Get All Access for $5/mo

''ღვინო ყვითელი ეტიკეტით'' - მიირთვით ყველგან, ყოველთვის და ყველაფერთან

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ფოტო: Yellow Label Wine

საუკუნეების განმავლობაში საქართველო ღვინის სამშობლოდ მიიჩნეოდა იმდენად, რამდენადაც აქ მევენახეობა-მეღვინეობის მსოფლიოში უძველესი ნაკვალევია აღმოჩენილი. ეს გზა გრძელდება თანამედროვე სამყაროშიც და სულ უფრო მეტი განსხვავებული და უნიკალური ღვინო ჩნდება ქართულ ბაზარზე − ზოგი შეფუთვით გამორჩეული, ზოგს კი აბსოლუტურად სხვა გარემო და განწყობა სჭირდება. თუმცა არსებობს "ღვინო ყვითელი ეტიკეტით", რომელიც ფერების, არომატებისა და ღვინის ხასიათის ენით საუბრობს და ცდილობს, ემოციებიც სწორედ ამ პალიტრით გადმოსცეს. "ამ ღვინოს მოხმარების წესები არ აქვს: მიირთვით ყველგან, ყოველთვის და ყველაფერთან" – Entrepreneur-თან საუბარში ახსენებენ კომპანიის წარმომადგენლები.

"პროდუქტი ინსპირირებულია დადებითი ემოციიდან, რომელიც პირველივე შეხედვიდან და მოსმიდან იგრძნობა. მისი ორგანოლეპტიკური მახასიათებლები: არომატი და გემო, ალკოჰოლის ზომიერ დახმარებასთან ერთად, ქმნის პოზიტიურ განწყობას. მაშინ, როდესაც ღვინის ღია ყვითელი, მბზინავი შეფერილობა, მისი მწიფე ყვითელი ხილისა და თეთრი ყვავილების არომატები წყვილდება ცოცხალ მჟავიანობასთან. თქვენ გრძნობთ, როგორ ივსებით სინაზით, სიმსუბუქითა და სილაღით. მოტივი არის ხარისხის, ხელმისაწვდომობის, სიმარტივისა და ნდობის შეთავაზება მომხმარებლისთვის და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მათი ცხოვრების გამარტივება, როდესაც დადგებიან არჩევანის წინაშე. ჩვენ გვსურს ვისაუბროთ ფერების ენით და გადმოვცეთ ღვინის გასინჯვის დროს განცდილი ემოცია ფერებში", − განმარტავენ ბრენდის წარმომადგენლები.

"ღვინო ყვითელი ეტიკეტით" არის პოზიტიურ ემოციებზე დაფუძნებული იდეა, რომელსაც არ აქვს ჩარჩოები, არ ზღუდავს მომხმარებლის ქცევასა და თავისუფალი არჩევანის უფლებას. ღვინო იძლევა იმპროვიზაციის საშუალებას და შეგიძლიათ გახსნათ იქ, სადაც თქვენ მოგესურვებათ. შეუხამოთ იმ კერძს, რომელთანაც გესიამოვნებათ.

ამ დროისთვის, "ღვინო ყვითელი ეტიკეტით" იყიდება მხოლოდ თბილისის მასშტაბით, რამდენიმე ობიექტზე, მათ შორის: "სომელიე", "ღვინის ბუტიკი", "ციცქა", "ცანგალა", Books From the Past, "ვაინ ნოთ", "ღვინის ბიბლიოთეკა", "ეზო", "იასამანი", "ქართული კალათა", "ნინო მერის", "ლე მარე", "მონოგრაფი", "სტამბა" და "რუმსი". იმის შემდეგ, რაც პირველი ბოთლი ჩამოისხა სამი თვის წინ, კომპანიას უკვე ჰყავს ერთგული მომხმარებლები, რომლებსაც უყვართ პროდუქტი და ენდობიან. ღვინის შეძენა ასევე შესაძლებელია Entrepreneur Shop-ზე.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, როგორც კომპანიაში აცხადებენ, ბაზარზე გაჩნდება კიდევ ახალი პროდუქტები, რომელიც შემდეგი სახელებით იქნება ცნობილი: "ღვინო იასამნისფერი ეტიკეტით", "ღვინო ვარდისფერი ეტიკეტით" და "ღვინო ფორთოხლისფერი ეტიკეტით". მიუხედავად იმისა, რომ Covid-19-ის პანდემიამ, როგორც სხვა ბიზნესებს, ღვინის სექტორსაც მიაყენა საგრძნობი ფინანსური ზარალი, ბრენდის ღვინისთვის ეს პერიოდი გარდამტეხ შესაძლებლობად იქცა, რადგან სწორედ ამ დროს დაიწყო ბრენდის განვითარება. ბრენდი, რომელიც გამოხატავს თავისუფლებას, სიმარტივესა და განცდილ ემოციებს.

ელენე ლომსაძე

ჟურნალისტი

ინოვაციებისა და საერთაშორისო პროექტების გუნდის წევრი Steinbeis School of International Business and Entrepreneurship, Germany-ში. Google Global I/O Extended-ის თანაორგანიზატორი.

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

როგორ დავიწყო ბიზნესი

მცირე ბიზნესის დაწყების 5 მარტივი საფეხური

თუ მცირე საფეხურებად დაყოფთ, დაწყება იმაზე გაცილებით ადვილი გახდება, ვიდრე გგონიათ

Business News

საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება

ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ "ქართული ოცნების" ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი