You can be on Entrepreneur’s cover!

''გოლქეჩერი'', ანუ როგორ დავიჭიროთ მიზნები "ჩვენი სიმბოლო მიზნების დამჭერია"

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ბექა ხარებავა

ჩვენ ვცხოვრობთ შესაძლებლობებით სავსე სამყაროში და ახლა, ისე როგორც არასდროს, გვჭირდება დროის კონტროლი და ნაბიჯების დაგეგმვა. „გოლქეჩერი" ქართული ბლოკნოტია, რომელიც დაგეხმარებათ ჩამოაყალიბოთ თქვენი მიზნები და თანმიმდევრული ქმედებებით ისინი რეალობად აქციოთ.

Entrepreneur-თან ინტერვიუს დროს პროდუქტის ერთ-ერთი დამფუძნებელი, თეონა დალაქიშვილი აღნიშნავს, რომ „გოლქეჩერის" იდეა რამდენიმე წლის წინ გაჩნდა, როცა გუნდმა აქტიურად დაიწყო მუშაობა ქოუჩინგის და მენტორინგის მიმართულებით. „ძალიან ხშირად შევხვედრივართ მსგავსი ტიპის მგეგმავს, თუმცა ის არასდროს იყო სრულყოფილი, ამიტომაც გადავწყვიტეთ შეგვექმნა ისეთი ბლოკნოტი, რომელიც ყველაფერს მოიცავდა, რაც ჩვენ გვჭირდებოდა. ბევრი ვიმუშავეთ გოლქეჩერის კონცეფციაზე, მეთოდებზე, რომელსაც დავაინტეგრირებდით მასში. როდესაც საბოლოოდ კონცეფციაზე შევჯერდით, დადგა საკითხი, თუ რას დავარქმევდით ჩვენს პროდუქტს. „გოლქეჩერის" არსი ის არის, რომ სწორად გაწერილი ოცნებები მარტივად შეგვიძლია ვაქციოდ მიზნებად და რეალურად შევძლოთ მათი მიღწევა. სწორედ ამიტომ, ჩვენი სიმბოლო მიზნების დამჭერია".

ბიზნესი მომხმარებელს სთავაზობს არა მხოლოდ მგეგმავ ბლოკნოტს, გოლქეჩერს, არამედ კიდევ სხვადასხვა სერვისს. დამფუძნებელთა გუნდი როგორც ინდივიდებს, ასევე კომპანიებსა და ორგანიზაციებს უწევს სატრენინგო და ქოუჩინგ-მომსახურებას. მათ შეუძლიათ დაეხმარონ ორგანიზაციებს, უკეთ დაგეგმონ ადამიანური რესურსის მართვა, წახალისება და მოტივირება. ატრენინგებენ როგორც უშუალოდ თანამშრომლებს, ასევე HR-ებს და ეხმარებიან კომპანიებს დანერგონ მენტორინგი და ქოუჩინგი საკუთარი საქმიანობის განვითარებისათვის.

გუნდი მენტორინგს სთავაზობს ასევე სტარტაპებს და ინდივიდებს – მათ შეუძლიათ პლატფორმის www.imentor.ge დახმარებით გაიარონ რეგისტრაცია და გამოთქვან დაინტერესება მსგავსი სერვისით. ასევე, პერიოდულად ეწყობა სხვადასხვა შეხვედრა გოლქეჩერის სახელით, სადაც მონაწილეებს სრულიად უსასყიდლოდ ასწავლიან ქოუჩინგის იმ მეთოდებს, რომლებიც მათ ცხოვრებას გაუმარტივებთ. სწორედ ამისთვის შეიქმნა თავად „გოლქეჩერიც" – ნებისმიერ ადამიანს შეუძლია იყოს საკუთარი თავის ქოუჩი მგეგმავის დახმარებით.

„მართალია ამ ტიპის სამუშაო ბლოკნოტები უფრო და უფრო ტრენდული ხდება, თუმცა ჯერჯერობით ქართულ ენაზე მსგავსი მეთოდებისა და მგეგმავის მიქსი არ შეგვხვედრია. ჩვენი მთავარი პრინციპია ინდივიდუალური მიდგომა: გოლქეჩერის გუნდს უკვე აქვს გამოცდილება, შექმნას როგორც კონკრეტულ ორგანიზაციაზე მორგებული ტრენინგები, ასევე თავად ბლოკნოტის მოდიფიკაციასაც ვახდენთ კონკრეტული ორგანიზაციის საჭიროებიდან გამომდინარე. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროდუქტი იყოს მომხმარებლის საუკეთესო მეგობარი მთელი წლის განმავლობაში. სწორედ ამიტომ, ვცდილობთ მოვუსმინოთ თითოეულ მომხმარებელს და ბლოკნოტი მათ საჭიროებებს მოვარგოთ", – გვიყვება თეონა.

რაც შეეხება მთავარ გამოწვევებს, გუნდს თავდაპირველად გაუჭირდა მომხმარებლისთვის აეხსნა პროდუქტისა თუ სერვისის აუცილებლობა, რადგან ქოუჩინგი და საკუთარი თავის განვითარება საკმაოდ ახალი მიმართულებებია საქართველოში. „დროთა განმავლობაში ადამიანებმაც და ორგანიზაციებმაც უფრო მეტად აუღეს ალღო ჩვენს პროდუქტს და წელს საახალწლოდაც ძალიან ბევრმა ადამიანმა აირჩია გოლქეჩერი საჩუქრად.

დღესღეობით ჩვენი მთავარი გამოწვევაც და მიზანიც კომპანიებისთვის კორპორაციული პაკეტების შექმნა და შეთავაზებაა, რაზეც აქტიურად ვმუშაობთ და სულ მალე დავაანონსებთ".

მიუხედავად სირთულეებისა, „გოლქეჩერი" 2018 წლის დეკემბერში გამოვიდა და გუნდმა დღემდე მოახერხა დაეტრენინგებინა 200-მდე მენტორი, ემუშავა სხვადასხვა მოდელზე რამდენიმე კომპანიასა და ორგანიზაციასთან, შეექმნა „გოლქეჩერის" 4 სხვადასხვა ვერსია, მათ შორის ინგლისურ ენაზე, არსებული მოთხოვნიდან გამომდინარე.

იმის შესახებ, თუ სად შეიძლება პროდუქტის ყიდვა და რას უნდა ველოდოთ მომავალში, ჟურნალთან საუბრისას თეონამ აღნიშნა: „დაინტერესებული პირებისთვის ამ ეტაპზე „გოლქეჩერის" შეძენა შესაძლებელია ონლაინ – როგორც Entrepreneur Shop-ზე, ასევე „ვენდუზე", ქალაქ ბათუმში კი ჩვენი პარტნიორია მაღაზიაა „წიგნები ბათუმში".

ჩვენმა გუნდმა ასევე შექმნა მოდერაციის ბარათები, რომელიც დაგეხმარებათ ორი მნიშვნელოვანი მეთოდოლოგია, grow-მოდელი და design thinking გამოიყენოთ როგორც ინდივიდუალურ მუშაობაში, ასევე ტრენინგების ფასილიტაციის დროს.

რამდენიმე ქალაქში უკვე გავუკეთეთ ორგანიზება „გოლქეჩერის" ღონისძიებას: დაგეგმე მომავალი 2020. მალე ვეწვევით ზუგდიდსა და ქუთაისს, იქამდე კი ჩვენი გუნდი აქტიურად მუშაობს „გოლქეჩერის" კონცეფციაზე აბიტურიენტებისა და სტარტაპებისთვის".