Get All Access for $5/mo

გაიცანით გაიოზ სოფრომაძის მარანი! ტერაბანკი ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ტერაბანკი

როგორც ჩვენს წინა გამოცემაში მოგიყევით, სირთულეებით სავსე 2020 წელს "ტერაბანკმა" ბიზნესკლიენტების მხარდაჭერა გადაწყვიტა და ახალი პროექტი წამოიწყო. ინიციატივა 50 ბიზნესკლიენტისთვის მათ კონკრეტულ საჭიროებებზე მორგებული სასაჩუქრე პაკეტების გადაცემას გულისხმობდა. განსაკუთრებული აქცენტი კი ციფრული გაყიდვებისა და კომუნიკაციის გაძლიერებაზე გამახვილდა, რომლის როლი ბოლო დროს ნებისმიერი ტიპის ბიზნესისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი გახდა. ციფრულ ინსტრუმენტებთან ერთად, "ტერაბანკის" ბიზნესკლიენტებმა სხვა შინაარსის დახმარებაც მიიღეს, რაც ხელს შეუწყობს მათი საქმიანობის წარმატებით ფუნქციონირებას.

"როცა გაზაფხულზე პირველი შეზღუდვები დაწესდა, რთული არ იყო იმის პროგნოზირება, რომ ბიზნესს და მათ შორის ჩვენს კლიენტებსაც, არაერთი გამოწვევა ელოდათ. ამიტომ, მაშინვე დავიწყეთ მსჯელობა, როგორ დავხმარებოდით მათ როგორც უკვე არსებული სიძნელეების გადალახვაში, ასევე სამომავლო გამოწვევებთან გამკლავებაში.

ჩვენი ბანკის მასშტაბი მოქნილობისა და თითოეულ ბიზნესკლიენტთან მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობების შესაძლებლობას გვაძლევს. მხოლოდ გარკვეულ სერვისებს კი არ ვაწვდით მათ, არამედ მუდამ ჩართულები ვართ ბიზნესკლიენტების საქმიანობის განვითარებაში. შესაბამისად, რთულ პერიოდში მათი დახმარება ჩვენი კორპორაციული კულტურის ნაწილიც იყო", – ამბობენ "ტერაბანკში".

ENTREPRENEUR-ი აგრძელებს თქვენთვის მათ გაცნობას.

გაიოზ სოფრომაძის მარანი

იმ ბიზნესკლიენტებს შორის, რომლებსაც "ტერაბანკმა" სასაჩუქრე პაკეტები გადასცა, "გაიოზ სოფრომაძის მარანიცაა" − ადგილი, რომელიც ქართული, დასავლური ყურძნის ჯიშებისა და მათგან დაყენებული ღვინის სამყაროში შესანიშნავ მეგზურობასა და მასპინძლობას გაგიწევთ. თუ ადრე ამ ყველაფრისთვის ბაღდათში უნდა წასულიყავით, "ტერაბანკის" მხარდაჭერით, სოფრომაძის მარანს ახლა უკვე ონლაინპლატფორმაზე www. sopromadzewines.com ნახავთ და ღვინის გაცნობა-შეძენასაც შეძლებთ.

სოფრომაძეების საგვარეულო მარანი არსებობის საუკუნეზე მეტხანს ითვლის. ორგანული, ნატურალური ქვევრის ღვინის წარმოება, რომელიც შესანიშნავი გემოვნური და ბიოლოგიური თვისებებით გამოირჩევა, ოჯახმა 1907 წელს დაიწყო, საბჭოთა რეჟიმის დროს შეწყვეტილი ტრადიცია კი 2009 წელს აღდგა.

ღვინო ბოთლებში გაიოზ სოფრომაძემ ჩამოასხა. დღეს იგი პრაქტიკულად ყველა იმერულ ჯიშს − ციცქას, ცოლიკოურს, კრახუნას, ჩხავერს, ძელშავსა და ოცხანურ საფერეს აწარმოებს. პანდემიის დაწყებამდე, მარანი აქტიურად მასპინძლობდა ტურისტულ ჯგუფებსაც, რომლებიც ნატურალური ქვევრის ღვინის დამზადების ტრადიციულ მეთოდებსა და ტექნოლოგიურ თავისებურებებს ადგილზე ეცნობოდნენ. ქართული კერძების დაგემოვნების პარალელურად კი, ღვინოსაც აჭაშნიკებდნენ და მარანს დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით ტოვებდნენ.

მართალია, 2020 წელს "გაიოზ სოფრომაძის მარანს" ვიზიტორები ძველებურად ვეღარ სტუმრობდნენ, თუმცა მარანმა, როგორც ბიზნესმა, საქმიანობის გასაგრძელებლად ალტერნატიულ გზას მიმართა და გაყიდვები, მათ შორის უცხოურ ბაზრებზე, მნიშვნელოვნად გაზარდა, თანაც − თითქმის 50%-ით. ახლა უკვე მისი საექსპორტო ბაზრების ჩამონათვალში აშშ, იაპონია, საფრანგეთი, გერმანია და ლატვიაც არიან. ახალი საჭიროებების პასუხად კი, "ტერაბანკის" მხარდაჭერით, შეიქმნა "გაიოზ სოფრომაძის მარნის" ვებგვერდი, რომელიც ღვინის გაყიდვის ახალ, ეფექტიან არხს წარმოადგენს.

"ვფიქრობთ, თანამედროვე ციფრულ ეპოქაში ასეთი მხარდაჭერა სწორედაც რომ დროისა და საჭიროებების რელევანტურია. "ტერაბანკი" დაგვეხმარა, საიტისთვის მაღალი ხარისხის ფოტოები გვქონოდა, რაც პროდუქციის სწორად წარმოსაჩენად ძალიან მნიშვნელოვანია. ბანკის ამ მიმართულებით მხარდაჭერა დროული და საჭირო აღმოჩნდა. რაც შეეხება ჩვენს სამომავლო გეგმებს, ახლო მომავალში რამდენიმე კარგი სიახლე გვექნება. წარმოების გაზრდას, იშვიათი იმერული ყურძნის ჯიშების მოძიებასა და კიდევ ახალი ვენახების გაშენებას ვაპირებთ, პროდუქციის რეალიზაციისთვის ახალი ბაზრების ათვისებას ვგეგმავთ, ტურისტებს კი საინტერესო მასტერკლასებს ვპირდებით", − გვიყვება გაიოზ სოფრომაძის ვაჟი, ლაშა სოფრომაძე.

ტურისტული ნაკადების გაზრდამდე კი, ოჯახის ძალისხმევითა და "ტერაბანკის" მხარდაჭერით, "გაიოზ სოფრომაძის მარანი" ონლაინსივრცეში განაგრძობს საქმიანობას და მისი დახმარებით ქართული დასავლური ღვინის მდიდარ სამყაროში დაუვიწყარ მოგზაურობას კიდევ უფრო დიდ აუდიტორიას ჰპირდება.

სალომე ქუშაშვილი

ჟურნალისტი

Business News

ეპიზოდ ჯგუფი - საკუთარი საქმის სიყვარულით შექმნილი წარმატების ისტორია

"კომპანიის სახელთან ემოციური კავშირი მაქვს, რადგან ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე საუბრისას ერთ-ერთი განმსაზღვრელი ტერმინი ჩემთვის სიტყვა "ეპიზოდი" იყო"