Get All Access for $5/mo

"ფელიჩე" ერთი წლის იუბილეს აღნიშნავს "ფელიჩე" - ხარისხსა და ესთეტიკაზე ორიენტირებული ავეჯის ქართული ბრენდი

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

"ფელიჩე" ხარისხსა და ესთეტიკაზე ორიენტირებული ავეჯის ქართული ბრენდია. 28 სექტემბერს კომპანია 1 წლის აღსანიშნავად სპეციალური შეთავაზებების გაცემას გეგმავს. შეთავაზება ყველა ბრენდსა და მოდელს მოიცავს, რომელიც აქამდე მომხმარებელმა შეიყვარა. ასევე, სოციალური არხის საშუალებით გათამაშება გაიმართება.

"ყველაზე მთავარი, რის გამოც გვსურს, რომ "ფელიჩეს" დაბადების დღე აღვნიშნოთ, ის სიყვარული, ლოიალობა და ბედნიერი მომენტებია, რომელიც ჩვენს მომხმარებელთან ერთად ამ 1 წლის განმავლობაში გავიზიარეთ", - სოფი გოგოლაშვილი, "ფელიჩეს" დამფუძნებელი.

მალე შოურუმს ახალი მიმართულება დაემატება. ბრენდი უფრო მრავალფეროვანი გახდება. სოფი ამბობს, რომ კომპანია ინტერიერის დიზაინის მიმართულებით მუშაობას იწყებს, რათა მომხმარებელმა სასურველი ინფორმაციის მიღება ავეჯის სტილსა და დიზაინზე წინასწარ შეძლოს.

"ფელიჩე" იტალიურად "ბედნიერებას" ნიშნავს. სოფის მთავარი მიზანი ადამიანებისთვის ბედნიერი, მყუდრო და სასურველი გარემოს შექმნაა, რომლის საშუალებითაც ისინი საკუთარ ოცნებებს აიხდენენ.

"კმაყოფილი და ბედნიერი მომხმარებელი ჩემი შთაგონების წყარო და მთავარი მოტივატორია".

Business News

ეპიზოდ ჯგუფი - საკუთარი საქმის სიყვარულით შექმნილი წარმატების ისტორია

"კომპანიის სახელთან ემოციური კავშირი მაქვს, რადგან ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე საუბრისას ერთ-ერთი განმსაზღვრელი ტერმინი ჩემთვის სიტყვა "ეპიზოდი" იყო"