Get All Access for $5/mo

"იდეა და მიზანია, ქართული ხორბალი დაბრუნდეს ჩვენს ცნობიერებაში" – "გრამინეას" 2023 წელი ვინ დაიწყო ბიზნესი 2023 წელს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ნათია კალანდარიშვილმა და სალომე ზაქარაიამ საწარმოს იდეაზე მუშაობა ერთი დიდი მიზნით დაიწყეს − ქართულ ხორბალზე ზრუნვით. Entrepreneur-თან ინტერვიუში იდეის ავტორი, ნათია კალანდარიშვილი ამბობს, რომ ქართულ ენდემურ სახეობებს მაღალი კვებითი ღირებულება, მძლავრი იმუნური სისტემა და შემგუებლობა ახასიათებთ, თუმცა მთელი რიგი პრობლემების გამო გადაშენების პირას არიან.

ნათია ჰყვება, რომ მსოფლიოში ხორბლის 20-მდე სახეობა არსებობს, რომელთაგან 15 საქართველოშია აღრიცხული, ხოლო 5 − ენდემური სახეობისაა. მათ განსაკუთრებული გემოვნური თვისებები და კვებითი ღირებულება აქვთ, მსოფლიოში არსებული თანამედროვე ხორბლის პრობლემების ფონზე კი სახეობების მოყვანის წახალისებაა საჭირო. ნათია ამბობს, რომ მისი მიზანი ქართული ხორბლის საკონდიტრო წარმოებაში დაბრუნებაა.

სპონტანურად მოსული იდეა მალევე იქცა ბიზნესად, სახელწოდებით "გრამინეა". ნათია ამბობს, რომ ნებისმიერი ახალი საქმის დაწყებას, ბიზნესიდეისთვის ხორცის შესხმას, გამბედაობა და სიმამაცე სჭირდება.

"ნებისმიერი ახალი წამოწყება მოითხოვს გაბედულებასა და სიმამაცეს. ჩვენი ბიზნესიდეა სპონტანურად დაიბადა, გარემოებამ შვა. მამა ზურამ არ დააყოვნა, მყისიერი რეაქცია მოაყოლა და ჩვენი საწარმოს პირველი დამფინანსებელი გახდა. ჩვენი პური უსასუქო, შეუწამლავი ქართული ენდემური ხორბლით ცხვება და მას ჩემი მეგობარი, "გრამინეას" თანადამფუძნებელი − სალომე ქმნის ბუნებრივი საფუვრით, რომელსაც პურის ცხობის ტექნოლოგია ჰქვია", − ამბობს ნათია კალანდარიშვილი.

"გრამინეას" თანადამფუძნებელი Entrepreneur-თან ინტერვიუში ჰყვება, რომ საწყის ეტაპზე მრავალ სირთულეს წააწყდნენ, თუმცა, როგორც თავად ამბობს, დანებება და ცდის დაკლება არასდროსაა სწორი არჩევანი − სჯერა, რომ ადამიანი ყველაფერს მოახერხებს, რასაც მიზნად დაისახავს.

"გამოუსვლელი, გადაულახავი, დაუძლეველი არაფერია, სიკვდილის გარდა, და სანამ ცოცხლობ, აზროვნებ, შეგწევს ფიქრისა და ანალიზის უნარი, შეძლებ გამკლავებას, და ყოველთვის, ყოველთვის იპოვი გამოსავალს".

ბიზნესსაქმიანობამ მისი ეს თვისებები კიდევ უფრო გააძლიერა. როგორც თავად ამბობს, "გრამინეას" დაფუძნების შემდეგ ისწავლა, რომ არასდროს უნდა დანებდეს გარემოებებს და რაც მთავარია, "გჯეროდეს შენი იდეის, ირწმუნე, რომ ის განსაკუთრებულია, ყოველთვის ეძებე გზა, როგორ განვითარდე".

გარდა ამისა, ნათია ფიქრობს, რომ მნიშვნელოვანია არ შევუშინდეთ შეცდომის დაშვებას და ამის გამო მრავალ უნიკალურ გამოცდილებაზე არ ვთქვათ უარი.

მისივე თქმით, სწორედ ასეთები არიან ნამდვილი ანტრეპრენერები − არ უშინდებიან გამოწვევებს, აქვთ სამოქმედო სტრატეგია და მიჰყვებიან კიდეც მას.

ინსპირაციაზე საუბრისას ნათია ამბობს, რომ მთავარი შთაგონება იდეებია. სურს "წარმოების პროცესის გათანამედროვება, ახალი ტექნოლოგიების ძიება და ინოვაციური მეთოდების დანერგვა, თანმიმდევრული და გამართული ბიზნესსტრატეგია. დროს რომ უსწრებდეს, ისეთი საცხობი საწარმოს შექმნა".

ნათია კალანდარიშვილის თქმით, "გრამინეას" სამომავლო გეგმებში ძირითადად ტექნოლოგიური აღჭურვა და წარმოების მომდევნო დონეზე აყვანა შედის.

"თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ საცხობს, მინიწისქვილსა და მანქანა-მაცივრებს ვსაჭიროებთ. და იქნება! ყველაფერი იქნება, რადგან ბიზნესის განვითარების იდეით ვართ აღტაცებულნი".

ტექნოლოგიური ტრენდები

როგორ იქცა "სილიკონ ველი" სამოთხედ ანტრეპრენერთათვის

იცოდით, რომ "სილიკონ ველიში" 180 ათასი მილიონერი ცხოვრობს?

ინდუსტრიული ტრენდები

Fast & Shine - ავტოდითეილინგის პიონერი საქართველოში

"2017 წელს როდესაც ჯერ კიდევ ერთ-ერთ ქართულ ბანკში ვმუშაობდი, საკუთარი დამოუკიდებელი საქმის წამოწყების სურვილი გამოჩნდა"

მარკეტინგი

რა დავარქვა ჩემს კომპანიას?

ნუ დაარქმევთ კომპანიას თქვენს, ან თქვენი ოჯახის წევრების სახელებს

Business News

რა არის სეო (SEO)?

გაიგეთ მეტი საძიებო სისტემის ოპტიმიზაციის შესახებ