Get All Access for $5/mo

ღვინით მოყოლილი ისტორიები "მეღვინეობა ვაზიანისგან" გაიცანით კრეატიული კამპანიის ავტორი

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Vaziani

წერილები ცარიელი ბოთლით საკმაოდ მოულოდნელი აღმოჩნდა ბევრი ადამიანისთვის. უჩვეულო გზავნილებმა ბოლო დღეებში დიდი ინტერესი და სასიამოვნო ფორიაქი გამოიწვია, მით უფრო რომ წერილები არა უბრალოდ პერსონიფიცირებული იყო, არამედ ისეთ გაუხმაურებელ ნიუანსებს შეიცავდა, რომ ამან ადრესატები კიდევ უფრო ჩააფიქრა მათი ინკოგნიტო ავტორის შესახებ.

სასიამოვნო ბუნდოვანებას კი ფარდა დღეს აეხადა და აღმოჩნდა, რომ კამპანიის ავტორი "მეღვინეობა ვაზიანია". თუ რას ისახავდა მიზნად კრეატიული კამპანია, რომელმაც საკმაოდ დაძაბულ და სტრესულ გარემოში, საზოგადოება პოზიტიურად დამუხტა, თუ როგორ დაიგეგმა და რატომ დაიმსახურა არაერთი ადამიანის აღფრთოვანება, ამის შესახებ Entrepreneur-ს "მეღვინეობა ვაზიანის" კომუნიკაციებისა და ბრენდის მენეჯერი, ნინი დავითიძე ესაუბრა:

"მიუხედავად იმისა, რომ უცხოურ ბაზრებზე საკმაოდ კარგად გვიცნობენ, ერთი წლის წინ გადავწყვიტეთ, ადგილობრივ ბაზარზეც დაგვემკვიდრებინა თავი და დავიწყეთ ფიქრი იმაზე, თუ როგორ შეიძლებოდა საინტერესო და განსხვავებული სახით გაგვეცნო მომხმარებლისთვის ჩვენი ღვინოები. ჩანაფიქრი იყო, რომ თანამედროვე, მარტივი, მაგრამ რაღაცით ყველა ღვინის ბრენდისგან განსხვავებული ეტიკეტები შეგვექმნა. ვითანამშრომლეთ დიზაინერ გიორგი პოპიაშვილთან, რომელიც ამ იდეის ვიზუალიზაციაში დაგვეხმარა. იქიდან გამომდინარე, რომ ჩემი აზრით, ღვინო ყველა ადამიანში სხვადასხვა ემოციას ბადებს, გადავწყვიტეთ შეგვექმნა ვიზუალი, სადაც ყველა ბოთლზე განსხვავებული ფერადი ტალღები იქნებოდა გამოსახული, რომელიც მომხმარებელს ფანტაზიაზე დაყრდნობით მისცემდა საშუალებას აღექვა ისინი, როგორც ვენახები, მთები, ემოციის იმპულსები და ა.შ. თავადაც ღვინის დიდი მოყვარული ვარ და რამდენიმე წელია, ამ სფეროში ვარ. ჩემთვისაც ღვინო პირველ რიგში ემოციებთან ასოცირდება. ღვინოს აუცილებლად გააჩნია ხასიათი, ისევე როგორც ყველა ადამიანს. შესაბამისად, ყოველთვის მქონდა სურვილი, თუნდაც ჩემი მეგობრებისთვის, რომლებიც არ არიან გარკვეული ღვინოში, ძალიან მარტივ ენაზე ამეხსნა ღვინის ხასიათი რთული ტერმინების გამოყენების გარეშე. ვითანამშრომლეთ საკომუნიკაციო სააგენტო "კალეიდოსთან" და ერთად შევქმენით მთავარი სლოგანი "ღვინო მხოლოდ თრობა არ არის". თითოეული ღვინის ხასიათიდან გამომდინარე კი განვავრცეთ ეს სლოგანი და თითოეულს შევუსაბამეთ კონკრეტული ხასიათი. ამ ყველაფერთან ერთად ჩემი დიდი სურვილი იყო, რომ საკმაოდ საინტერესო ინფორმაციული ფაქტები და დეტალები ეტიკეტზეც დაგვეტანა. შესაბამისად ჩვენს ეტიკეტებზე ძალიან ბევრ საინტერესო და ისტორიულ ფაქტს წააწყდება ადამიანი. ჩვენს მთავარ ფილოსოფიასა და ხედვასაც სწორედ ეს წარმოადგენს, რომ ღვინო მხოლოდ თრობა არ არის და მის მიღმა შეიძლება იყოს უამრავი რამ. სწორედ ამ ხედვას გვინდოდა მიეღწია ჩვენს მომხმარებლამდე, თანაც საინტერესო ფორმით. ამიტომაც დავიწყე კამპანიაზე ფიქრი და მინდოდა მასში აუცილებლად ბოთლი ყოფილიყო მთავარი პერსონაჟი, როგორც ღვინის სიმბოლო. ბოთლში კი წერილი, რომელიც ადრესატს გაესაუბრებოდა და თავის თავზე მოუყვებოდა. ამ კუთხითაც არაჩვეულებრივად ვითანამშრომლეთ კომპანია "კალეიდოსთან". დავიწყეთ იმით, რომ შევარჩიეთ საინტერესო, ცნობადი და სოციალურ ქსელში აქტიური ადამიანები, შევქმენით მათი პროფილები, მოვიძიეთ საინტერესო ინფორმაცია მათ შესახებ და ამის შემდეგ უკვე ინდივიდუალურად შევუხამეთ ღვინო და სლოგანები. 3 დღის განმავლობაში მათ ეგზავნებოდათ ღვინის ბოთლში მოთავსებული ანონიმური წერილები. ინფორმაციის მოპოვებაში მათი გარშემომყოფებიც დავიხმარეთ. მეოთხე დღეს კი მათ კითხვას, თუ ვინ იყო გზავნილების ავტორი, გავეცით პასუხი მათთან განსაკუთრებული ემოციებით დაკავშირებული ინდივიდუალური, მოულოდნელი და კრეატიული საჩუქრების თანხლებით. კამპანიის მთავარი მიზანი ის იყო, რომ კონკრეტულად ქართველი მომხმარებლისთვის უკეთ გაგვეცნო "მეღვინეობა ვაზიანის" განსხვავებული ხედვა და ხარისხიანი ღვინის წარმოების ფილოსოფია. ვფიქრობ, ჩვენს მიზანს მივაღწიეთ, დავიმეგობრეთ ძალიან ბევრი, საინტერესო ადამიანი და მათი მეშვეობით ხმა საკმაოდ დიდ აუდიტორიას მივაწვდინეთ. სამომავლოდაც ბევრი შემოქმედებითი და საინტერესო პროექტი გვაქვს ჩანაფიქრში და ნელ-ნელა ვაპირებთ მათ განხორციელებას".

"მეღვინეობა ვაზიანი" ღვინოს ნამდვილი ქართული ტრადიციების დაცვით 1982 წლიდან აწარმოებს. კომპანიის საწარმო კახეთში ქალაქ თელავში 100 წლიანი ისტორიის მქონე ბაზაზე დაფუძნდა და დღეს უკვე თანამედროვე ტიპის, მოდერნიზებულ ქარხანას წარმოადგენს. დღესდღეობით აწარმოებს ევროპულ კასრის და ქვევრის პრემიუმ ხაზის ღვინოს. არის არაერთი საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული და ჯილდოს მფლობელი. როგორც კომპანიის მისიასა და სტრატეგიაში ვკითხულობთ, მის ძირითადი ამოცანა პრემიალურ სეგმენტზე უკვე მოპოვებული პოზიციების მნიშვნელოვნად გამყარებაა, მიზანი კი ერთგული მომხმარებლების დამსახურებული ნდობისა გამართლება და შენარჩუნება.

სალომე ქუშაშვილი

ჟურნალისტი

სიახლეები

მეიჯერელ საქართველო დისტანციურ დასაქმებას განაგრძობს

"მეიჯერელი" სწრაფად იზრდება, ყოველ წელს ახალი დამკვეთები შემოდიან საქართველოს ბაზარზე, რაც კომპანიას კიდევ უფრო მეტი ადამიანის დასაქმების საშუალებას აძლევს