"ენთები" 10 წელი ქართული ბიზნესის გვერდით
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
"ენთები" უკვე 10 წელია ქართული ბიზნესის მხურვალე გულშემატკივარია. კომპანია 2015 წელს დაარსდა და დღეს უკვე ყოველთვიურად 650-ზე მეტ კომპანიას უწევს ბუღალტრულ და საგადასახადო მომსახურებას.
"ენთებმა" გაიმარჯვა "თიბისი ბანკის" მიერ ორგანიზებულ ქვეყნის უმსხვილეს ბიზნესდაჯილდოებაში ("თიბისის ბიზნესდაჯილდოება 2023") ნომინაციაში "გამორჩეული სამომხმარებლო გამოცდილების შექმნისთვის". ამ სტატიაში მოგიყვებით, თუ რას აკეთებს "ენთები" განსხვავებულად და როგორ უქმნის ქართულ ბიზნესს სასიამოვნო გამოცდილებას ბუღალტრული და საგადასახადო მომსახურების კუთხით. დაარსების დღიდან, "ენთების" მიზანი იყო, კომპანიებისთვის შეეთავაზებინა ყველაზე კომფორტული ბუღალტრული და საგადასახადო მომსახურება ქართულ ბაზარზე. ყველა პროცესი და პროცედურა, რომელიც კომპანიამ შეიმუშავა, სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა. შედეგად "ენთების" მომსახურების განუყოფელ ატრიბუტებად იქცა შემდეგი სამი კომპონენტი:
1. ახალგაზრდა და ენერგიული გუნდი
მომხმარებლებისთვის განსაკუთრებულ გამოცდილებას ქმნის "ენთების" ახალგაზრდა, ენერგიული და ამავე დროს გამოცდილი გუნდი. ასზე მეტი პროფესიონალი მზადაა ემსახუროს ქართულ ბიზნესს და მაქსიმალურად დაიცვას მათი ინტერესები. "ენთების" გუნდი მუდმივად გადის ტრენინგებსა და გადამზადებას მომხმარებლისთვის გამორჩეული სამომხმარებლო გამოცდილების შექმნის კუთხით. კომპანიის თითოეულმა თანამშრომელმა იცის, რომ მომხმარებელს უნდა შეუქმნას კომფორტული და მეგობრული ატმოსფერო. "ენთები" აფასებს საკუთარ თანამშრომლებს და ესმის, რომ თანამშრომლის წარმატება კომპანიის წარმატებაცაა. სწორედ ამიტომ შექმნილი აქვს მათთვის სასიამოვნო სამუშაო გარემო და სთავაზობს კარიერული ზრდის მუდმივ და უწყვეტ შესაძლებლობას. თანამშრომლის კმაყოფილება კი მომხმარებლის კმაყოფილებაზეც უშუალოდ აისახება.
ნიკა წიკლაური - "ენთების" თანადამფუძნებელი
2. თანამედროვე ტექნოლოგიები და მეთოდოლოგიები
პირველივე დღიდან, როცა "ენთები" დაარსდა, კომპანია იყენებდა თანამედროვე ტექნოლოგიებსა და საერთაშორისო მეთოდოლოგიებს. "ენთების" ისტორია მჭიდროდაა დაკავშირებული უახლესი პროგრამებისა და ავტომატიზაციის მექანიზმების დანერგვასთან. ამ ინსტრუმენტებს კომპანია იყენებს მანუალური შეცდომების რისკის მინიმიზაციასა და მომსახურების ხარისხის მუდმივი განვითარებისთვის. სწორედ ამიტომ, თანამედროვეობა ყოველთვის "ენთების" ერთ-ერთი ყველაზე თვალში საცემი და განმასხვავებელი ნიშანი იყო. თანამედროვე ტექნოლოგიები, ახალგაზრდა და ენერგიულ გუნდთან ერთად, აძლევს კომპანიას იმის საშუალებას, რომ ისეთივე დონის ბუღალტრული მომსახურება შესთავაზოს ნებისმიერი ზომის კომპანიას, როგორსაც იღებენ მსხვილი ბიზნესები, რომელთაც საკუთარი დიდი ბუღალტრული განყოფილება აქვთ.
3. სიღრმისეული გამოცდილება
"ენთები" გამოცდილია ყველა ზომისა და სფეროს კომპანიის ბუღალტრულ და საგადასახადო მომსახურებაში. იგი ყოველთვიურად ემსახურება 650-ზე მეტ ბიზნესს ყველა სექტორიდან, მათ შორის სამშენებლო და დეველოპერულ ბიზნესებს, მომსახურების სფეროს კომპანიებს, ბანკებს, რესტორნებს, IT კომპანიებს, განათლების სფეროს ბიზნესებს, ჯანდაცვისა და მედიცინის სფეროს კომპანიებს, მედიასაშუალებებს, საცალო და საბითუმო ვაჭრობის კომპანიებს, საკვები და არასაკვები პროდუქტების საწარმოებს, სასტუმროებსა და ტურიზმის სფეროს კომპანიებს, საქველმოქმედო და არასამეწარმეო ორგანიზაციებს, ენერგეტიკის სფეროს კომპანიებს, ავტომობილებისა და ტექნიკის სფეროს ბიზნესებს, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სფეროს კომპანიებს, კომუნიკაციის სფეროს კომპანიებს, თავის მოვლის სექტორის ბიზნესებსა და სხვა მრავალი სფეროს წარმომადგენლებს. აღსანიშნავია, რომ "ენთები" ემსახურება არა ერთს ან ორს, არამედ 10-ზე და ხშირ შემთხვევაში 20-ზე მეტ კომპანიას პრაქტიკულად ყველა ბიზნესსექტორიდან. ასევე აღსანიშნავია, რომ "ენთების" საგადასახადო ექსპერტებს აქვთ მრავალმილიონიანი წინასწარი საგადასახადო დასკვნების წარმატებით აღებისა და მრავალი კომპანიის საგადასახადო შემოწმების წარმატებით გავლის მრავალწლიანი გამოცდილება, ამიტომ შეგიძლიათ თამამად მიანდოთ მათ კომპლექსური საგადასახადო საკითხების მართვა.
დიმიტრი ბასილაშვილი - "ენთების" თანადამფუძნებელი
რატომ ქმნის "ენთები" საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილებას?
"ენთები" არის კომპანია, რომელიც სრულად დამოკიდებულია საკუთარი მომხმარებლების წარმატებაზე. კლიენტი კომპანიების წარმატება "ენთების" წარმატებაცაა და მათი მარცხი "ენთების" მარცხიცაა. სწორედ ამიტომ, იგი ბიზნესებს სთავაზობს კომფორტულ, მარტივ და სწრაფ მომსახურებას, რომელიც ახდენს საგადასახადო რისკების მინიმიზაციას, აწესრიგებს ბუღალტრულ ტრანზაქციებს და ხელს უწყობს მონაცემთა სისტემატიზაციას. ეს ყველაფერი ეხმარება ბიზნესებს წარმატების მიღწევაში. შედეგად ისინი იზრდებიან და მეტი სერვისი სჭირდებათ "ენთებისგან". გარდა ამისა, კმაყოფილი მომხმარებლები ახლობლებსა და ნაცნობებზე გასცემენ პოზიტიურ რეკომენდაციებს "ენთების" გამორჩეული საბუღალტრო და საგადასახადო მომსახურების შესახებ. სწორედ ამიტომ ბიზნესებისთვის სანდო და კომფორტული სამომხმარებლო გამოცდილების შეთავაზება "ენთების" წარმატებისა და ზრდის წინაპირობაცაა.
"აუთსორსინგის" უპირატესობები
აღსანიშნავია, რომ ბუღალტრული და საგადასახადო მომსახურების "აუთსორსინგი", ანუ მომსახურების გარე კომპანიისგან მიღება, სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება საქართველოში, რაც თანხვედრაშია დასავლეთ ევროპისა და აშშ-ის ტენდენციებთან. აუთსორსინგი კომპანიებს საშუალებას აძლევს, რომ ხელმისაწვდომ ფასად უფრო მაღალი ხარისხის მომსახურება მიიღოს, ვიდრე მიიღებდა შიდა ბუღალტრის აყვანის შემთხვევაში. გარდა ამისა, აუთსორსინგი კომპანიას საშუალებას აძლევს, დააზღვიოს საგადასახადო რისკები, რაც იმას ნიშნავს, რომ შიდა ბუღალტრის აყვანის შემთხვევაში, ნებისმიერი საგადასახადო რისკი, საგადასახადო ჯარიმა და საურავი კომპანიის პასუხისმგებლობაა, ხოლო აუთსორსინგის შემთხვევაში, "ენთები" პასუხისმგებელია შეცდომით გამოწვეულ საგადასახადო რისკებსა და ჯარიმებზე. აუთსორსინგის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობაა სტაბილურობა. თუ ბუღალტერი მიდის სამსახურიდან, "ენთები" ვალდებულია ჩაანაცვლოს ახალი ბუღალტრით და თან ისე, რომ ძველი ბუღალტრის ნაწარმოები ბუღალტერია და საგადასახადო დეკლარაციები ისევ "ენთების" პასუხისმგებლობაში რჩება, ბუღალტრის შეცვლის მიუხედავად.
თუ გსურთ მიიღოთ გამორჩეული სამომხმარებლო გამოცდილება და თქვენი ბუღალტერია და გადასახადები მიანდოთ ენერგიულ, გამოცდილ და თქვენს ინტერესებზე მზრუნველ პროფესიონალებს, დაუკავშირდით "ენთების":
"ენთების" საკონტაქტო ინფორმაცია:
ფეისბუქი: https://www.facebook.com/AccountAnts.ge
ტელეფონი: +995 32 212 22 12
საიტი: www.ants.ge