Get All Access for $5/mo

Gift House - ხარისხიანი და ექსკლუზიური სასაჩუქრე სერვისი საქართველოში

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Gift House სასაჩუქრე ბრენდია, რომელიც ბაზარზე 2016 წლიდან ფუნქციონირებს. მისი დამფუძნებლები მარიამ და ილონა ივანიძეები არიან.

"ბევრი ფიქრის შემდეგ მივედით დასკვნამდე, რომ გვსურდა, საქართველოში მომხმარებლისთვის საჩუქრების სერვისის განსხვავებული კონცეფცია შეგვექმნა. მათ მივეცით სრული თავისუფლება, ინდივიდუალურად შეარჩიონ სასაჩუქრე ნაკრების პერსონალიზაციისთვის საჭირო ყველა დეტალი, იქნება ეს ყუთი, ბარათი თუ თავად საჩუქარი", - ილონა ივანიძე, ბრენდის თანადამფუძნებელი.

ბრენდი მომხმარებელს სთავაზობს ინდივიდუალურ და კორპორატიულ სასაჩუქრე ნაკრებებს, ბიუჯეტის გათვალისწინებით. უქმნის მას სრულ კომფორტს, რადგან მომხარებელს შეუძლია დისტანციურად განიხილოს ყველა დეტალი და დაზოგოს დრო.

"საჩუქრის ადრესატისთვის სწორად მიწოდება არის ხელოვნება, ამიტომ სტილს ინდივიდუალურად ვქმნით. შეფუთვაზე ადრესატის ინიციალებს ვბეჭდავთ, დამკვეთის სურვილიდან და მისი გემოვნებიდან გამომდინარე. ნებისმიერი ადამიანი თავად ირჩევს, რა სურს. ვქმნით მომხმარებლის გემოვნებასა და ბიუჯეტზე მორგებულ საჩუქრებს. სწორედ ამან გამოიწვია ბრენდის ცნობადობის გაზრდა", - აღნიშნავს მარიამი.

იგი ასევე გვიყვება, რომ ბრენდის მთავარი ამოცანა მომხარებლისთვის ხარისხიანი პროდუქტის მიწოდებაა, ქვეყანაში არსებული ეკონომიკური პირობების გათვალისწინებით.

"ყველაზე დიდ გამოწვევად საქართველოს ბაზარზე არსებული ფასები და მწირი არჩევანი მიგვაჩნდა. საბედნიეროდ, მოვახერხეთ ფასების რეგულირება და მომხარებლის ინტერესების დაცვა".

ბრენდს მუდმივი მომხმარებლის სიაში ჰყავს ცნობილი კომპანიები და მათი რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება.

Gift House-ის მთავარი მიზანია იყოს საუკეთესო ონლაინ სასაჩუქრე პლატფორმა და მომხარებელს მაქსიმალურად გაუმარტივოს სერვისი. ასევე ბრენდს სურს საერთაშორისო ბაზარი მოიცვას და გაზარდოს ცნობადობა ქვეყნის ფარგლებს გარეთ.

ლიდერობა

17 შთამაგონებელი ციტატა, რომელიც თქვენს გუნდს ერთიანს გახდის

თქვენი გუნდი დათრგუნულია? მისი გამხნევება სცადეთ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ციტატა გაუგზავნეთ

ლიდერობა

15 თვისება, რომელიც გავლენიან ადამიანებს სხვებისგან გამოარჩევს

გავლენიანი ლიდერები ყველაფერს უკეთესობისკენ ცვლიან

სიახლეები

გირჩევთ წაიკითხოთ: რა იქნა ჩემი ყველი?

ეს არის მარტივი იგავი ღრმა ჭეშმარიტების შესახებ