Get All Access for $5/mo

ირმა არღვლიანის უსასრულო შესაძლებლობების გზა Nebula-სთან ერთად

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

მარკეტინგსა და კომუნიკაციებში შვიდწლიანი მუშაობის შემდეგ ირმა არღვლიანმა გადაწყვიტა, გამოცდილება სხვებისთვისაც გაეზიარებინა და თავისი ცოდნა ბიზნესის დასახმარებლად გამოეყენებინა.

სწორედ ასე გაჩნდა სააგენტო "ნებულას" შექმნის იდეა. მისი მიზანია, ხელი შეუწყოს კომპანიებს მარკეტინგკამპანიების დაგეგმვასა და სოციალური მედიის სწორად მართვაში, რაც პირდაპირ აისახება გაყიდვებზე.

"ნებულა", მოგეხსენებათ, პლანეტური ნისლეულის ტიპია, კოსმოსთან დაკავშირებული სახელი კი ჩვენი გუნდისთვის არის მუდმივი აღმოჩენებისა და სიახლეების სიმბოლო, რომელიც ისეთივე უსასრულო, როგორიც თავად კოსმოსი". - ამბობს ირმა.

ირმას თქმით, დამოუკიდებელი საქმიანობის დაწყებასა და სააგენტოს დაფუძნებას სჭირდებოდა გაბედულობა. გარდა ამისა, საჭირო იყო რისკების ანალიზი და მათი მენეჯმენტი.

Entrepreneur-თან ინტერვიუში ირმა არღვლიანი ამბობს, რომ მთავარი ნაბიჯი - საქმის დაწყება - წარმატებულად გადაიდგა. სწორი ადამიანებით გარშემორტყმულს კი სჯერა, რომ ყველაფერი გამოვა.

"საერთო ხედვებითა და იდეებით ჩვენ ეს შევძელით. შემდეგი ეტაპები კი უფრო ნათელი და მკაფიო იქნება ყოველთვის, მიუხედავად შეცდომებისა".

ყველაზე რთული ეტაპი, დამფუძნებლის თქმით, ნდობის მოპოვება იყო. კონკურენტულ ბაზარზე სრულიად ახალი სახელით გამოჩენა ისე, რომ არავინ გიცნობს და მუშაობის სტილზეც ბევრი არაფერი იციან, ნებისმიერი ახალი საქმიანობისთვის გამოწვევაა.

ირმა ამბობს, რომ ამ გამოწვევას მისი გუნდი ღირსეულად გაუმკლავდა და მალევე მოიპოვა კომპანიების ნდობა - "ჩვენი მუშაობის სტილი და სპეციფიკა თავიდანვე იგრძნობოდა. კომპანიები ხედავდნენ, რომ ეს იყო ახალი კომპანია დიდი გამოცდილების მქონე ადამიანებით".

"ნებულას" გუნდისა და ირმას დიდი სურვილია, საკუთარი წვლილი შეიტანოს საქართველოში ბიზნესის განვითარებაში. სწორედ ეს აძლევთ რთულ მომენტებში მოტივაციასაც და ინსპირაციასაც. მთავარი, რაც ბიზნესსაქმიანობამ ასწავლა, გამძლეობისა და ნებისყოფის უნარის მნიშვნელობაა.

ირმა ამბობს, რომ ამ ეტაპზე თავადაც ბიზნესსაქმიანობაში გამოცდილი ადამიანების რჩევებს ისმენს, ამიტომ დამწყებებისთვის რაიმეს რჩევა გაუჭირდებოდა. "ნებულას" დამფუძნებლის თქმით, მისი ბიზნესის განვითარებასა და, ზოგადად, მისი ხედვის ჩამოყალიბებაში ძალიან დიდი როლი ჰქონდა დავით კენჭაძეს.

აღსანიშნავია მისი გამოცდილება ქართულ-ლატვიურ სტარტაპ VOOVOO-ში. ირმა აღნიშნავს, რომ სწორედ აქ მიიღო უდიდესი ცოდნა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა განვითარდეს სტარტაპი, რა გზა გაიაროს წარმატებამდე და როგორ ჩამოყალიბდეს საერთაშორისო მოთამაშედ.

"ერთი, რაც შემიძლია ვთქვა და ვურჩიო იმათ, ვინც ბიზნესსაქმიანობას ახლა იწყებს, ეს არის: ჰქონდეთ ადაპტაციის უნარი და არასდროს შეწყვიტონ სწავლა, რომელიც, გარკვეულწილად, ჩვენს მუდმივად ცვალებად გარემოში ახალი იდეებისა და წინსვლისთვის გვეხმარება".

ნამდვილ ანტრეპრენერადაც სწორედ ზემოთ ხსენებული თვისებებით დაჯილდოებულ ადამიანს მიიჩნევს. ირმას აზრით, ამ საქმეში წარმატებისთვის ადამიანს უნდა ჰქონდეს ადაპტაციის უნარი, გამძლეობა, კრეატიული ხედვა და შეეძლოს ლიდერობა.

საქმიანობის დაწყების მეორე წელს "ნებულას" მთავარი მიზანი წინსვლის გაგრძელებაა, რათა სფეროში ლიდერის პოზიცია დაიკავოს. ირმა არღვლიანის სურვილია, რომ მისი კომპანია ბაზარზე წამყვანი მარკეტინგული სააგენტო იყოს, სერვისების ფართო არჩევანითა და მრავალფეროვანი, საინტერესო პორტფოლიოთი. შედარებით ხანგრძლივ პერსპექტივაში კი კომპანიის საერთაშორისო ბაზარზე გასვლაც იგეგმება.

"ჩვენი გეგმაა, გვქონდეს მრავალფეროვანი და საინტერესო პორტფოლიო, ასევე ვგეგმავთ საერთაშორისო კომპანიად ჩამოყალიბებას და ვფიქრობთ, ჩვენი სერვისები მსოფლიოს მასშტაბით ძალიან ბევრ ქვეყანას შევთავაზოთ".

მენეჯმენტი

რესტორნის მფლობელის ხუთი გამოწვევა

რესტორნის ახალბედა მფლობელები სათანადოდ არ აფასებენ საწყის კაპიტალს, რომელიც ახალი რესტორნის გასახსნელადაა აუცილებელი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია