Get All Access for $5/mo

K2 Invest - როცა ხარისხი პრიორიტეტია "გვსურს, რომ ჩვენ მიერ აშენებულმა სახლებმა ქუთაისის უბნებში ახალი საზოგადოებრივი ჰაბები გააჩინოს"

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

K2 Invest-ი ქართულ დეველოპერულ ბაზარზე 2023 წლიდან ოპერირებს. კომპანია ქუთაისში ეკოლოგიურად სუფთა, ენერგოეფექტური საცხოვრებელი სახლების მშენებლობას ისახავს მიზნად, რომელიც ძველი ქალაქის არქიტექტურასთან ჰარმონიულად იქნება შერწყმული.

"გვსურს, რომ ჩვენ მიერ აშენებულმა სახლებმა ქუთაისის უბნებში ახალი საზოგადოებრივი ჰაბები გააჩინოს და მობინადრეებს შესაძლებლობა ჰქონდეთ, უბნიდან გაუსვლელად მიიღონ ის მრავალფეროვანი სერვისები, რომლებიც მათი სრულფასოვანი ცხოვრებისთვის მნიშვნელოვანია", - აღნიშნავს კომპანიის დირექტორი გიორგი კვიტივაძე.

K2 Invest-ი პირველი დეველოპერული კომპანიაა ქუთაისში, რომლის მშენებლობაც სრულად "თიბისი" ბანკმა დააფინანსა. აღსანიშნავია, რომ როგორც დეველოპერული კომპანია, ისე "თიბისი" ბანკი, ყველა შესაძლო რისკს სრულად საკუთარ თავზე იღებენ. მომხმარებლებს კი შესაძლებლობა აქვთ, "თიბისი" კონცეპტის პერსონალური ბანკირების დახმარებით, ყოველგვარი დამატებითი ძალისხმევისა და რისკის გარეშე სასურველი ბინის მეპატრონეები გახდნენ.

"აღნიშნული ხელშეკრულება შესაძლებლობას გვაძლევს, ჩვენს მომხმარებლებს შევთავაზოთ უპრეცედენტო სერვისი იმერეთის რეგიონის დეველოპერულ ბიზნესში, კერძოდ, იპოთეკური სესხი გამარტივებული პირობით, ყოველგვარი შემოსავლების დადასტურების გარეშე", - აღნიშნავს კომპანიის დირექტორი გიორგი კვიტივაძე.

როგორია K2 Invest-ის სამშენებლო კომპლექსები?

"მწვანე ბინა" კომპანიის პირველი პროექტია, რომლის მშენებლობაც ქუთაისში ყველაზე ხალხმრავალ უბანში - ავტოქარხნის დასახლებაში, ყოფილი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს. როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, უბანი საბჭოთა არქიტექტურული სტილის საცხოვრებელი კორპუსების სიმრავლით გამოირჩევა, ამის ფონზე კი თანამედროვე საცხოვრებელი სახლების მშენებლობა დიდი პასუხისმგებლობაა.

"ვფიქრობთ, რომ დიდი პასუხისმგებლობა გვერგო წილად, დასაბამი მივცეთ ხარისხიან და თანამედროვე სტილის არქიტექტურის განვითარებას ამ უბანში. მივიჩნევთ, რომ ხარისხი ჩვენი კომპანიის პრიორიტეტია, რაც აისახა კიდეც ჩვენს სლოგანში. K2 Invest-ის "მწვანე ბინა" გამოირჩევა არა მხოლოდ ორიგინალური არქიტექტურით და ბინების საუკეთესო დაგეგმარებით, არამედ უმაღლესი ხარისხის საამშენებლო მასალებითაც", - აღნიშნავს გიორგი კვიტივაძე.

"მწვანე ბინის" პროექტი A და B ბლოკისგან შედგება - A ბლოკში საოჯახო ტიპის, ხოლო B ბლოკში სტუდიოს ტიპის აპარტამენტები განთავსდება. ორივე ბლოკი ერთმანეთისგან ინდივიდუალური მიმღებით იქნება გამოყოფილი.

შენობის პირველი სართული საოფისე და კომერციულ ფართებს დაეთმობა. ბოლო სართულზე პენტჰაუსის ტიპის აპარტამენტები განთავსდება, საიდანაც ხედი ხვამლის მთაზე გადაიშლება. ყველა აპარტამენტს საზაფხულო სივრცე და ვიტრაჟები ექნება, რაც დღის მანძილზე ბუნებრივ განათებას უზრუნველყოფს. კორპუსი ენერგოეფექტური ბლოკით შენდება, რომლის მეშვეობითაც მობინადრეებს კომუნალური გადასახადები მინიმუმ 30%-ით დაეზოგებათ.

მათთვის, ვისაც ავტომობილები და მოპედები ჰყავთ, მინუს სართულზე შიდა პარკინგი, გარე სივრცეში კი პარკინგის დამატებითი ზონა მოეწყობა. ეზოში ასევე განთავსებული იქნება ელექტროავტომობილების დამტენი მოწყობილობა - ელექტროავტომობილების პოპულარიზაციით კომპანიას მობინადრეების წახალისება და ეკოლოგიაზე ზრუნვა სურს.

აღსანიშნავია, რომ პროექტი რეკრეაციულ წერტილებსაც ითვალისწინებს - ეზოში საბავშვო და მოსასვენებელი სივრცეები განთავსდება, შინაური ცხოველებისთვის კი ცალკე ადგილი გამოიყოფა.

მშენებლობის დასრულების ვადა 2025 წლის დეკემბერია.

როგორია საინვესტიციო შეთავაზება და სამომავლო გეგმები?

მშენებლობის მიმართულებით K2 Invest-ს კონტრაქტორი საამშენებლო კომპანია Loyal Builders-ი ემსახურება, რომელიც 10 წელზე მეტია, რაც აჭარის რეგიონში დიდი წარმატებით ოპერირებს. დღეს ბათუმს სწორედ მათ მიერ აშენებული მრავალი სასტუმრო თუ საცხოვრებელი კომპლექსი ამშვენებს. K2 Invest-ის მშენებლების გუნდი მაღალკვალიფიციური და დიდი პრაქტიკული გამოცდილების მქონე კადრებითაა დაკომპლექტებული, კომპანია ამ ეტაპზე მთლიანობაში ორმოცდაათამდე თანამშრომელს ასაქმებს.

ინვესტორებს, რომლებიც K2 Invest-ის კორპუსის საოფისე ან საცხოვრებელი ფართების შეძენას საინვესტიციოდ გეგმავენ, კომპანიისგან საინტერესო შეთავაზებები აქვთ როგორც ფასთან, ასევე გადახდის პირობებთან მიმართებით. შიდა განვადების შემთხვევაში მათ წინასწარ შესატანი მთლიანი თანხის 30%-იანი თანამონაწილეობის ნაცვლად, 10%-იანი თანამონაწილეობით შეუძლიათ ისარგებლონ.

დეველოპერული კომპანია K2 INVEST-ი ქუთაისში კიდევ ერთი ახალი მასშტაბური პროექტის დაწყებას აანონსებს. როგორც თავად აღნიშნავენ, ამჯერადაც უპირატესობა ენერგოეფექტურობას, ბინების მოსახერხებელ დაგეგმარებას, მოსასვენებელ და გასართობ სივრცეებს ენიჭება. სამომავლო პროექტებისთვის K2 Invest-ს მოძიებული აქვს ახალი სივრცეები ქუთაისის ცენტრალურ უბნებში, მათი სურვილია, ქუთაისში რაც შეიძლება მეტი ნაგებობების ახლებურ და საინტერესო სივრცედ გარდაქმნა შეძლონ.
ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი