Get All Access for $5/mo

Hill Inn - ლაქშერი კემპინგის მოყვარულთათვის კემპინგი ქედის სოფელ დანდალოში

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Hill Inn

თუ გსურთ, მთაში სრული კომფორტისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვით დაისვენოთ, მაშინ ქედის სოფელ დანდალოში არსებული ლაქშერი კემპინგი თქვენთვისაა.

Hill Inn ქართული სტარტაპია, რომლის მიზანია საქართველოს მთიან რეგიონში დამსვენებელს მაღალი კლასის სერვისი შესთავაზოს. ბიზნესის სათავეში 31 წლის ეკონომისტი, დავით არძენაძეა, რომელსაც ყოველთვის ჰქონდა სურვილი, ეკეთებინა ის საქმე, რომელიც სიამოვნებას მიანიჭებდა როგორც თავად მას, ასევე სხვებსაც. როგორც გვიყვება, დროთა განმავლობაში სხვადასხვა იდეა "იხარშებოდა" − ზოგი რეალური, ზოგიც აბსურდული. მათ უპირველესად, მეგობრებს უზიარებდა და უკუკავშირებსაც იღებდა. საბოლოო ჯამში, მსჯელობისა და საერთო ინტერესების აღმოჩენის შემდეგ, დავითმა და მისმა მეგობარმა, მაია ვერძაძემ, გადაწყვიტეს დაეფუძნებინათ ერთობლივი სტარტაპი სტუმარმასპინძლობის სფეროში: "თავიდან იდეის მოკლე მონახაზი გავაკეთეთ, გავაანალიზეთ ჩვენი ძლიერი და სუსტი მხარეები და დავიწყეთ ქმედითი ნაბიჯების გადადგმა იდეის ხორცშესხმაზე. უპირველესად, დავიწყეთ მაღალმთიან აჭარაში ადგილის ძიება. ჩემს მშობლიურ სოფელ დანდალოში ვნახეთ და შევიძინეთ ადგილი, რომელიც ზუსტად პასუხობდა ჩვენი საქმიანობის წარმატებულად წარმართვისთვის საჭირო ყველა მოთხოვნას. პარალელურ რეჟიმში, დავიწყეთ დაფინანსების მოძიება, როგორც დონორებთან, ასევე, ბანკებთან. აღმოჩნდა, რომ ჩვენი იდეები სრულ თანხვედრაში იყო იმ პერიოდში ქედაში არსებულ ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის საგრანტო პროგრამის მოთხოვნებთან. შესაბამისად, მივიღეთ დაფინანსება და იმ დღიდანვე დავიწყეთ საქმიანობა", − გვიყვება დავითი.

პროექტის ფარგლებში შეიქმნა ლაქშერი კემპინგის სივრცე − Hill inn, სადაც გარდა იმისა, რომ სტუმარს დახვდება ძალიან კომფორტული და გემოვნებით მოწყობილი სასტუმრო ნომრები, პანორამული ხედებით, დამსვენებლები ასევე ისარგებლებენ შემდეგი სერვისებით:

    • სახლის კინოთეატრი და მცირე ბიბლიოთეკა;
    • მოსასვენებელი სივრცეები;
    • სპა აუზი/ჯაკუზი და საუნა.

საქართველოს მთებში არსებული სასტუმროების უმრავლესობა მომხმარებელს სთავაზობს მხოლოდ ღამისთევისა და კვების მომსახურებას, ლაქშერი კემპინგის შემთხვევაში კი აქცენტი გამახვილდება მთაში სტუმრის მაქსიმალური კომფორტის პირობებში დასვენებაზე და თანაბარი მნიშვნელობა ენიჭება როგორც ნომრებში არსებულ კომფორტს, ასევე გარე პერიმეტრზე დასვენების მრავალფეროვნებას − სწორედ ეს გამოარჩევს Hill Inn-ს.

თუ ერთხელ მაინც ნახავთ სოფელ დანდალოში არსებულ კემპინგის სივრცეს, მიხვდებით, რომ ბიზნესპარტნიორებს სტარტაპის დაფუძნებისას დიდი შრომა აქვთ გაღებული. როგორც ამბობენ, საკმაოდ დიდ სირთულეს წარმოადგენდა მიწის რეგისტრაცია, რომელიც არსებული საკანონმდებლო რეგულაციების გამო, საკმაოდ დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვდა. გარდა ამისა, საქმიანობის პროცესში მნიშვნელოვნად გაძვირდა სამშენებლო მასალები, რის გამო გაცილებით მეტი თანხის ინვესტირება მოუწიათ დამფუძნებლებს, ვიდრე დაგეგმილი ჰქონდათ.

Hill Inn-ს ამ ეტაპისთვის უკვე შეუძლია ორივე ნომერში სტუმრების მიღება. ნაწილობრივ მოწყობილია და სრულდება გარეთ დასასვენებელი სივრცეების მოწყობაც. ტერიტორია საშუალებას იძლევა, რომ სამომავლოდ განთავსდეს სხვა, უფრო ინოვაციური ტიპის დასასვენებელი ადგილები. დავითი და მაია გეგმავენ მუდმივი განვითარების რეჟიმში მუშაობას და სტუმრებისთვის მაქსიმალურად კომფორტული და საინტერესო სერვისების მიწოდებას.

ბიზნესპარტნიორებს მიაჩნიათ, რომ სტარტაპის დაფუძნება და განვითარება დიდ დაბრკოლებებს გამოიწვევდა, რომ არა ევროკავშირის პროექტში "ქედა ლიდერი" ჩართულობა: "პროექტის შესახებ გავიგეთ სოციალური ქსელიდან. პროექტის საინფორმაციო კამპანიის საშუალებით საკმაოდ ამომწურავი ინფორმაცია მივიღეთ ჩვენთვის საინტერესო ყველა შეკითხვაზე. ზემოხსენებულ იდეას მივეცით პროექტის სახე და შესაბამისი ეტაპების გავლის შემდეგ, მივიღეთ დაფინანსება. დაფინანსების მიღების გარეშე პროექტის განხორციელებას საკმაოდ დიდი დრო დასჭირდებოდა და მსგავსი სახის მიცემას ვერც შევძლებდით. უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ გარდა ფინანსური მხარდაჭერისა, "ქედა ლიდერი" მუდმივ რეჟიმში მუშაობს ჩვენს განვითარებაზე, გვიწევს მენტორინგს, კონსულტაციებს; გვიტარებს ჩვენს საჭიროებებზე მორგებულ ტრენინგებს და ა.შ."

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

სიახლეები

გირჩევთ წაიკითხოთ: რა იქნა ჩემი ყველი?

ეს არის მარტივი იგავი ღრმა ჭეშმარიტების შესახებ