ღვინოს ქმნის ხარება "მეღვინეობა ხარება" 1995 წლიდან
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
"მეღვინეობა ხარება" დაარსდა 1995 წელს. ეს ის პერიოდია, როდესაც დამფუძნებლებმა გადაწყვიტეს ვენახები შეეძინათ კახეთის რეგიონში, ასევე ღვინის მარანი სოფელ ვაჩნაძიანში. სწორედ ამ პერიოდიდან იწყება კომპანიის განვითარება. დღეს, ის მოიცავს 1500 ჰექტარ ვენახს, 3 მოქმედ ღვინის მარანსა და 2 მიმდინარე ახალ პროექტს.
"მეღვინეობა ხარებას" ჯგუფის დაარსებისა და განვითარების საინტერესო ისტორიას, კომპანიის მთავარი მეღვინე და გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე, ვლადიმერ კუბლაშვილი გვიყვება:
"ვენახები აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკითა და ტექნოლოგიებით. გვაქვს შესაძლებლობა რომ ტერუარებზე ხელით დავკრიფოთ ყურძენი, მაშინ როდესაც ინდუსტრიული დანიშნულების ვენახებში, შეგვიძლია გამოვიყენოთ თანამედროვე საკრეფი მანქანები. ჩვენი მარნები აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებითა და მანქანა-დანადგარებით იმისათვის, რომ ყოველწლიურად ვიმუშაოთ ხარისხის ამაღლებაზე და ასევე, ხარისხის შენარჩუნებაზე.
ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, ჩვენი ნაკვეთებიდან მიღებული ყურძნით ვაწარმოოთ ისეთი დონის ღვინოები, რომლებიც წარმოაჩენენ ჩვენს კომპანიას არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოს მასშტაბით.
განსაკუთრებით ხაზი მინდა გავუსვა ისეთ საექსპორტე ბაზრებს, როგორებიცაა პოლონეთი და გერმანია, ასევე აზიის ღვინის ბაზარი, და აქ, რა თქმა უნდა, თვალსაჩინო ადგილი უჭირავს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას, სადაც "მეღვინეობა ხარებას" წილი ქართული ღვინის კატეგორიაში არის 9%.
კომპანია დაკომლექტებულია თანამედროვე პროფესიონალებით, როგორც მევენახეებით, ასევე მეღვინეებით. ჩვენ გვყავს გუნდში საერთაშორისო დონის სპეციალისტები, მოწვეული კონსულტანტები საფრანგეთიდან, გერმანიიდან და იტალიიდან. ისინი გვეხმარებიან თანამედროვე მიდგომების დანერგვაში.
რამოდენიმე წლის წინ შევიძინეთ ყვარლის ღვინის გვირაბი, რომელიც არის ძალიან ცნობილი და უდიდესი რეგიონში. გვირაბში ვაძველებთ მაღალი კლასის ღვინოებს, წლის მანძილზე ვმასპინძლობთ 100 000-მდე ტურისტს. კომპანიას აღებული აქვს დაახლოებით 500-მდე საერთაშორისო ჯილდო.
ჩვენ მუდმივად მზად ვართ შევთავაზოთ ღვინის მომხმარებლებს ახალი პროდუქტი, მივცეთ მეტი არჩევანის საშუალება და ამით ხაზი გავუსვათ ჩვენს სლოგანს "ღვინოს ქმნის ხარება".