Get All Access for $5/mo

გარემოზე ზრუნვა, როგორც NFT Forest-ის მამოძრავებელი ძალა და სტარტაპის სამომავლო გეგმები

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

კლიმატის ცვლილება ჩვენი პლანეტის წინაშე მდგარი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ზურაბ მესხიძესა და ერიკ დინ ვეიდს სურდათ, საკუთარი წვლილი შეეტანათ პრობლემის გადაწყვეტაში და სწორედ ასე გაჩნდა NFT Forest. პროექტი შეიქმნა, რათა იმუშაოს ნახშირბადის ემისიების, ტყეების განადგურებისა და ნახშირბადის შთანთქმის გადათვლის გამჭვირვალობის კრიტიკულ საკითხებზე.

Entrepreneur წამოწყების შესახებ ზურაბ მესხიძეს ესაუბრა. როგორც თანადამფუძნებელი გვიყვება, NFT Forest-ში ბლოკჩეინის გამოყენებით ხდება CO2 პრემიუმკრედიტების ტოკენიზაცია NFT-ების საშუალებით, რაც უზრუნველყოფს მდგრადობას გარემოს დაცვის მიმართ.

მისივე თქმით, წამოწყება დიდ გამბედაობას მოითხოვდა. ზურაბი ამბობს, რომ ბევრისთვის წარმოუდგენელი იყო ბლოკჩეინისა და გარემოს დაცვის საკითხების გადაკვეთა.

"გავაერთიანეთ ტყეების გაშენება ბლოკჩეინთან, რაც წარმოუდგენელ მოვლენად აღიქმებოდა. ეს მოითხოვდა გამბედაობას, რადგან უნდა მიგვეღო არატრადიციული გადაწყვეტილებები, რომლებიც უნიკალური იყო. პირველებმა გამოვიყენეთ ამგვარი მიდგომა, რამაც გავლენა მოახდინა როგორც გარემოზე, ისე ბლოკჩეინ-ტექნოლოგიის აღქმასა და ბიზნესზე", − ამბობს ზურაბი.

ანტრეპრენერის თქმით, მათი მიდგომების მიმართ სანდოობის გაძლიერება და სკეპტიციზმის დაძლევა ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა იყო. სწორედ ამიტომ, მათ უნდა ჰქონოდათ საკითხის ღრმა ცოდნა, განხორციელების გაზომვადი კრედიტები, ბლოკჩეინის ფუნქციონალის ახლებური გამოყენება და რაც მთავარია, საზოგადოებისთვის ამ ყველაფერს სარგებელი უნდა მოეტანა.

ბიზნესსაქმიანობამ ზურაბსა და ერიკს ბევრი რამ ასწავლა და ახლებურად დაანახა. როგორც ჩვენთან ინტერვიუში ამბობენ, დამოუკიდებელმა საქმიანობამ მათ გამძლეობის, ადაპტირებისა და ძლიერი კავშირების დამყარების მნიშვნელობა ასწავლა.

"გუნდის შექმნა, უწყვეტი განვითარება და წარმატებების ზეიმი აუცილებელია რისკის დაბალანსებასთან და ჩვენი მისიის ერთგულებასთან ერთად. ასევე, რაც უნდა მოხდეს, რისაც მტკიცედ გჯერა, ის უნდა სცადო, განურჩევლად იმისა, თუ რა არის მისი ხელშემშლელი ფაქტორები", − ამბობენ NFT Forest-ის დამფუძნებლები.

ნამდვილ ანტრეპრენერს ახასიათებენ, როგორც მეოცნებეს. ზურაბ მესხიძე განმარტავს, რომ ანტრეპრენერს უნდა ჰქონდეს სამყაროს უკეთეს ადგილად გარდაქმნის ოცნება და აიღოს ვალდებულება, ეს ოცნება განახორციელოს.

მისივე თქმით, დადებითი ცვლილებებით აღტაცება, გარისკვა და ინოვაციური იდეების რეალიზება ანტრეპრენერის უმნიშვნელოვანესი თვისებებია.

"უნდა ჰქონდეს ოცნების მიღწევის ის გზები, რომლებზეც საზოგადოების სხვა წევრები არც კი დაფიქრებულან. მიიღოს ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც არ არის სტანდარტული და იმოქმედოს ისე, როგორც ეს სხვებისთვის დიდ რისკთან იქნებოდა დაკავშირებული", − ამბობს ზურაბი.

NFT Forest-ის დამფუძნებლების მთავარი მოტივაციაც სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლაა − მათ სურთ, დადებითი გავლენა იქონიონ გარემოს დაცვის საკითხებზე.

"ბლოკჩეინის ტექნოლოგიისა და გარემოს დაცვის უნიკალური კომბინაცია NFT Forest-ში აძლიერებს ჩვენს წადილს კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის, გამჭვირვალობის ხელშეწყობისა და მდგრადი პრაქტიკის წახალისებისთვის".

სტარტაპის მიზანი სწრაფი ზრდა და მდგრადი პრაქტიკის დანერგვაა. 2024 წლისთვის გეგმავენ, გაზარდონ ტყის საფარი, გაიჩინონ მეტი მომხმარებელი და მოიზიდონ ინვესტიციები, რათა ხელი შეუწყონ მწვანე მომავალს.

"მთავარი მიზანია NFT Forest-ის პოზიციონირება, როგორც მდგრადი პრაქტიკის ლიდერი, რომელიც იწვევს პოზიტიურ ცვლილებებს როგორც საქართველოში, ასევე გლობალურად", − ამბობენ დამფუძნებლები.

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი