IZZI.GE – მშენებარე ბინების მოძებნის ახალი გამოცდილება
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
IZZI.GE ახალი გამოცდილებაა მათთვის, ვინც მშენებარე ბინებს ეძებს. ბრენდის მთავარი იდეაა მაძიებლებისთვის პროცესი გაამარტივოს, უფრო მოქნილი და ეფექტიანი გახადოს.
"სამშენებლო სფეროში მრავალწლიანმა გამოცდილებამ აშკარად დაგვანახვა მშენებარე ბინების პოვნის პრობლემა. ტრადიციული გზებით ბინის მოძებნა როგორც მოხმარებლის, ასევე სამშენებლო კომპანიებისთვის, საკმაოდ რთულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
ხშირია მისკომუნიკაცია, არასწორი ინფრომაციის მიღება და გაცემა, გადამყიდველებთან და შუამავლებთან ურთიერთობის დისკომფორტი და სხვა", – თენგო ყაზიშვილი, IZZI.GE-ის დამფუძნებელი.
როგორც თენგო აღნიშნავს, პლატფორმა სამშენებლო კომპანიებისთვის ბინების გასაყიდად დამატებით არხს წარმოადგენს. ხოლო ბინის მაძიებლებისთვის IZZI.GE-ის ადგილია, სადაც ერთ სივრცეში დიდი რაოდენობით სამშენებლო კომპანიები ერთიანდება.
მომხმარებელი საიტზე, შესაბამისი ფილტრის დახმარებით, ზუსტად იმ სამშენებლო კომპანიებს მოძებნის, რომლებიც მის მოთხოვნებს ყველაზე მეტად შეესაბამება. კომუნიკაციას კი პირადად დეველოპერებთან დაამყარებს, შუამავლების გარეშე.
IZZI.GE-ს ფილტრები მოიცავს ყველა იმ ინფორმაციას, რაც ბინის ძიებისას შეიძლება მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანი იყოს, მაგალითად: სართულების შუალედი, საძინებლების რაოდენობა, საშუალო კვადრატულობა და ა.შ.
ფილტრში მონაცემების დაფიქსირებისა და მოთხოვნის გაგზავნის შემდეგ ჭკვიანი ალგორითმი მოთხოვნას აკავშირებს ყველა იმ დეველოპერთან, ვისი პროექტიც არსებულ პრეფერენციებს შეესაბამება.
დეველოპერებისგან შემოსული შეთავაზებების გაფილტვრა კი თავად მომხმარებლის პრეროგატივაა. კონკრეტული ბინით დაინტერესების შემთხვევაში სწორედ ის ადასტურებს შეთავაზებას.
ამის შემდეგ დეველოპერი დაინტერესების შესახებ ინფორმაციას იღებს და მოგვიანებით მომხმარებელს თავად უკავშირდება. ისინი ყველა მნიშვნელოვან დეტალს პირადად განიხილავენ, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
"2016 წლიდან ვხელმძღვანელობ ციფრულ-მარკეტინგულ სააგენტოს, რომელიც ბოლო წლებია სამშენებლო დეველოპერულ კომპანიებს აქტიურად ემსახურება. Stujex-ის თანამშრომლობა კომპანიებთან არა მხოლოდ მარკეტინგულ მომსახურებას, არამედ გაყიდვებში CRM სისტემის დანერგვას, მონიტორინგსა და სტრატეგიების შემუშავებას მოიცავს.
სწორედ ჩვენმა გამოცდილებამ განაპირობა, პირველ რიგში, სამშენებლო სფეროს გამოწვევების, ხოლო შემდგომ მომხმარებლის მხრიდან ბინის მოძიებისას წარმოშობილი პრობლემური საკითხების იდენტიფიცირება. ზემოთ ხსენებულის ანალიზმა კი Izzi-ს შექმნის იდეამდე მიგვიყვანა.
ამ ეტაპზე პლატფორმაზე სამშენებლო კომპანიების რეგისტრაცია მიმდინარეობს და საიტი მომხმარებლებისთვის სულ მალე გახდება ხელმისაწვდომი. ჩვენი სამომავლო გეგმები მოიცავს საქართველოს დიდი ქალაქებისა და უბნების სრულყოფილად ათვისებას, რათა საიტზე ჯანსაღი კონკურენციის პირობები შევქმნათ. ბუნებრივია, სისტემის საერთაშორისო მასშტაბით ამოქმედებაც იგეგმება".