Get All Access for $5/mo

Jer.ge - ახალი ქართული ელექტრონული ბაზარი სანდო და ხელმისაწვდომი პროდუქციისთვის ვინ დაიწყო ბიზნესი 2023 წელს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ნიკოლოზ კუჭავამ კომპანია Jer.ge 2023 წელს დააფუძნა და მას შემდეგ, Jer.ge-ს მიზანია, ქართულ ელექტრონულ ბაზარზე შექმნას სანდო და ხელმისაწვდომი ონლაინპლატფორმა, სადაც ნებისმიერი ადამიანი შეძლებს ხარისხიანი პროდუქტის შეძენას. საიტზე განთავსებული თითოეული ნივთი გადის ხარისხის კონტროლს და სწორედ ამის შემდეგ ხვდება ონლაინსივრცეში, რაც განაპირობებს თითოეული ნივთის ხარისხს. Jer.ge-ის იდეა გაჩნდა ონლაინშოპინგის დროს მიღებული არასასურველი გამოცდილების შემდეგ, მათ შორის შეძენილი პროდუქტის ხარისხით იმედგაცრუების შედეგად. აქედან გამომდინარე, კომპანიის დამფუძნებლის მთავარ მოტივაციას მომხმარებლის ბედნიერება და მომსახურებით კმაყოფილების ჩამოყალიბება წარმოადგენს.

"ნებისმიერი ბიზნესის წამოწყებას სჭირდება გამბედაობა და სიმამაცე. მოგეხსენებათ, გაყიდვების სფეროში ძალიან დიდია კონკურენცია. დღეს ბაზარზე სულ უფრო მეტი ონლაინმაღაზია ჩნდება. ასეთ სივრცეში კი სანდო კომპანიის სახელის მოპოვება ძალიან რთულია. სიმართლე გითხრათ, ახლაც დიდი ძალისხმევაა საჭირო მომხმარებლის ნდობის მოსაპოვებლად, ამიტომ ზუსტად ამ პრობლემის გადასაჭრელად შემოვიღეთ 10%-ის პრინციპი, სადაც მომხმარებელი შეკვეთის გაფორმების დროს იხდის ნივთის ღირებულების 10%-, პროდუქტს ვუგზავნით, ათვალიერებს, ამოწმებს და ამის შემდეგ ხდება სრული ანგარიშწორება. შესაბამისად, ბაზარზე, სადაც "ონლაინ მაღაზიებს" არაკეთილსინდისიერი სახელი აქვთ, საკმაოდ რთულია ოპერირება.

ჩემთვის თითოეული შესრულებული დავალება შთაგონების წყაროა. ასევე კომპანიაში დანერგილი გვაქვს შეფასების სისტემა, რომლის მიხედვითაც ხორციელდება ზარები ჩვენს მომხმარებლებთან, ვისმენთ მათ აზრს, ვნერგავთ ახალ მიდგომებს და მაქსიმალურად ვაკონტროლებთ მომსახურებისა და პროდუქციის ხარისხს. ამ პროცესებში მეც აქტიურად ვარ ჩართული და თითოეული ადამიანის აზრის მოსმენა ჩემთვის ახალი იდეის ტოლფასია", − Entrepreneur-თან საუბარში აღნიშნავს Jer.ge-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, ნიკოლოზ კუჭავა.

ნიკოლოზი განგვიმარტავს, რომ საქმიანობის დაწყების მომენტიდან დღემდე თითოეული წამი და წუთი ძალიან დიდი გამოწვევა და პასუხისმგებლობაა. დროთა განმავლობაში წინააღმდეგობების გადალახვა და შედეგებზე დაკვირვება Jer.ge-ის გუნდისთვის სიამოვნების წყარო გახდა, რის შედეგადაც მთელი ეს პროცესი მათთვის მნიშვნელოვნად გამარტივდა. სწორედ ასე ახასიათებს ნიკოლოზ კუჭავა ანტრეპრენერსაც − ის არის ადამიანი, რომელსაც აქვს უნარი, დაინახოს ახალი შესაძლებლობები, გაიხედოს 5 ნაბიჯით წინ და პრობლემის გადაჭრით მიიღოს სიამოვნება.

"დამოუკიდებელი ბიზნესსაქმიანობა ჩვენთვის და ჩვენი გუნდისთვის ასოცირდება მუდმივ დრაივთან, ვართ ყოველთვის ტონუსში და რაც მთავარია, ვაკეთებთ საქმეს, რაც გვიქმნის ბედნიერ მომენტებს. რასაკვირველია, არის სირთულეები და დაბრკოლებები, რომლებსაც დიდი შემართებით ვუმკლავდებით. ჩემი მცირედი გამოცდილებით გირჩევთ, რომ პირველესად აუცილებლად გადაამოწმოთ საკუთარი შესრულებული სამუშაო და დააკვირდეთ პროცესებს, რომლებსაც კომპანიისთვის სხვა პირები ასრულებენ. ჩემი აზრით, ეს არის გასაღები, რომელიც სასურველ შედეგამდე მცირე დროში მიგიყვანს", − აცხადებს "ჯერჯის" დამფუძნებელი.

რაც შეეხება სამომავლო განვითარების ხედვასა და პერსპექტივას, ნიკოლოზის აღნიშვნით, გუნდის სურვილია, Jer.ge იყოს სივრცე და პლატფორმა, სადაც მომხმარებელი ხარისხიან და ხელმისაწვდომ პროდუქტთან ერთად ბედნიერებასაც მიიღებს − სწორედ ამ მისიას ემსახურება კომპანიის მიერ გადადგმული თითოეული ნაბიჯი. უახლოეს პერიოდში ნიკოლოზ კუჭავა ფიზიკური შოურუმის გახსნასაც გეგმავს, სადაც ნებისმიერი მსურველი ადგილზე შეძლებს სასურველი ნივთის შეძენას და მაღალი ხარისხის მომსახურების მიღებას.

ელენე ლომსაძე

ჟურნალისტი

ინოვაციებისა და საერთაშორისო პროექტების გუნდის წევრი Steinbeis School of International Business and Entrepreneurship, Germany-ში. Google Global I/O Extended-ის თანაორგანიზატორი.

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია