Get All Access for $5/mo

Flace - დაჯავშნე ნებისმიერ დროს ნებისმიერი ადგილიდან პლატფორმა, რომელიც გიმარტივებთ დაჯავშნას და ახალი ობიექტების აღმოჩენას

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Flace

Flace –ის შექმნის იდეა იწყება გადატვირთული ბარიდან ბარში მოსიარულე დამფუძნებლებიდან, რომლებიც ვერ პოულობდნენ თავისუფალ ადგილს, რაც, ბუნებრივია, დიდ დისკომფორტს იწვევდა. ეს მათთვის მთავარი მოტივაცია გახდა – შექმნილიყო პლატფორმა, სადაც მარტივად იქნებოდა შესაძლებელი მაგიდის დაჯავშნა და ახალი ობიექტების აღმოჩენა. ადრე მეგობრები ხშირად განიხილავდნენ, საღამო სად გაეტარებინათ, სად წასულიყვნენ გასართობად, რისთვისაც ბევრი ფიქრი და ადგილების სათითაოდ გახსნა უწევდათ, ამაში კი დიდი დრო და ენერგია იხარჯებოდა. როგორც ამბობენ, დღეს Flace-ის წყალობით მსგავს პრობლემას მარტივად აგვარებენ.

Flace-ის მთავარი უპირატესობებია:

– რესტორნები ერთ სივრცეშია თავმოყრილი;

– 3 ღილაკის დაჭერით დაჯავშნი მაგიდას, არ გიწევს რესტორანში რეკვა და ლოდინი, მარტივად ირჩევ რესტორანს, სტუმრების რაოდენობას და დროს;

– რესტორნისთვის კომფორტულია, რადგან ჯავშნები შეტყობინების სახით მისდით და მარტივად ახდენენ იდენტიფიცირებას და ჯავშნების მენეჯმენტს.

აღსანიშნავაია, რომ ყველა ევროპულ ქვეყანაში მსგავსი პლატფორმა საკმაოდ პოპულარულია და მას აქტიურად იყენებს ყველა, განსაკუთრებით – პარასკევს და შაბათს. ესეც ერთ-ერთი მიზეზი გახდა დამფუძნებლებისთვის, რათა საქართველოშიც დაენერგათ მსგავსი პლატფორმა და მომხმარებლებისთვის ბარში, რესტორანში და კაფეში წასვლა მეტად კომფორტული გაეხადათ: "Flace მომხმარებელს სთავაზობს მაგიდების დაჯავშნას ნებისმიერი მიზნობრიობით – ბიზნესშეხვედრისთვის, ლანჩისთვის, საღამოს გასართობად, უბრალოდ, მეგობრებთან შესახვედრად. ვამაყობთ, რომ საქართველოში სწორედ ჩვენ დავაარსეთ მაგიდების დაჯავშნის პირველი აპლიკაცია, რომელმაც ქართულ ბაზარზე ახალი სიტყვა თქვა", – აღნიშნავს ფლეისის მარკეტინგის კონსულტანტი ნინო დარბაზელი.

Flace-მა პირველი ჯავშანი 2019 წლის დეკემბერში მიიღო. მათ შეძლეს თბილისის მასშტაბით 350-ზე მეტი რესტორანი გააერთიანებინათ და 30 000-ზე მეტი მომხმარებელი დაემეგობრებინათ. პლატფორმის დამფუძნებლები ამ ეტაპზე მუშაობენ აპლიკაციაში ქალაქების დამატებაზე. ივლისში მათ დაემატებათ ბათუმისა და ზოგადად, აჭარის რეგიონის რესტორნები. ამასთან ერთად, აპლიკაციაში გამოჩნდება მენიუ, რომელიც მომხმარებელს მისცემს საშუალებას ადგილზე მისვლის გარეშე გაეცნოს რესტორნის კერძებს.

"რეალურად, დღეს ბიზნესის უმრავლესობა ციფრულ ტრანსფორმაციას განიცდის. ადრე ტელეფონით ვიძახებდით ტაქსს, კურიერს. დღეს, ტელეფონი აპლიკაციამ ჩაანაცვლა და ყველაფერს უფრო მარტივად და სწრაფად ვაკეთებთ, მაგიდის დაჯავშნაც ანალოგიურად ტელეფონით აღარ მოხდება და აპლიკაციის მეშვეობით შევძლებთ წავიდეთ სასურველ ადგილას, სასურველ დროს.

თავდაპირველად, ერთ-ერთი სირთულე რესტორნებთან კომუნიკაცია იყო, რადგან საეჭვოდ მიიჩნევდნენ აპლიკაციის სიმარტივეს და გამართულად მუშაობას, თუმცა ვინც ბიზნესს ციფრებით ითვლის და ახალი ტექნოლოგიები კომფორტია და არა სირთულე, ისინი თამამად შემოგვიერთდნენ და მისცეს მაგალითი სხვებს, დაენერგათ ციფრული ჯავშნების პრინციპი. დღეს ყველა მიხვდა, რომ "ფლეისით" ჯავშნების მიღება დიდი კომფორტია. აპლიკაცია გათვლილია ადამიანებზე, ვინც ხშირად სტუმრობს რესტორნებს, ბარებს და კაფეებს. დაჯავშნა შესაძლებელია ნებისმიერი ადგილიდან – არ აქვს მნიშვნელობა, შეხვედრაზე ხარ თუ ხალხმრავალ ადგილას. ვფიქრობთ, ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობაა. უთითებ რესტორანს, სტუმრების რაოდენობას, სასურველ დროს, და მაგიდა დაჯავშნილია", – გვიყვება "ფლეისის" მარკეტინგის კონსულტანტი ნინო დარბაზელი.

სიახლეები

მეიჯერელ საქართველო დისტანციურ დასაქმებას განაგრძობს

"მეიჯერელი" სწრაფად იზრდება, ყოველ წელს ახალი დამკვეთები შემოდიან საქართველოს ბაზარზე, რაც კომპანიას კიდევ უფრო მეტი ადამიანის დასაქმების საშუალებას აძლევს