Get All Access for $5/mo

ინფორმაციული უსაფრთხოება და კიბერუსაფრთხოების სერვისები - რას სთავაზობს "ჰეკეთიკ საქართველო" ქართულ და საერთაშორისო კომპანიებს?

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

მუდმივად განვითარებად ციფრულ სამყაროში მზარდია საფრთხეები და რისკები, რომლებთან გამკლავებაც უწევთ ორგანიზაციებს, რათა კიბერთავდასხმისგან დაიცვან მათთვის კრიტიკული მნიშვნელობის აქტივები და ბიზნესპროცესები.

სწორედ ამ გამოწვევაზე საპასუხოდ, 2023 წელს შეიქმნა კომპანია - "ჰეკეთიკ საქართველო", რომელიც ქართულ და საერთაშორისო ბაზარზე არსებულ ორგანიზაციებს მათი კიბერუსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ისეთ საკვანძო მომსახურებებს სთავაზობს, როგორიცაა: ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემისა და ცნობიერების ამაღლების პროგრამების შემუშავება და დანერგვა, შეღწევადობის ტესტირება და ე.წ. რედ თიმინგი, აუდიტი, საკონსულტაციო სერვისები და სხვა.

"ჩვენ გავერთიანდით იმ იდეის ირგვლივ, რომ როდესაც საქმე კიბერუსაფრთხოებას ეხება, აუცილებელია პროაქტიუ მიდგომა, უწყვეტი განვითარება და ახლაღმოცენებულ საფრთხეებთან გამკლავებისთვის მუდმივი მზაობა. სწორედ ესენია ის ღირებულებები/მიდგომები, რომელთაც ჩვენს კლიენტ ორგანიზაციებს ვუზიარებთ, რადგან მნიშვნელოვანია მათ ესმოდეთ, რომ კიბერუსაფრთხოება არ მიიღწევა ერთჯერადი ძალისხმევით. ეს არის განგრძობადი პროცესი, რომელიც საჭიროებს უახლოეს ტექნოლოგიებს, კვალიფიციურ პროფესიონალებსა და ეფექტური სტრატეგიის შემუშავებას", - Entrepreneur-თან საუბარში აცხადებს გენადი შამუგია, "ჰეკეთიკ საქართველოს" გენერალური დირექტორი.

ნებისმიერ, მათ შორის, კიბერუსაფრთხოების სფეროში ბიზნესის დაწყება მოითხოვს გამბედაობას, შეუპოვრობასა და დაუღალავ შრომას. ამ მხრივ, არც "ჰეკეთიკ საქართველოს" გუნდი გახლდათ გამონაკლისი. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა, რაც კომპანიის გუნდს შეხვდა, გახლდათ ის, რომ თავდაპირველად ორგანიზაციათა ნაწილს არ ესმოდა, თუ რას წარმოადგენს კიბერსაფრთხეები და რამდენად მნიშვნელოვანია მათი პრევენცია. თუმცა "ჰეკეთიკ საქართველოს" გუნდმა შეძლო აღნიშნული გამოწვევა საკუთარ კონკურენტულ უპირატესობად ექცია. მიუხედავად იმისა, რომ ბაზარზე კონკურენცია საკმაოდ მაღალია, კომპანიამ დაინახა კონკრეტული საჭიროებები, რომელთა დაკმაყოფილებაც მხოლოდ თავად შეეძლოთ.

"მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ორგანიზაცია ციფრულ გარემოში საქმიანობს, არ აქვს ამომწურავი ინფორმაცია, თუ რა უარყოფითი ზეგავლენა შეიძლება ჰქონდეს კიბერსაფრთხეებს მათ საოპერაციო საქმიანობაზე. სწორედ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა. ჩვენი მისიაა, დავეხმაროთ ორგანიზაციებს დაინახონ, რომ მათ მიერ კიბერუსაფრთხოებისთვის გაღებულ ინვესტიციას მოაქვს სარგებელი, რაც გამოიხატება ფინანსური დანაკარგების პრევენციაში, საოპერაციო უწყვეტობის ხელშეწყობაში, მომხმარებელთა ნდობისა და ბრენდის რეპუტაციის შენარჩუნებაში, ინტელექტუალური საკუთრების დაცვასა და სხვა პოზიტიურ შედეგებში", - აღნიშნავს გრიგოლ აბულაძე, "ჰეკეთიკ საქართველოს" ინფორმაციული უსაფრთხოების დირექტორი.

ბიზნესსაქმიანობის წარმართვა ტრანსფორმაციული პროცესია და მნიშვნელოვნად განსხვავდება სხვა გამოცდილებებისგან. კომპანიის დაფუძნებიდან დღემდე "ჰეკეთიკ საქართველოს" გუნდმა არაერთხელ დაინახა ადაპტაციის უნარის, გამძლეობის, ინტერპერსონალური კომუნიკაციისა და ცოდნის უწყვეტი ძიების მნიშვნელობა. "ჰეკეთიკ საქართველოს" საოპერაციო დირექტორი აღნიშნავს, რომ ამ პროცესში უმნიშვნელოვანესია, ადამიანს აღმოაჩნდეს ანტრეპრენერული მისწრაფებები და სულისკვეთება.

"ანტრეპრენერი არის ადამიანი, ვინც სირთულეებში შესაძლებლობებს ხედავს. ეს უნარი გულისხმობს წარუმატებლობებისა და დაბრკოლებების არა პრობლემად, არამედ ინოვაციის, გაუმჯობესებისა და შემოქმედებითობის შესაძლებლობად აღქმას. ანტრეპრენერს აქვს კონკრეტული მიზანი, ახასიათებს სიმტკიცე და ამავდროულად, მოქნილობა, აქვს სტრატეგიული და ინოვაციური, რაციონალური და კრეატიული აზროვნება, ამოძრავებს ცნობისმოყვარეობა და სურვილი, გადაჭრას კონკრეტული პრობლემა და ამ პროცესში გამოსცადოს და გააუმჯობესოს თავისი ცოდნა და შესაძლებლობები.

ანტრეპრენერისთვის გარდაუვალია არაერთი უარის მიღება. ნიშვნელოვანია ყოველი მათგანის როგორც დახვეწისა და გაუმჯობესების შესაძლებლობად აღქმა.

ჩევას რაც შეეხება, ბაზრის, ტექნოლოგიებისა და მომხმარებლის პრეფერენციების ცვლილებებთან ადაპტაციისთვის მზაობა უმნიშვნელოვანესია. მოქნილობა და საჭიროების შემთხვევაში აღებული გეზის კორექცია აუცილებელია გრძელვადიანი წარმატებისთვის", - განმარტავს ნინო გოშხეთელიანი.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებსა და განვითარების სტრატეგიას, "ჰეკეთიკ საქართველოს" უპირველესი მიზანია, სტანდარტულთან ერთად, განსხვავებული და ბაზარზე ჯერ არარსებული პროდუქტები და სერვისები შესთავაზონ როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარს. გუნდში აღნიშნავენ, რომ ბაზარზე პიონერობა, უპირატესობასთან ერთად, უამრავ რისკთანაა დაკავშირებული. თუმცა, იმის ცოდნა, რომ კომპანია რეალური პრობლემების გადაჭრაში ეხმარება კომპანიებს, მნიშვნელოვნად ზრდის სრული გუნდის მოტივაციას.

"ინსპირაციის ბევრ წყაროთაგან ერთ-ერთ რეალური პრობლემების გადაჭრა. იმის ცოდნა, რომ ჩვენ მიერ შეთავაზებულ პროდუქტებსა და სერვისებს აქვთ ხელშესახები დადებითი ზეგავლენა ჩვენს კლიენტ ორგანიზაციებსა და მათ მომხმარებელ ინდივიდებზე, ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოტივატორია.

მიმდინარე წლის გეგმაზე ზოგადად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი მიზანია გავაგრძელოთ ბაზარზე ახალი მომსახურებებისა და პროდუქტების შემოტანა, კლიენტთა და პარტნიორთა პორტფელის დივერსიფიკაცია სექტორებისა და ქვეყნების მხრივ, ტალანტების მოზიდვა და ერთად განვითარებაზე ზრუნვა", - აღნიშნავს ირაკლი ზარანდია, "ჰეკეთიკ საქართველოს" კომერციული დირექტორი.

ელენე ლომსაძე

ჟურნალისტი

ინოვაციებისა და საერთაშორისო პროექტების გუნდის წევრი Steinbeis School of International Business and Entrepreneurship, Germany-ში. Google Global I/O Extended-ის თანაორგანიზატორი.

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ლიდერობა

10 გზა თვითშეფასების ასამაღლებლად

"დაბალი თვითშეფასება ცხოვრებაში ამოწეული ხელის მუხრუჭით გადაადგილებას ჰგავს"

სიახლეები

2021 წლის 10 ყველაზე პოპულარული სტატია

რომელიმე სტატია ხომ არ გამოგრჩათ?