვპოზიციონირდებით, მაგრამ მომავალი წლიდან უკვე ვაპირებთ, რომ ენერგეტიკის სფეროში საინვესტიციო პროექტების მიმართულებითაც დავიწყოთ მუშაობა. ამ ეტაპზე აქტიურად ვმუშაობთ ორი მიმართულებით: ერთი მხრივ ყოველდღიურად ვავითარებთ სერვისს, ხოლო მეორე მხრივ, აქტიურად ვიკვლევთ მცირე სადგურებისთვის საჭირო შესაძლებლობებს, რომლის განხორციელებას ახლო მომავალში ვგეგმავთ", − მიხეილ დიდებულიძე.

სალომე ქუშაშვილი

ჟურნალისტი

Business News

საქართველოს უნივერსიტეტების ერთობლივი განცხადება

"მიუღებელია, რომ აკადემიური პერსონალის ზოგიერთი წარმომადგენელი უარს აცხადებს საკუთარი მოვალეობის შესრულებაზე"