Get All Access for $5/mo

HOUSER – სამშენებლო-სამართლებრივი კონსულტაციის ინოვაციური ცენტრი საქართველოში ქართულ იურიდიულ სივრცეში ახალი სამართლებრივი ექსპერტიზისა და კონსულტაციის სერვისი გაჩნდა

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ალექსეი სეროვი | ლოკაცია: King David

საქართველოში გახშირებული მშენებლობებისა და უძრავი ქონების შესყიდვის მსურველთა რიცხვის ზრდის პარალელურად, ქონების შეძენის სამართლებრივი საკითხები უფრო და უფრო აქტუალური, საჭირო და საინტერესო ხდება. იმისათვის, რომ მსურველმა სამართლებრივად გამართული, სამშენებლო თვალსაზრისით კი უსაფრთხო და შესაბამისი სტანდარტით აშენებული ქონება შეიძინოს, ამ საკითხების საფუძვლიანი ცოდნაა საჭირო. ამავდროულად, კლიენტი დაზღვეული უნდა იყოს კომპანიების მხრიდან შეცდომისაგან. ამის საპასუხოდ, ქართულ იურიდიულ სივრცეში ახალი სამართლებრივი ექსპერტიზისა და კონსულტაციის სერვისი – HOUSER გაჩნდა. საქართველოში, აღნიშნულ სფეროში, ეს მსგავსი ტიპის პირველი სერვისია და ერთგვარ ინოვაციას წარმოადგენს. სამართლებრივი ექსპერტიზის ცენტრის გუნდმა გადაწყვიტა, უძრავი ქონების შეძენის მსურველებს ღირებული დახმარება ოპტიმალურ ფასად გაუწიოს, რათა მომავალში გაურკვევლობებისა და დავების თავიდან არიდება შეძლონ.

"მას შემდეგ, რაც მსურველი საინტერესო ობიექტის შესახებ მოგვმართავს, კომპანიის კვალიფიციურ იურისტთა გუნდი, უძრავი ქონების შესახებ ექსპერტულ მოკვლევას იწყებს. მოწმდება ობიექტის სამართლებრივი მდგომარეობა და მზადდება ანგარიში, რის შემდეგაც კომპანიის გუნდი კლიენტს ქონების არსებულ მდგომარეობას დეტალურად ვაცნობთ, გავცემთ რეკომენდაციებს, რჩევებს და მას იურიდიულად ყველა საჭირო რისკის შესახებ ვაწვდით ინფორმაციას" - განაცხადა HOUSER-ის დამფუძნებელმა თაზო ჩახუნაშვილმა Entrepreneur-თან საუბრისას.

საკანონმდებლო ნორმების სწრაფი ცვლილებებისა და სამშენებლო სექტორის დინამიკური განვითარების პარალელურად, იზრდება რისკ-ფაქტორები, რომლის გაცნობიერება და რომლისადმი მზადყოფნაც, თანამედროვე ქართულ საზოგადოებაში მწირია. HOUSER-ი სწორედ სამართლებრივი ცნობიერების ზრდას ემსახურება. ინფორმირებული ადამიანი კი დღეს მეტად დაცულია. განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე დიდი ღირებულების ქონების შეძენასა და მასთან დაკავშირებულ საკითხებს ეხება. აღსანიშნავია, რომ HOUSER-ის გუნდის პასუხისმგებლობა და მათ მიერ გაწეული არასრული რეკომენდაცია, სადაზღვევო კომპანია "ევროინსშია" დაზღვეული.

კომპანიას დიდი გეგმები აქვს და სამშენებლო ექსპერტიზის სერვისის კიდევ მეტად დახვეწასა და განვითარებას გეგმავს. ამას კი სტუდენტების აქტიური ჩართულობით აპირებს. უმაღლეს სასწავლებლებში სამშენებლო სამართლის კურსის მსმენელებს კომპანიაში ღირებული გამოცდილების შეძენის შესაძლებლობა აქვთ. ინოვაციური სამართლებრივი ექსპერტიზის ცენტრში მუშაობასთან ერთად, მათ საქართველოს სამშენებლო და უძრავი ქონების ბაზრის კანონთან ჰარმონიულ განვითარებაში საკუთარი წვლილის შეტანა შეუძლიათ.

მას კი, ვისაც უძრავი ქონების შეძენა აქვს გადაწყვეტილი, მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმამდე, მეტი სიმშვიდისა და უსაფრთხოებისთვის, სწორედ HOUSER-ისა და მის კვალიფიციურ გუნდს შეუძლია მიმართოს.

სალომე ქუშაშვილი

ჟურნალისტი

მენეჯმენტი

რესტორნის მფლობელის ხუთი გამოწვევა

რესტორნის ახალბედა მფლობელები სათანადოდ არ აფასებენ საწყის კაპიტალს, რომელიც ახალი რესტორნის გასახსნელადაა აუცილებელი