Get All Access for $5/mo

"ერინიები" - ყველაზე ახალგაზრდა მარკეტინგული სააგენტო! ვინ დაიწყო ბიზნესი 2020 წელს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

გვანცა ნიკოლეიშვილი, დამფუძნებელი:

10 წელია, რაც მარკეტინგში ვარ სხვადასხვა პოზიციებზე, მიმუშავია ისეთ კომპანიებში, როგორიცაა ბარამბო და ასევე სხვადასხვა ცნობილ მარკეტინგულ სააგენტოებში.
ამ ცოდნის და გამოცდილების შედეგად დავასკვენი, თუ რისი დეფიციტია მარკეტინგულ ბაზარზე და რა სჭირდება კომპანიას მომხმარებელთან საკომუნიკაციოდ.

ამიტომ გადავწყვიტე, დამეარსებინა ჩემი მარკეტინგული სააგენტო, სადაც შევქმნიდი, პირველ რიგში, თანამშრომლებისთვის განსხვავებულ კარგ გარემოს და დამკვეთისთვის განსაკუთრებულ საურთიერთო მეთოდებს. ის შაბლონური მიდგომები, რომლებიც უკვე ბევრ მარკეტინგულ სააგენტოს აქვს, მოძველდა, აღარ არის იმდენად ეფექტური და ბრენდებს უკვე უფრო მეტი რამ სჭირდებათ – განსხვავებული კუთხით ამ ყველაფრის შეხედვა და არა სტატიკურად, მხოლოდ თვეში 12 facebook პოსტი.

უამრავი ახალი იდეის და განსხვავებული ხედვის დამსახურებაა, რომ არსებობს მარკეტინგული სააგენტო "ერინიები", რომელიც ქმნის განსხვავებულ მაღალ ხარისხსა და კრეატიულ იდეებს.

მარკეტინგულის სააგენტო "ერინიები" უზრუნველყოფს სოციალური მედიის სრულ მართვას (facebook, instagram, youtube channel, tik tok და ა.შ.), საიმიჯო და სატელევიზიო ვიდეო რგოლების გადაღებას, პროდუქტის ყველა ტიპის ფოტოსესიას, მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვას, ბეჭდვით მედიას, ბრენდის სწორ პოზიციონირებას და გაყიდვების ხელშეწყობას.

ჩვენი კომპანიის პოტენციური მომხმარებელია ის ბრენდი, რომელსაც სურს, სოციალურ მედიაში იყოს დასამახსოვრებელი, ჰქონდეს თავისი ხასიათი და ნაკლები დანახარჯებით მიაღწიოს მაქსიმალურ შედეგს.

ჩვენთან უნდა ითანამშრომლოთ, რადგან ჩვენ მარტივად გვესმის თქვენი სურვილები, ვურთიერთობთ სწრაფად, მუშაობას არ ვწყვეტთ 6 საათზე და მეორე დღისთვის არ ვდებთ არც ერთ საქმეს. ჩვენი დამკვეთები არ არიან უბრალოდ "კლიენტები" – მათ პროდუქტს ისევე ვიყვარებთ და ვუვლით, როგორც მისი შემქმნელი, ის ჩვენი დიდი ოჯახის წევრი ხდება.

ჩვენი უპირატესობაა ფასი, მაღალი ხარისხი, დიდი გამოცდილება, მუდმივი კომუნიკაცია, დაუზარებლობა, მუდმივად სიახლეებზე ორიენტირება, თუ საჭიროა ღამით მუშაობა, კრეატიული გუნდი და უშრეტი ენთუზიაზმი.

ამ ეტაპზე ჩვენ ვთანამშრომლობთ როგორც დიდ ასევე პატარა კომპანიებთან. მაგალითისთვის, წვენი "ჩერო", მაღაზიათა ქსელი "ზღაპარი", "ლიმონათი ზედაზენი" და სხვა.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია მყავს საოცარი გუნდის წევრები, რომლებიც არიან კრეატიულები, სიახლეებზე ორიენტირებულები, მონდომებულები და შრომისმოყვარე ადამიანები. უბარალოდ მადლობა მათ.

მოქნილი სამუშაო გრაფიკი გვაქვს და თავს არ ვიზღუდავთ ვიმუშაოთ მხოლოდ ოფისიდან, ჩვენ გვჯერა რომ "ყველა კარგი იდეა იბადება იქ" სადაც თავს კომფრტულად გრძნობ.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი