ერთი ბრენდი, მრავალფეროვანი ტექნიკა – როგორ ცვლის "ჭრელა" ქართულ ბაზარს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

როდესაც საქართველოში მცირე მეურნეობები სულ უფრო აქტიურად ვითარდება, აგროტექნიკის როლიც ყოველდღიურ ცხოვრებაში იზრდება. მიწის დამუშავება, რომელიც წლების წინ მძიმე და შრომატევადი პროცესი იყო, დღეს ბევრად მარტივი ხდება თანამედროვე ტექნიკის დახმარებით. სწორედ ამ საჭიროების პასუხად გაჩნდა "ჭრელა"– ქართული ბრენდი, რომელიც 2022 წლიდან მომხმარებლებს სთავაზობს ტექნიკას, რომელიც მუშაობას ამარტივებს და ეფექტიანობას ზრდის.

როგორ გაჩნდა "ჭრელას" შექმნის იდეა და რას ნიშნავს ქართული ბრენდი?

"ჭრელას" შექმნის იდეა 2022 წელს, ამ სეგმენტში არსებული სიტუაციის გათვალისწინებით გაჩნდა. კომპანიის მენეჯერის, მერაბ ჭრელაშვილის თქმით, ბაზარი საინტერესოა თავისი მრავალფეროვნებით და კონკურენციით, ხოლო ეს მიმართულება დღეს აქტიურად ნერგავს თანამედროვე ტექნოლოგიებს.

მერაბ ჭრელაშვილი აღნიშნავს, რომ კომპანიისთვის მნიშვნელოვანია, რომ "ჭრელა" პოზიციონირდეს როგორც ქართული ბრენდი.

"ჩვენი მიზანია მივაღწიოთ ჩვენს მიერ იმპორტირებილი ტექნიკის ეტაპობრივად წარმოების დაწყებას. ამის შემდეგ კი "ჭრელა" უკვე სრულყოფილი, ნამდვილად ქართული ბრენდი იქნება".

რაც შეეხება განსხვავებას სხვა მომწოდებლებისგან, კომპანიის მენეჯერი აღნიშნავს, რომ მათი უპირატესობა არის გაუმჯობესებული ტექნიკური და ვიზუალური მხარე, ასევე შეთავაზებები. მისი თქმით, "ჭრელა" მომხმარებლებს სთავაზობს ადგილზე მიწოდების სერვისს სრული მომსახურებით. გარდა ამისა, კომპანიამ ერთ-ერთმა პირველმა დაიწყო მოტობლოკებთან ერთად საჩუქრების შეთავაზება – 2024 წელს ეს იყო სმარტსაათები, ხოლო 2025 წლიდან მომხმარებლები დამატებით იღებენ მაღალი წნევის გამფრქვევ მინიაგრეგატს, რომელიც გამოიყენება როგორც მოტობლოკის გასარეცხად, ისე საოჯახო საჭიროებებისთვის.

"სიახლეებს გავაგრძელებთ და ყოველთვის შევთავაზებთ მომხმარებლებს პროდუქტებს, რომლებიც "კ ა რ გ ი ა" – ეს კი კომპანიის სლოგანია", – ამბობს მერაბ ჭრელაშვილი.

პროდუქცია

"ჭრელას" ძირითადი ასორტიმენტი მოიცავს მოტობლოკებს, მოტობლოკის აგრეგატებს, ბენზოსათიბებსა და ბენზოხერხებს, ასევე საბაღე (STIHL) ინვენტარსა და ელექტროინსტრუმენტებს (INGCO). მერაბ ჭრელაშვილის თქმით, ყველა პროდუქტი ასოცირდება ხარისხთან.

"მოტობლოკები მნიშვნელოვანია ჩვენს სფეროში – მოთხოვნადია, რადგან დიდი წილი მოდის შინამეურნეობებზე. ეს ტექნიკა თითქმის ყველა ოჯახისთვის მნიშვნელოვანია, ვისაც კი მცირედი სასოფლო სამეურნეო ნაკვეთი აქვს. მისი გამოყენება მარტივია და მნიშვნელოვნად ეხმარება გლეხს მიწის დამუშავებაში".

კომპანიის მენეჯერი განმარტავს, რომ პროდუქტის შერჩევისას მომწოდებლები მათ სთავაზობენ საბაზისო ტექნიკას მინიმალური ტექნიკური მახასიათებლებით, რის შემდეგაც "ჭრელა" თავად განსაზღვრავს იმ დამატებით მოთხოვნებს, რაც ქართულ ბაზარზე პრაქტიკულად გამოსადეგია.

"ტექნიკის განსაკუთრებული მოთხოვნა რეგიონებშია, განსაკუთრებით მცირემიწიან რაიონებში. მოტობლოკები მნიშვნელოვნად ამცირებენ შრომითი რესურსების გამოყენებას და ამარტივებენ მიწის დამუშავებას".

გარდა მოტობლოკებისა, მომხმარებლებს შორის მოთხოვნადია ბენზოსათიბები და ბენზოხერხები, რომლებიც ყოველდღიური მოხმარების პროდუქტებად მიიჩნევა. ასევე პოპულარულია მიწის საბურღები და საბაღე ტექნიკა. მერაბ ჭრელაშვილის თქმით, კომპანია თანამშრომლობს STIHL-ის წარმომადგენლობასთან საქართველოში, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან ბრენდად მიიჩნევა ამ სფეროში.

ბაზარი და გამოწვევები

"ჭრელას" პროდუქცია ძირითადად გათვლილია მცირე მეურნეობების მქონე მომხმარებლებზე, განსაკუთრებით მოტობლოკების მიმართულებით. ამასთან, ბენზოსათიბები და ბენზოხერხები უფრო ფართო აუდიტორიაზეა გათვლილი.

"აგროტექნიკაზე მოთხოვნა გაზრდილია, რაც მცირე მეურნეობების განვითარებასთანაა დაკავშირებული. ასევე, სოციალური ქსელებით პოპულარიზაცია ხელს უწყობს პროდუქციის მიმართ ინტერესის ზრდას. ტექნიკას დღეს მომხმარებლები არა მხოლოდ საჭიროებისთვის, არამედ ზოგჯერ სიამოვნებისთვისაც ყიდულობენ – მიწასთან მუშაობა ბევრისთვის უფრო სასიამოვნო პროცესად იქცა".

ის ამბობს, რომ კომპანიისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა კონკურენციაში ახალი სიტყვის თქმა და სიახლეების დანერგვა. ასევე მნიშვნელოვანია ხარისხის შენარჩუნება, რაც, მისი თქმით, პრიორიტეტულია.

"ჭრელა" უკვე ოთხი წელია ბაზარზე ოპერირებს და ამ პერიოდის განმავლობაში ცდილობს მომხმარებლებს მეტი სიახლე და ხარისხიანი პროდუქტი შესთავაზოს".

"ჭრელა" მომხმარებელთან კომუნიკაციას მნიშვნელოვან როლს ანიჭებს და აქტიურად ახორციელებს საინფორმაციო კამპანიებს, რათა პოტენციურმა მომხმარებლებმა პროდუქციის შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია მიიღონ და გააკეთონ ინფორმირებული არჩევანი.

ამ პროცესში კომპანია აქტიურად იყენებს სოციალურ ქსელებს – Facebook, YouTube და TikTok პლატფორმებს.

სამომავლო გეგმები

მერაბ ჭრელაშვილი აღნიშნავს, რომ კომპანია სტაბილურად ვითარდება და უახლოეს მომავალში გეგმავს პროდუქციის ასორტიმენტის გაფართოებას. მათ შორისაა კვადროციკლების მიმართულების დამატება, ასევე სასოფლო და საოჯახო მცირე ზომის ტექნიკის შემოტანა.

"ეს სიახლეები მომხმარებლებს გაუმარტივებს როგორც სამუშაო პროცესს, ისე მოსავლის დამუშავებას. ჩვენ მომხმარებელს ვაწვდით პროდუქციას, რომელიც "კ ა რ გ ი ა", – ამბობს მერაბ ჭრელაშვილი, კომპანია "ჭრელას" მენეჯერი.