Get All Access for $5/mo

გაიცანით Bottiglia Di Vino! "ჩვენ გვაქვს იმის რესურსი, რომ წლიურად ჩამოვასხათ 3 000 000 ბოთლი"

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Bottiglia Di Vino

კომპანია Bottiglia Di Vino 2019 წლის დასაწყისში საქართველოში დაფუძნდა, თუმცა მოკლე დროში ბრენდი სწრაფი ტემპით განვითარდა და ასევე აგრძელებს. კომპანიის დამფუძნებლის, ვახტანგ ფალიანის თაოსნობით, გუნდის მიზანმიმართულმა და ხარისხზე ორიენტირებულმა სვლამ, წარმატებული სტარტი განაპირობა.

ღვინის კულტურითა და მისი განვითარებით დაინტერესებული ახალგაზრდების გუნდი ვახტანგ ფალიანმა ერთად შეკრიბა და ქართული ღვინის ქვეყნის ფარგლებს გარეთ პოზიციონირება, სავაჭრო პოტენციალის ზრდა დაისახა მიზნად. ღვინის ინდუსტრიაში რამდენიმეწლიან გამოცდილებას კომპანიის მისია შეუსაბამეს და აქტიურ საწარმოო პროცესზე გადავიდნენ. ამჟამად ღვინო კახეთში, ერთ-ერთი ქარხნის ბაზაზე მზადდება, თუმცა საკუთრივ ბრენდის საწარმო 2020 წელს კომპანიის მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე აშენდება. დაგეგმილია წარმოების მასშტაბების კიდევ უფრო ზრდაც.

"ჩვენ გვაქვს იმის რესურსი, რომ წლიურად ჩამოვასხათ 3 000 000 ბოთლი. ვმუშაობთ იმისათვის, რომ სრულად ავითვისოთ ეს შესაძლებლობა. დღეის მონაცემებით, წლის განმავლობაში 200 000 ბოთლია ჩამოსხმული. ჩვენი ვენახები კახეთში, ნეკრესის მიმდებარე ტერიტორიაზეა გაშენებული და სწორედ იქ მოწეული ნარჩევი ყურძნისგან, საუკეთესო ტექნოლოგიით მზადდება ღვინო", – უყვება Entrepreneur-ს ვახტანგ ფალიანი.

ამჟამად ბრენდი 9 სახეობის ღვინოს სთავაზობს ღვინის მოყვარულებს და ბაზარს: "საფერავი", "მუკუზანი", "ქინძმარაული", "ხვანჭკარა", "ალაზნის ველი თეთრი", "ალაზნის ველი წითელი", "ფიროსმანი წითელი", "ფიროსმანი თეთრი", "ახაშენი", "როზე", "წინანდალი". თითოეული მათგანი ჰარმონიულად ეხამება სხვადასხვა კერძს.

"საფერავი" და "მუკუზანი" შემწვარი ხორცის კერძებს განსაკუთრებით უხდება. "წინანდალი" ზღვის პროდუქტებთანაა რეკომენდებული. ცნობილია, რომ კერძი და ღვინო ერთმანეთს ფერით უნდა შეესაბამებოდეს. მიჩნეულია, რომ თეთრი ღვინო ზღვის პროდუქტებს, თევზს, ხბოს, ღორისა და შინაური ფრინველის ხორცს ძალიან უხდება. დესერტისთვის კი შესანიშნავია ჩვენი "როზე", – გვირჩეს Bottiglia Di Vino-ს დამფუძნებელი.

კომპანიას განვითარებისა და ახალი ბაზრების ათვისების დიდი გეგმები აქვს. საზღვარგარეთთან ერთად კი, ის ქართულ ბაზარზეც აპირებს მყარად დამკვიდრებას.

"ამჟამადექსპორტზე ვმუშაობთ. ჩვენი საექსპორტო ბაზარი მოიცავს ჩინეთს, საბერძნეთსა და ლიტვას. გვსურს, ბაზარი კიდევ უფრო გავზარდოთ და ჩვენი ბრენდი მსოფლიო მასშტაბით მეტად ცნობადი გავხადოთ. ასევე, აქტიურად ვმუშაობთ საქართველოშიც, რათა ქართულ ბაზარს ხარისხიანი, ხელმისაწვდომი პროდუქტი შევთავაზოთ. დღესდღეობით, ჩვენი ღვინის დაგემოვნება საქართველოში შესაძლებელია ღვინის მაღაზიაში "8000 მოსავალი", ასევე ღვინის ბარში Wine not?

Bottiglia di Vino-ს ღვინის შეძენისა და ადგილზე მიტანის სერვისით სარგებლობა კი ახალი ქართული ღვინის დაგემოვნების მსურველებს Entrepreneur Shop-ის მეშვეობითაც მარტივად შეუძლიათ.

სალომე ქუშაშვილი

ჟურნალისტი

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე